... (Q-1369), 1823 წ.

40. ავთანდილ იყო სპასპეტი ძე ამირსპასალარისა ჯერთ უწვერული სადარო ბროლმინა საცნობარისა მას თინათინის შვენება ჰკლევდის წამწამთა ჯარისა საროსა მჯობი ნაზარდი მსგავსი მზისა და მთვარისა

41. გულსა მისსა მიჯნურობა მისი ჰქონდა დამალულად რა მოშორდის ვერ მჭვრეტელმან ვარდი შექნის ფერნაკლულად ნახის ცეცხლი გაუახლდის წყლული გახდის უფრო წყლულად საბრალოა სიყვარული კაცსა შეიქმს გულმოკლულად

42. რა მეფედ დასმა მეფემან ბრძანა მისისა ქალისა ავთანდილს მიხვდა სიამე ვსება სჭირს მი სოქ ალისა თქუა ზედას ზედა მსმხვდების ნახვა მის ბროლფიქალისა ნუ თუ ვით ჰპოვო წამალი მე ჩემი ფერგამქრქალისა

43. არაბეთს გასცა ბრძანება დიდმან არაბთა მფლობელმან თინათინ ჩემი ჴელმწიფედ დავსვი მე მისმან მშობელმან მან გაანათლნეს ყოველნი ვით მზემან მანათობელმან მოდით და ნახეთ ყოველმან შემსხმელმან შემამკობელმან

44. მოვიდეს სრულნი არაბნი ჯარი განმრავლდა ხასისა ავთანდილ პირმზე სპასპეტი ლაშქრისა ბევრათასისა ვეზირი სოგრატ მოახლე მეფისა დასთა დასისა მათ რომე დადგეს საჯდომი თქვეს უთქმელია ფასისა

45. თინათინ მიჰყავს მამასა პირითა მით ნათელითა დასვა და თავსა გვირგვინი დაადგა თავისა ხელითა მისცა სკიპტრა და შემოსა მეფეთა სამოსელითა ქალი მზებრ სჭვრეტს ყოველთა ცნობითა ბრძნად მხედველითა

46. უკუდგეს და თაყვანის ცეს მეფემან და მისთა სპათა დალოცეს და მეფედ დასვეს ქება უთხრეს სხუაგნით სხუათა ბუკსა ჰკრეს და წინწილანი დაატკბობდეს მათთა ხმათა ქალი ტირს და ცრემლსა აფრქვევს ხრის ყორნისა ბოლოფრთათა

47. მამისა ტახტსა საჯდომად თავი არ ეღირსებოდა ამად სტირს ბაღი ვარდისა ცრემლითა აივსებოდა მეფე ჰსწვრთის მამა ყოველი ძისაგან ითავსებოდა ამისად ქმნამდის დამწველი ცეცხლი არ დამევსებოდა

48. უბრძანა ნუ სტირ ასულო ისმინე ჩემი თხრობილი დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს ჩვემგან ჴელმწიფედ ხმობილი აქადგან ესე სამეფო მართ შენია მონდობილი ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა იყავ წყნარი და ცნობილი

49. ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების დიდთა და წვრილთა წყალობა შენცა ნუ მოგეწყინების უხვი ახსნილსა დააბამს იგი თვით ების ვინ ების უხვად გასცემდი ზღვათაცა შესდის და გაედინების

50. მეფეთა შიგან სიუხვე ვით ედემს ალვა რგულია უხვსა მორჩილობს ყოველი იგინიც ვინ ორგულია სმაჭამა დიდად შესარგი დება რა სავარგულია რასაცა გასცემ შენია რას არა დაკარგულია

51. ამა მამისა სწავლასა ქალი ბრძნად მოისმინებდა ყურსა უპყრობდა ისმენდა წვრთასა არ მოიწყინებდა მეფე სმასა და მღერასა იქს მეტად მოილხინებდა თინათინ მზესა სწუნობდა მაგრა მზე თინათინებდა

52. მოიხმო მისი გამზრდელი ერთგული ნაერთგულევი უბრძანა ჩემი საჭურჭლე შენგან დანაბეჭდულევი მიმართვი ჩემი ყველაი ჩემი ნაუფლისწულევი მიართვეს გასცა უზომო უანგარიშო ულევი

53. მას დღე გასცემს ყველაკასა სივაჟისა მოგებულსა რომე სრულად ამოაგებს მცირესა და დიდებულსა მერმე ბრძანა ვიქ საქმესა მამისაგან სწავლებულსა ჩემსა ნუვინ ნუ დამალავს საჭურჭლესა დადებულსა

54. უბრძანა წადით გაჴსენით რაცა სად საჭურჭლენია ამილახორო მოასხი რემა ჯოგი და ცხენია მოიღეს გასცა უზომო სიუხვე არ მოსწყენია ლარსა ხვეტდიან ლაშქარნი მართ ვითა მეკობრენია

55. ალაფობდეს საჭურჭლესა მისსა ვითა ნათურქალსა მას ტაიჭსა არაბულსა ქვენაბამსა ნასუქალსა რომე ჰგვანდა სიუხვითა ბუქსა ზეცით ნაბუქალსა არ დაარჩენს ცალიერსა არ ყმასა და არცა ქალსა

56. დღე ერთ გარდა პურობა სმაჭამა იყო ხილობა ნადიმათ მჯდომთა ლაშქართა მუნ დიდი შემოყრილობა მეფემან თავი დაჰკიდა და ჰქონდა დაღრეჯილობა ნეტარ რა უმძიმს რა სჭირსო შექმნეს ამისი ცილობა

57. თავსა ზის პირმზე ავთანდილ მჭვრეტთაგან მოსანდომია სპათა სპასპეტი ჩაუქი ვითა ვეფხი და ლომია ვაზირი ბერი სოგრატი თვით მასთანავე მჯდომია თქვეს თუ რა უმძიმს მეფესა ანუ რა ფერი ჰკრთომია

58. თქუეს თუ მეფე ცუდსა რასმე გონებასა ჩავარდნილა თვარა აქა სამძიმარი მათი ყოლა არა ქმნილა ავთანდილ თქუა სოგრატ ვჰკითხოთ გვითხრას რამცა შეგვეცილა ვჰკადროთ რამე სალაღობო რასათვისმცა გაგვაწბილა

59. ადგეს სოგრად და ავთანდილ ტანითა მით კენარითა თვითო აივსეს ჭიქები მივლენ ქცევითა წყნარითა წინა მიუსხდეს მუხლმოყრით პირითა მოცინარითა ვეზირი ლაღობს ენითა წყლიანად მოუბნარითა