... (S-5006), XVIII ს.

ანდერძი ავთანდილისა რომელი თქვა ჟამსა სიკვდილისა მისისა:

1980. ისმინეთ: ძენო: კაცთანო: ანდერძი: ავთანდილისა: ვიტყუი: მსგავსია: სოფელი: ეს: მუხანათი: ჩრდილიდა: სწორია: ჟამი: მწუხრისა: კრულთანა: ავთანდილისა: ადრე: დალპების: გაცვდების: ვით: ქსელი: ნაქუს: მანდილისა:

1981. რა: მიიახლა: სიკვდილად: დაუწყო: ჴდამა: სულითა: ჴელთა: იხრიდა: კრთებოსა: სიტყუითა: დამასულითა: თქუა: ვეღარ: მიჴსნა: ძმამან: და: ვერცაღა: დამა: სულითა: მუნ: შემიწყნაროს: რომელმან: მიწა: ადამა: სულითა:

1982. რაზომც: გამეფდა: ცად: ვინ: თქუა: კაცი: შთამოსრულ: ან: ასულ: ცუდია: აქა: დიდობა: ვარდი: აწ: მეც: ვჩან: დანასულ: უხვაიშნოა: ესე: დღე: ძე: რაღას: მარგებს: ან: ასულ: მიწა: მიიქცეს: მიწადვე: ჴორცი: მოკუდების: განა: სულ:

1983. სიჭაბუკისა: ყუავილი: დაჭნა: ჩანს: ავად: ვარდია: პირველ: მტერთ: ზედა: საიმაღლით: ვსჩნდი: ორბებრ: მონა: ვარდია: აწ: წაველ: მგზავსი: გმირსა: და: ფერად: მინა: ვარდია: თანა: წამამყევ: თინათინ: ჩემს: უკან: ნუ: დავარდია:

1984. იგიმცა: კაცი: კრულია: ვინცა: მიენდოს: სოფელსა: მოლიზღარსა: და: მუხთალსა: სიცილით: ჰკოცნით: სოფელსა: პირველ: სიცოცხლის: მქადესა: ბოლოდ: უარის: მყოფელსა: მუნ: დამკარგავსა: კაცთასა: აქაც: ხანდაუყოფელსა:

1985. შეიწყნარენით: ნაარსნო: მცნებას: გასწავებ: არ: ავსა: ნუ: მოჰყოლიხართ: სოფელსა: ნიავსა: ქარსა: არავსა: მუნ: იუნჯებით: სად: ღმერთი: დასდგამს: სიმართლის: კარავსა: სადა: ვერ: უკბენს: მღილი: და: ძალუც: პარვა: მპარავსა:

1986. მიჯნურობისა: საჴმილმან: დამწვა: მძლავრ: ანაგზემან: და: მზე: მოვჰკუდე: თავის: გამოღმა: შენ: დამიტირე: მზემან: და: სხვამ: ჩემოდნიბა: ვერა: ქნას: ყოველმან: მონაზემან: და: ცავ: შთამოიქეც: მნათითურთ: აწ: რადღა: ჰყოვნი: ზე: მანდა:

1987. მტიროდით: თქუენთვის: დამწუარსა: მიჯნურნო: ჩემთუის: ურვილნო: გამზრდელნო: თქვენცა: გაზრდილნო: ტურფად: ისპანო: ჭურვილნო: ხასნო: აზიზად: ნანახნო: თავნო: ნაზობით: ბურვილნო: სულთქმით: მამთქუემდით: ბაგენო: და: უბანებით: სურვილნო:

1988. თინათინ: პირველ: სურვილი: პირის: შენისა: ამარე: აწ: ლომმან: თავი: გამარა: და: მზეო: შენ: მასამარე: აქა: ნარბენთა: სწორად: ვლოთ: უიცი: იგიც: სამ: არე: ერთად: წავიდეთ: აჰა: მზა: ჩვენთუის: თაბუთი: სამარე:

1989. უჩემოდ: დაჭკნი: ვარდნო: და: იავ: ფერთა: მკრთითა: იყავ: ვით: დაგთმევ: ლალო: და: ბროლო: ძოწო: და: სათო: რა: მიყავ: კვლავ: იაგუნდი: ნაღველი: გატყდი: და: შუავ: გაიყავ: მარგალიტო: და: მორჭმულო: ნუ: მტირ: და: ბაგე: დამიყავ:

1990. ჩემი: გარდაჴდა: სურვილო: რას: გვარგებს: რაზომ: ვინანო: მოდენით: სისხლისა: რუი: გარ: წურთუნის: ვარდნო: და: მინანო: ჩემთანა: ცისა: მნათობნი: რანო: და: ანუ: ვინანო: მზე: მზეთა: მოვჰკუდე: მტიროდეს: გულნო: კლდენო: და: მინანო:

1991. აწ: ეს: ვითხოვ: ღთისგან: სააჯო: დიდად: ძნელია: სად: არის: ჩემი: სავანე: მუნ: გამინათლოს: ბნელიო: მისის: ელვითა: მაკრთობდეს: არ: მცხინვარე: ჰყოს: ბნელია: ანგელოზთანა: ვჰფრინვიდე: ვადიდო: ჩემი: მჴსნელიო:

1992. სული: რომელი: აწ: ჩემგან: ჩანს: უტყუოდ: დანასულები: მუნ: დამამკვიდროს: სადაცა: ჰყვანან: მართალთა: სულები: შორს: ქნას: ნაწილსა: რომელთა: არს: დამზრალ: დანასულები: რომელსა: თიკნად: უწოდენ: არის: მარცხნით: წანასულები:

1993. ამ: სააჯოსა: ღ~თისაგან: კულა: ვეღარ: ვითხოვ: ვეროსა: გლახ: სულსა: დახსნას: ბნელი: და: ნათლისა: გზასა: აროსა: მართალთა: თანა: შეჰრაცხოს: ზდიდეს: მართ: ვითა: საროსა: ედემს: ბუნაგი: აუგოს: სამოთხეს: დააყენოსა:

1994. აწ: გაისუენეთ: სატირლად: ტურფა: რაც: გქონან: ნახლებნი: ოთაღნი: მგზავსი: ედემთა: კარავნი: ნაჭირ: ნახლებნი: თავთა: იცემდით: მჴარ: დაჴდი: მონები: ჩემი: ნახლებნი: ჩვენ: დაგუმარხენით: შთაიცვით: წახვედით: არ: შინ: ნახლებნი:

1995. ესე: წესია: სოფლისა: საპჭოდ: მცალს: არა: წამისად: ამად: არ: გეტყვი: მიენდუნეთ: არცა: ერთისა: წამისად: უწყალოდ: ცულისა: ჰაიერი: ტურფისა: თუალ: წამწამისად: ბოლოდ: უმუხთლოდ: ვერ: მორჩი: თუ: თავიც: წააწამისად:

აქა კიდევ ანდერძი ავთანდილისა ჟამსა სიკვდილისასა:

1996. ავთანდილ: გკადრო: მისმინეთ: სიტყვანი: შესაწუხანი: ვინ: შავარდნისებრ: ვფრთოსნობდი: აწ: მამხუდა: თუალთა: ჭუხანი: დაჭნა: შუენების: ყუავილნი: აღარ: მაქუს: ფახი: ფუხანი: წახდა: სიყმისა: აერი: გაცუდდეს: ეკალმუხანი:

1997. ჩემსა: ნახვასა: ნატრობდეს: სრულად: არაბთა: არები: ვით: გამომიჩნდა: მეფესთან: მე: ჩემი: მშვილდისარები: ტარიელ: ვნახეთ: დავეკრთა: ძებნით: არ: ვიყავ: მზარები: ვიპოვე: სადა: დევთათვის: წაერთო: ქუაბთა: კარები: