... (S-5006), XVIII ს.

1961. ნესტან: დარეჯან: ატირდა: ანდერძს: დაიწყო: წერება: ჩემთა: მნახავთა: გიმძიმდეს: რომ: შუქი: მამემტვერება: არ: დაიშალა: სოფელმან: პირველდგან: ჩემი: მტერება: არც: მე: ვშორდები: ტარიელს: ვეღარვინ: ვერ: გვეტერება.:

1962. რა: დავიბადე: გსმენიათ: ჩემთ: სხვითა: კამკამ: კრთომანი: ზრახვასა: თავი: დავრიდე: მით: არ: მეწვია: ცთომანი: ტარიელ: ჩემთვის: ბნდებოდა: მეც: მქონდა: მისი: ნდომანი.: ხატაველთ: ომი: უბრძანე: ფიცხლავ: ქნა: მან: მიხდომანი:

1963. გამაჯვებული: მოვიდა: ხელთ: კოდილ: იყო: ომითა: რამაზ: მოგუარა: მეფესა: ხელ: შეკრულ: წინ: წადგომითა: ხუარაზმს: ძე: სთხოვეს: საჩემქმროდ: არ: ვიქმენ: მე: მიხდომითა: ტარიელ: მოკლა: ანაზდად: შეიქნა: სულთა: ხდომითა:

1964. მეფე: გაუწყრა: დას: დავარს: ვინ: ჩემი: იყო: მზრდელია: დავარ: მცა: ქაჯთა: ხელთ: მიმცა: ჰქენით: ჭირთ: გარდამხდელია: ნავს: ჩამსვეს: რაზა: დაკლიტეს: არ: იყვნეს: პირ: ამხდელია: ზღვის: წყალსა: ვსვემდი: სიმწრით: მეგონა: ველის: ყრდელია:

1965. ქაჯთაგან: ფატმან: წამგვარა: მათ: გაუცუდა: გრძნებანი: უსენ: გატეხა: საფიცი: მთვრალმან: ქნა: გამჟღავნებანი: მიმცეს: მეფესა: გამპარავთ: ქნეს: ჩემი: ქრთამით: ნებანი: ფათმანთან: მიველ: თავისა: ვჰქენ: ცხენით: წაყვანებანი:

1966. წაველ: გზაზედ: დამიჭირა: როშაქ: მიცნა: ქალობითა: წამიყვანეს: ვერ: წაუველ: ცხენ: ფიცხლობის: მალობითა: ქაჯთ: მეფემან: მკითხა: ვინ: ხარ: ვერ: მათქუმივა: ძალობითა: მოვიდეს: და: ციხით: ვიხსენ: ავთანდილის: წყალობითა:

1967. წამიყვანეს: ქაჯნი: ჴოცეს: ციხე: შექნეს: სამთავ: ქცევით: ფატმან: ვნახე: ფრიდონისას: ვიყავ: კაის: ყოფა: ქცევით: ასმათ: წამყუა: ქუაბნი: გავლეთ: არ: ვჰყვით: ცრემლი: განაქცევით: რა: თინათინ: ვნახე: მნახა: ჩვენ: ვჰქნით: შუქნი: განაქცევით:

1968. წამოველ: მოველ: ინდოეთს: მოგვშორდა: საქმე: მტერული: მტერნი: დავემჴნეთ: ვიშვებდი: არ: ვიყვი: მე: უფერული: აწ: კარს: მამადგა: სიკვდილი: გულსა: ლახუარი: ძგერული: ესე: სოფელი: ამიჩნდა: სიზმარი: ძილი: მე: რული:

1969. აწ: თან: მივსდევ: მე: ტარიელს: სიკვდილსა: და: საფლავს: შინა: ანდერძს: გკადრებ: გვახსენებდეთ: ვინც: დასდგეთ: თქვენ: აქ: შინა: თუ: ჩუენ: მივხდით: ესეც: მიკვირს: რად: თქვენ: ვეღარ: შეგაშინა: სული: მივსცეთ: წამღებელთა: გვამმა: ხორცში: აღგვაქშინა:

1970. ჟამმან: ჩემმან: უხანომან: დამიბნელა: თუალნი: მნათი: ღაწუი: ვარდი: ზაფრანად: ქმნა: და: გაცუდდა: მინა: სათი: დამედარვის: ვერცვინ: მარტო: ვერც: თუ: შეკრბენ: ერთგან: ათი: აწ: სოფელმან: ჩემზე: ბრუნვით: მოიჴმარა: მისი: ხლათი:

1971. აწ: დავმიწდები: წახდების: ღაწვი: ბადახში: ლალები: სანდომობა: და: უსული: სოფლისა: ჯავარ: წყალები: მიწა: წამახდენს: დამალპობს: ვარ: თქვენგან: შესაწყალები: მამთქმელთა: ჩემთა: ცრემლი: სწვეთს: გული: შეჰქნია: სალები:

1972. სოფელს: მივენდევ: მეგონა: ყოფა: არ: წამიხდებისა: უყურე: ახლა: რა: მიყო: თუ: ჩემზე: რა: მოჴდებისა: რაცა: მე: მიყავ: სოფელო: იგიმც: შენ: გარდაგხდებისა: სულს: როგორც: მე: მცლი: გვამთაგან: ეგრემც: შენ: ამოგხდებისა:

1973. მივალ: და: მართლა: არ: ვიცი: უცთურად: წავლა: გზებისა: მნახავთა: ჩემთა: ვის: ესმის: ედების: ცეცხლი: გზებისა: მოაგონდების: შუქ: კრთომა: მას: არა: სხუისა: მზებისა: რაღა: ვიჩივლო: დაგმობა: სოფლისა: მიზეზებისა:

სიკვდილი ტარიელისა და ცოლისა მისისა:

1974. რადგან: სწორად: გარდაჴდების: ავი: ანუ: კარგი: ვინა: მაშ: წამი: ერთ: რა: ვის: გავა: გარეთ: იყოს: თუნდა: შინა: აქათ: ბარგსა: რასა: ვზიდავთ: აწვე: წასვლა: სხუაგან: გვინა: საკაცე: და: თუნდა: ტახტი: სწორიაო: ბრძენთა: წინა:

1975. ამა: ჩემსა: გაზრახულსა: იკითხიდეს: ანუ: წერდეს: ფუ: მას: კაცსა: რომელიცა: სოფლისაგან: არ: შესჯერდეს: ტარიელ: და: ცოლი: მისი: სიბერითა: გაუშვებდეს: დაყუნეს: წელნი: ოთხმეოცნი: დაბრმეს: დაღრკეს: დაცაბერდეს:

1976. ერთი: ყმა: და: ერთი: ქალი: მართ: მათნივე: შესაფერნი: ღმერთმან: მისცნა: ესე: შვილად: საჭურეტელად: შვენიერნი: ელვანი: და: შვენებანი: მათგან: ჰქონდეს: მათ: მიერნი: მსგავსნი: მსგავსსა: წარმოშობენ: ციერნი: და: მიწიერნი:

1977. დღენი: მათნი: წაიარეს: დაბერდეს: და: დაუძლურდეს: ტარიელის: ლომნი: მკლავნი: მეტად: გაუუსუსურდეს: ბედისაგან: მადრიელნი: სოფელსავე: მოემდურეს: სოფლისაგან: გაბჭობათა: ბრძენთა: წიგნი: დადასტურეს:

1978. სოფელს: მყოფსა: ყუელაკასა: ესე: არვის: არ: ასცილ: დეს: მათ: სოფლისა: შუენებათა: წყალჯავარი: გაუწბილდეს: მიჯნურობა: გაუსუსტდა: გონებანი: გაულბილდეს: სიყუარული: გააცივეს: ერთმანერთსა: უკუგრილდეს:

1979. ტარიელ: და: ცოლმან: მისმან: ტახტოსნობა: მოიწყინეს: მეფედ: დასხნეს: შვილნი: მათნი: ნაცვლად: მათად: დაადგინეს: ერთსა: წელსა: დაიჴოცნეს: მიწვეს: მიწად: მიიძინეს: მზესა: ლომი: არ: გაჰყარეს: მასვე: თანა: დააწვინეს: