... (Q-1369), 1823 წ.

80. მონათა ჰკადრეს მართალსა გკადრებთ და ნუ გემცდარებით მეფეო ყოლა ვერ ვიტყვით შენსა მაგისა დარებით აწეცა დაგვხოც ვერა ჰგავ ვერათ ვერ მოგეხმარებით ვისგან ნაკრავნი გვინახავს მჴეცნი ვერ წაღმა წარებით

81. ორთავე ერთგან მოკლული ყველაი ათჯერ ოცია მაგრა ავთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია არ დასცთომია ერთიცა რაც ოდენ შეუტყორცია თქვენი მრავალი მიწითა დასვრილი დაგვიხოცია

82. მეფესა ესე ამბავი უჩს ვითა მღერა ნარდისა უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა აქვს მიჯნურობა ამისი ვითა ბულბულსა ვარდისა სიცილით ლაღობს მიეცა გულით ამოსლვა დარდისა

83. იგი ორნივე საგრილად გარდახდეს ძირსა ხეთასა ლაშქართა შეჰქნეს მოდენა მოდგეს უფროსი ბზეთასა ახლოს უთქს მონა თორმეტი უმხნესი სხუათა მხნეთასა თამაშობდეს და უჭვრეტდეს წყალსა და პირსა ტყეთასა

ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმის ვეფხისტყაოსანისა

84. ნახეს უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა პირსა შავი ცხენი სადავითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა ჴშირად ესხა მარგალიტი ლაგამაბჯარუნაგირსა ცრემლთსა ვარდი დაეთრთვილა გულსა მდუღრად ანატირსა

85. მას ტანსა კაბა ემოსა გარეთმა ვეფხის ტყავისა ვეფხის ტყავისა ქუდივე იყო სარქმელი თავისა ჴელთა ნაჭედი მათრახი ჰქონდა უსხოსი მკლავისა ნახეს და ნახვა მოუნდათ უცხოსა სანახავისა

86. მოვიდა მონა საუბრად მის ყმისა გულმდუღარისად თავჩამოგდებით მტირლისა არ მჭვრეტთა მოლიზღარისად მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა ჰგია გიშრისა ღარი სად ახლოს მივიდა მოსცალდა სიტყვისა თქმად აღარისად

87. ვერა ჰკადრა საუბარი მონა მეტად შეუზარდა დიდხან უჭვრეტს გაკვირვებით თუცა გული უმაგარდა მოაჴსენა გიბრძანებსო ახლოს მიდგა დაუწყნარდა იგი სტირს და არა ესმის მისგან გაუუმეცარდა

88. მის მონისა არა ესმა სიტყუა არცა ნაუბარი მათ ლაშქართა ზახილისა იყო ერთობ უგრძნობარი უცხოდ რადმე ამოსკვნოდა გული ცეცხლთა ნადებარი ცრემლსა სისხლი ერეოდა გასდის ვითა ნაგუბარი

89. სხუაგან ჰქნის მისი გონება მისმან თავისა წონამან ესე მეფისა ბრძანება ერთხელ კულავ ჰკადრა მონამან არცა დააგდო ტირილი არცა რა გაიგონა მან არცა გახლიჩა ბაგეთად თავი ვარდისა კონამან

90. რა პასუხი არა გასცა მონა გარე შემობრუნდა როსტანს ჰკადრა შემიტყვია იმას თქვენი არა უნდა თვალნი მზეებრ გამირეტდეს გული მეტად შემიძრწუნდა ვერ ვასმინე საუბარი მით დავყოვნე ხანი მუნ და

91. მეფე გაჰკვირდა გაცაწყრა გული უც მისთვის მწყრომარე გაგზავნა მონა თორმეტი მისი წინაშე მდგომარე უბრძანა ჴხელთა აიღეთ აბჯარი თქვენ საომარე მიდით აქა მომგვარეთ ვინ არის იქი მჯდომარე

92. მონანი მიდგეს მივიდეს გახდა აბჯრისა ჩხარია მაშინღა შეჰკრთა იგი ყმა ტირს მეტად გულმდუღარია თვალნი მოარნა ყოველგან ნახა ლაშქართა ჯარია ერთხელ ესე თქუა ვაიმეო სხუად არას მოუბარია

93. თუალთა ჴელი უკუივლო ცრემლნი ცხელნი მოიწურნა ჴრმალკაპარჭი მოიმაგრა მკლავნი გაიმამაცურნა ცხენსა შეჯდა მონათამცა საუბარნი რად იყურნა სხუასა მჴარსა გაემართა მათი ჭირი არ განჰკურნა

94. მონათა ჴელი გამართეს მის ყმისა შესაპყრობელად მან იგინი გლახ დახადნა მტერთაცა საწყალობელად ჰკრა ერთმანერთსა დაჴოცნა თავსა ხელაუპყრობელად ზოგთა გარდაჰკრის მათრახი მკერდამდის გასაპობელად

95. შესხდეს მეფე და ავთანდილ მის ყმისა მისაწეველად იგი ლაღი და უკადრი მივა ტანისა მრხეველად ტაიჭი მიუქს მერანსა მიეფინების მზე ველად შეიგნა მისლვა მეფისა მისად უკანა მდეველად

96. რა ცნა მეფე მოვიდაო ჰკრა მათრახი მისსა ცხენსა მასვე წამსა დაიკარგა არ უნახავს თვალსა ჩვენსა ჰგვანდა ქვესკნელს ჩაძრომილსა ანუ ზეცად ანაფრენსა ეძებდეს და ვერ ჰპოებდეს კვალსა მისგან წანარბენსა

97. კუალი ძებნეს და უკვირდათ ვერ პოვნა ნაკვალევისა აგრე კვალწმიდად წარჴდომა კაცისა ვითა დევისა ლაშქარნი მკვდართა სტიროდეს სწრაფა აქვს წყლულთა ხვევისა მეფემან ბრძანა ვნახეო მიზეზი ლხინთა ლევისა

98. ბრძანა ღმერთსა მოეწყინა აქანამდის ჩემი შვება ამად მიყო სიამისა სიმწარითა დანაღვლება სიკვდილამდის დამაწყლულა ვერვის ძალუც განკურნება მასვე მადლი ასე იყო წადილი და მისი ნება