... (Q-1369), 1823 წ.

217. რა ტყენი გავლნა მან ყმამან მოსილმან ვეფხის ტყავითა ქვაბისა კარსა გამოდგა ქალი ჯუბითა შავითა ატირდა მაღლად ცრემლითა ზღვათაცა შესართავითა იგი ყმა ცხენსა გარდახდა ყელსა მოეჭდო მკლავითა

218. ყმამან უთხრა დავო ასმათ ხიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს ვეღარ მივხვდით ჟამიერად ჩვენ ვისიცა ცეცხლნი გვწვიდეს ესე თქუა და მკერდსა ხელნი იკრნა ცრემლნი გარდმოსცვივდეს ქალი შებნდა მოეხვია ერთმანერთსა სისხლით სწმიდეს

219. იგი ტევრი გაეხშირა დანაგლეჯსა მათსა თმასა ერთმანერთსა ეხვეოდეს ყმა ქალსა და ქალი ყმასა იზახდიან მოჰსთქმიდიან ხმა სცემდიან კლდენი ხმასა ავთანდილ სჭვრეტს განკვირვებით მათსა ეგრე ქცევაზმასა

220. სული დაიღო მან ქალმან დასთმო გულისა წყლულობა ქვაბს შეიყვანა ტაიჭი მოჰჴადა აკაზმულობა მას ყმასა შეჰხსნა შეიღო აბჯრისა წელმორტყმულობა შინა შევიდეს მას დღესა გარდახდა გამოსრულობა

221. ავთანდილს უკვირს ამბავი ისი თუ ვცნაო მე რითა გათენდა ქალი გამოდგა მოსილი მითვე ფერითა შავსა აუდვა ლაგამი სწმენდდა რიდისა წვერითა შეჰკაზმა მოაქვს აბჯარი წყნარად არ რამე ჩხერითა

222. მის მოყმისა წესი იყო მეტსა თურე არ ასე ჯდა ქალი ტირს და მკერდსა იცემს თმისა ტევრსა გაიგლეჯდა ერთმანერთსა მოეხვივნეს აკოცა და ცხენსა შეჯდა ასმათ ისრე დაღრეჯილი კულავ უფრორე დაიღრეჯდა

223. ავთანდილ ახლოს კულავ ნახა სახე მისივე კაცისა ულვაშაშლილი წვერგამო ნუ თუ მზეაო თქუა ცისა ეყნოსა სული ალვისა ქართაგან მონატაცისა ასრე უჩნს მოკლვა ლომისა მართ ვითა ლომსა ვაცისა

224. მასვე გზასა წამოვიდა რომე გუშინ შეეარა შამბი გავლო გაეშორა თავი მინდორს გააგარა ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით მალვით ხესა მოეფარა თქუა თუ ღმერთმან ესე საქმე მეტად კარგად მომიგვარა

225. აწ ამას ჩემთჳს ღმრთისაგან სხუა საქმე რა ვამჯობინო ქალი შევიპყრა მის ყმისა ამბავი ვაამბობინო ჩემიცა უთხრა ყველაი მართალი გავაბჭობინო მას ყმასა ჴმალი არა ვჰკრა არც მისი დავისობინო

226. ჩამოვიდა ცხენი ახსნა მისგან ხესა შემობმული ზედა შეჯდა გაემართა ქვაბი დახვდა კარგახმული მუნით ქალი გამოიჭრა გულმდუღარე ცრემლდასხმული ეგონა თუ დაბრუნდაო პირი ვარდი ბროლბაკმული

227. ვერ იცნა სახე არ ჰგვანდა მისი მის ყმისა სახესა ფიცხლა გაიქცა მიმართა ზახილით კლდესა და ხესა ყმა გარდაიჭრა დააბა ვითა კაკაბი მახესა ხმას სცემდეს კლდენი ქალისა ზახილსა მუნ ერთსახესა

228. მას ყმასა თავი არ მისცა ჭვრეტადცა ებილწებოდა ვითა კაკაბი არწივსა ქვეშე მი და მო წრწებოდა ტარიელს ვისმე უზახდა მწედ თუცა არ ემწებოდა ავთანდილ მუხლთა უყრიდა თითითა ეხვეწებოდა

229. ეტყოდა სულე რამც გიყავ კაცი ვარ ადამიანი უფეროქმნილნი მინახვან ვარდნი და ისი იანი მისი რამ მითხარ ვინ არის ტანსარო პირბაკმიანი სხუად არას გიზამ ნუ გეშის ნუ ჰყივი აგრე ხმიანი

230. ქალი ეტყოდა ტირილით სარჩელი უგავს ბრჭობასა თუ არ შმაგი ხარ დამეხსენ შმაგი ხარ მოდი ცნობასა აწ მეტად ძნელსა საქმესა მნუკევ ადვილად თხრობასა ცუდათ ნუ სცდები ნუ ელი მაგა ამბვისა მბობასა

231. კულავ ეტყვის ყმაო რა გინდა ანუ მენუკვი მე რასა მაგა საქმისა ვერა იქმს ვერცა კალამი წერასა შენ ერთხელ იტყვი მითხარო მე ასჯერ გეტყვი ვერასა ვითა სიცილი ტირილსა მიჯობს ვაგლახი მღერასა

232. ქალო არ იცი სით მოვალ რა ჭირნი მომითმენიან ოდითგან ვეძებ ამბავთა ესე არვისგან მსმენიან შენ მიპოვნი ხარ სიტყუანი ჩემნი რაზომცა გწყენიან ვერ დაგეხსნები მიანბე ჩემგან ნუღარა გრცხვენიან

233. ქალმან უთხრა რას შეგესწარ მე ვინ ვარ და ანუ შენო მზე არ მახლავს შეგეტყვების თვრთვილო ასრე მით მაწყენო გრძელი სიტყუა საწყინოა ასრე მოკლედ მოგახსენო ვერასათვის ვერ გიანბობ რაცა გინდა იგი ქენო

234. კულავცა ჰკითხა ზენარობით მიუყარნა მუხლნი წინა მაგრა ვერა ვერ დაჰყარა მუდარობა მოეწყინა პირსა ზედა გაგულისდა თვალთა სისხლი მოედინა ადგა თმითა წამოზიდნა ყელსა დანა დააბრჯინა

235. ეგრე უთხრა მე ეზომი ჯავრი ვითა შეგარჩინო რაგვარა თუ ამატირო ცრემლი ცუდად დამადინო გიჯობს მითხრა ამის მეტი მართ აღარა არ გაწყინო თვარა ღმერთმან მტერი ჩემი მოკლას ვითა მოგაკვდინო

236. ქალმან უთხრა ეგე ღონე მოიგონე მატად ავი თუ არ მომკლავ არ მოვკვდები მრთელი ვარ და მოუკლავი რად რა გითხრა სადამდისცა ვიყო ჭირთა უნახავი კულავ თუ მომკლავ სასაუბროდ აღარ მედგას ზედა თავი