... (Q-1369), 1823 წ.

197. ჩუენ სამთა ძმათა ჩვენთანა მესროლნი დავაწბილენით მით ერთმანერთსა სამნივე ჩვენ კიდე დავეცილენით «მე უკეთ მოვჰკლავ მე გჯობო» სიტყუანი ვავაქილენით ვერ გავაჩინეთ მართალი ვისარჩლეთ ვითაკილენით

198. დღესა ავჰყარენით ლაშქარნი სავსენი ირმის ტყავითა ვჰთქვით «გავაჩინოთ მართალი ვინ ვსჯობთ თავისა მკლავითა თავსა ვეხალნეთ მარტონი დავდგეთ მართ ოდენ თავითა თჳთ დანახულსა მოვჰკლვიდეთ ნუ ვესრვით დამნახავითა

199. ჩუენ ვიახლენით სამთავე სამნივე მეაბჯრენია ლაშქართა წასლვა უბრძანეთ მით არას მოაზრენია მოვინადირეთ მინდორი ისი ტყენი და ღრენია დავჰხოცეთ მჴეცი მფრინველი რაცა ზე გარდაგვფრენია

200. ანაზდათ მოყმე გამოჩნდა კუშტი პირგამქუშავია ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა მერანი რამე შავია თავსა და ტანსა ემოსა გარეთმა ვეფხის ტყავია ჯერ მისი მსგავსი შვენება კაცთაგან უნახავია

201. უჭურიტეთ მისთა ელვათა შუქნი ძლივ გავიცადენით ვქვი თუ «მზეაო ქვეყნად ნუ ვეუბნებით ცად ენით» მისი მოგვინდა შეპყრობა ვჰკადრეთ და შევეცადენით ასრე სულთქმით და ვაებით მით ვართ ცრემლისა დადენით

202. მე უხუცესმან უმცროსსა კაცი დავსთხოვე ქენებით ჩემმა შედეგმან ტაიჭი მისი თვით აქო ხსენებით ამან მართ ოდენ მორევა გვითხრა უალლეთ ჩვენებით მივმართეთ იგი აგრევე წყნარად მივა და შვენებით

203. ბროლმან ლალსა გარეულმან ვარდნი თხელნი ანატიფნა იგი ტკბილნი გონებანი ჩვენთვის მეტად გაამყიფნა არ აგვიხვნა არცა დაგვსხნა ყოლა არად ამოგვკრიფნა მისნი მკვახედ მოუბარნი მათრახითა შეგვამწიფნა305

204. უმცროსსა ძმასა მივეცით უფროსსა დავეზიდენით ჴელი მოჰკიდა «დადეგო» ესეცა ჰკადრა კიდ ენით მან ჴრმალსა ხელი არ მიჰყო ჩვენ ამად დავერიდენით თავსა გარდაჰკრა მათრახი ვნახეთ სისხლისა კი დენით

205. მით ერთითა მათრახითა თავი ასრე გარდაჰფრიწა ვითა მკვდარი უსულო ქმნა ვითა მიწა დაამიწა მისი რასმე მკადრებელი მოამდაბლა აამიწა თვალთა წინა წაგვივიდა ლაღი კუშტი ამაყი წა

206. აღარ დაბრუნდა წავიდა წყნარად და აუჩქარებლად აგერა მივა ნახეო იგი მზეებრ და მთვარებლად შორს უჩვენებდეს ავთანდილს მტირალნი გაუხარებლად ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი მისი მის მზისა მარებლად

207. აჰა მიჰხვდა ავთანდილსა ღაწვთა ცრემლით არ დათოვნა რადგან ცუდად არ წაუხდა მას ეზომი გარეთ ყოვნა კაცსა მიხვდეს საწადელი რას ეძებდეს უნდა პოვნა მაშინ მისგან აღარა ჰჴამს გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა

208. უთხრა თუძმანო ვარ ვინმე ღარიბი უადგილოსა მე იმა ყმისა საძებრად მოვჰშორდი საგაზრდილოსა აწ თქვენგან მივხვდი საქმესა ყოლა არ საადვილოსა ღმერთიმცა ნურას ნუღარ იქმს თქვენსა დასაღრეჯილოსა

209. ვითამე მივხვდე წადილსა ჩემის გულისა ნებასა აგრემცა ღმერთი ნურას იქმს ძმისა თქვენისა ვნებასა უჩვენა მისი სადგომი მიდითო ნებანებასა ჩრდილსა გარდასვით მაშვრალნი მიეცით მოსვენებასა

210. ესე უთხრა და წავიდა ცხენი გაქუსლა დეზითა ვითა გავაზი გაფრინდა არ გაშვებული ხეზითა ან მთვარე მზისა შემყრელი მზე სინათლითა ზეზითა დაივსო ცეცხლი შემწველი მისითა მან მიზეზითა

211. მიეწურა იგონებდა ახლოს შეყრა ვითა აგოს საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს ჴამს თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს არ სიწყნარე გონებისა მოიძულოს მოიძაგოს

212. რადგან ისი არის სადმე უცნობოდ და ისრე რეტად რომე კაცსა არ მიუშვებს საუბრად და მისად ჭვრეტად მივეწევი შევიყრებით ერთმანერთის ცემაჟლეტად ანუ მოვჰკლავ ანუ მოვკლავ დაიმალვის მეტისმეტად

213. ავთანდილ იტყვის ეზომნი ჭირნიმცა რად ვაცუდენი რაცაღა არის არ არის თუმცა არ ედგნეს ბუდენი სადაცა მივა მივიდეს რამცა მოვლიდეს ზღუდენი მუნითგან ვძებნე წამალნი ჩემნი არ დასამრუდენი

214. წინა უკანა იარეს ორნი დღენი და ღამენი დღისით და ღამით მაშვრალნი არ საჭამადთა მჭამენი არსადა ხანი არ დაყვეს ერთნი თვალისა წამენი მათ თვალთა ცრემლნი სდიოდეს მინდორთა მოსალამენი

215. დღისით ვლეს და საღამოსჟამს გამოუჩნდეს დიდნი კლდენი კლდეთა შიგან ქვაბნი იყვნეს ძირსა წყალი ჩანადენი წყლისა პირსა არ ითქმოდა შამბი იყო თუ რასდენი ხე დიდრუან თვალუცდომი მაღლა კლდემდის ანაყრდენი

216. მან ყმამან ქვაბსა მიმართა განვლნა წყალნი და კლდენია ავთანდილ ცხენსა გარდახდა მონახნა დიდნი ხენია მას ზედა ჭვრეტად გავიდა ძირსა დააბა ცხენია მუნით უჭვრეტდა იგი ყმა მივა ცრემლმინადენია