... (H-1128), XIX ს.

138. საწოლს დაწვა ტირს მტირალსა ცრემლი ძნელად ეხოცების ვითა ვერხვი ქარისაგან ირხევის და იკეცების რა მიჯნურის სიახლევე საყვარლისა ეოცების შეკრთის დიდი დაიზახის მით პატიჟი ეოცების

139. მოშორვება საყვარლისა მას შექნოდა მისად ღაზოდ ცრემლსა ვითა მარგალიტსა ტირს ვარდისა დასანაზოდ რა გათენდა შეეკაზმა მისთა მჭვრეტთა სალამაზოდ ცხენსა შეჯდა გაემართა დარბაზს მივა სადარბაზოდ

140. დარბაზს ეჯიბი შეგზავნა მართ მისგან შენარონია შესთვალა გკადრებ მეფეო მე ესე გამიგონია ყოველი პირი მიწისა თქვენ ხლმითა დაგიმონია აწ თუ სჯობს ესე ამბავი ცნან რაცა გარემონია

141. მე წავიდე მოვიარო ვილაშქრო და ვინაპირო თინათინის ჴელმწიფობა მტერთა თქვენთა გულსა ვგმირო მორჩილ ქმნილი გავახარო ურჩი ყუელა ავატირო ძღვენნი კადრნე ზედა ზედა არ სალამი დავაძვირო

142. მეფესა ეთქვა ამისი დიადი მადრიელობა უბრძანა ლომო არა გჭირს შენ ომთა გამდრეკელობა აწ მაგა შენსა თათბირსა გავსო შენივე ქველობა წა მაგრა მამხუდეს რაღა ვქნა თუ სიშორისა გრძელობა

143. ყმა შევიდა თაყვანიჰსცა მადლი რამე მოახსენა ჴელმწიფეო მიკვირს ქება რად იკადრეთ ჩემი თქვენა აწ ნუთუ კულავ სიშორისა ღ~თნ ბნელი გამითენა პირი თქვენი მხიარული მხიარულსა კულავ მიჩვენა

144. მეფე ჴელსა მოეკიდა გარდაკოცნა ვითა შვილი სხვა მათებრი არ ყოფილა არ გამზრდელი არ გაზრდილი ყმა ადგა და წამოვიდა მას დღე მათი ჩანს გაყრილი როსტან მისთვის აატირა გონიერი გული ტკბილი

145. გამოემართა ავთანდილ მოყმე მხნე ლაღად მავალი ოც დღე იარა ღამესა დღეზედა წართო მრავალი იგია ლხინი სოფლისა იგია ნივთი და ვალი არ მისცილდები თინათინ მისი მას ვისგან სწვავალი

146. რა მოვიდა სიხარული შიგან გახდა სამეფოსა მოეგებნეს დიდებულნი ძღვენსა სძღვნიდენ იეფოსა იგი პირ მზე არ მოსცდების სიარულსა სასწრაფოსა მიხვდეს მყოფნი მას წინაშე სიხარულსა სადაფოსა

147. ქალაქი ჰქონდა მაგარი საზაროდ სანაპიროსა გარეთ კლდე იყო გიამბობ ზღუდესა უქვიტკიროსა ყმამან მუნ დაყო სამი დღე ამოსა სანადიროსა გაზრდილი მისი შერმადინ დაისვა სავაზიროსა

148. ესეა მონა შერმადინ ზემოცა სახელდებული თანა შეზრდილი ერთგული და მისთვის თავ დადებული მან არ იცოდა აქამდის მის ყმისა ცეცხლი დებული აწ გაუცხადა სიტყვები მის მზისა იმედებული

149. უბრძანა აჰა შერმადინ ამად მე შენგან მრცხვენიან ჩემნი საქმენი ყოველნი გცოდნიან გაგივლენიან მაგრამ არ იცი აქამდის რანიცა ცრემლნი მდენიან მე ვისგან მქონდეს პატიჯნი აწ მასვე მოულხენიან

150. მიბრძანა მიცან ამბავი მის ყმისა დაკარგულისა მოხვიდე სრულ ვქმნა მაშინღა შენი წადილი გულისა ქმარი არ მინდა უშენო მამხვდეს ხისა რგულისა მომცა წამალი გულისა აქამდის დადაგულისა

151. პირველ ყმა ვარ წასვლა მინდა პატრონისა სამსახურად ჰხამს მეფეთა ერთგულობა ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად მერმე ცეცხლი დაუვსია აღარა მწვავს გულსა მურად ჴამს თუ კაცი არ შეუდრკეს ჭირსა მიუხდეს მამაცურად

152. ვართ უმოყვრესნი მე და შენ ყოველთა პატრონ ყმათასა ამისთვის გნუკავ საქმესა შენ ამა ჩემთა ჴმათასა ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად თავადად სხვათა სპათასა ამა საქმესა ვერა ვიქ მე განდობასა სხვათასა

153. ლაშქართა და დიდებულთა ალაშქრებდი პატრონობდი დარბაზს კაცსა გაგზავნიდი და ანბავსა მათსა სცნობდი წიგნსა ჰსწერდი ჩემ მაგიერ უფასოსა ძღვენსა სძღვნობდი აქა სადმე არ ყოფასა ჩემსა მათმცა რად აგრძნობდი

154. ლაშქრობა და ნადირობა შენი ჩემსა დაასახე აქათ სამ წელ მამიცადე ხვაშიადი შემინახე მე ნუთუმცა შემოვბრუნდი ალვა ჩემი არ დაჭნა ხე არ მოვბრუნდე მამიგლოვე მიტირე და მივაგლახე

155. მაშინღა ჰკადრე მეფესა არ საქმე სასურვალია აცნობე ჩემი სიკუდილი იყავ მართ ვითა მთურალია მიხვდა თქო საქმე რომელი ყოვლთათვის გარდუვალია გლახაკთა მიეც საჭურჭლე ოქრო ვერცხლი და რვალია

156. მაშინ უფრო მომეხმარე ამისგანცა უფრო მჴნედრე ნუთუ ადრე დამივიწყო მახსენებდი ზედა ზედრე მეტად კარგად დამიურვე სული ჩემი შეივედრე ზრდანი ჩემნი მოიგონე გული შენი მოიმდედრე

157. რა მონამან მოისმინა გაუკვირდა შეეზარა თვალთათ ვითა მარგალიტი ცხელი ცრემლი გარდმოყარა მოახსენა უშენომან გულმან რამცა გაიხარა ვიცი რომე არ დასდგები მაგას გიშლი ამად არა