... (H-1128), XIX ს.

177. ვარდი მის მზისა გაყრილი უფრო და უფრო ჭკნებოდა გულსა უთხრის თუ დასთმეო ამად არ დია ბნდებოდა უცხო უცხოთა ადგილთა საძებრად იარებოდა მგზავრთა ჰკითხევდის ანბავთა მათთანა ემოყვრებოდა

178. მუნ ეძებს ცრემლი მტირალსა სდის ზღვათა შესართავისად უჩნდის ქვეყანა ტახტად და მკლავი სადებლად თავისად თქვის საყვარელო მოგშორდი გული შენ დაგრჩა ვთქუა ვისა შენთვის სიკვდილი მეყოფის ლხინად ჩემისა თავისად

179. ყოვლი პირი ქვეყანისა მოვლო სრულად მოიარა ასრე რომე ცასა ქუეშე არ დაურჩა არ იარა მაგრა იგი მის ანბვისა მსმენელსაცა ვერ მიმხვდარა ამა შიგან წელიწადი სამი სამ თვედ მიიყა

180. მიხვდა რასმე ქვეყანასა უგემურსა მეტად მქისსა თვე ერთ კაცსა ვერა ნახავს ვერას შვილსა ადამისსა იგი ჭირი არ უნახავს არ რამინს და არცა ვისსა დღე და ღამე იგონებდა საყვარელსა მასვე მისსა

181. მას მიხვდა წევრი სადგურად მაღლისა მთისა დიდისა გამოჩნდა მუნით მინდორი სავალი დღისა შვიდისა მის მთისა ძირსა წყალი დის არათ სანდომი ხიდისა ორგნითვე ტყესა შეეკრა ნაპირი წყლისა კიდისა

182. ზედ წაადგა შეექცევის დროთა დღეთა ანგარიშობს თვენი ესხნეს ორნიღაა ამად სულთქვამს არა იშობს ვაჲ თუ საქმე გამიმჟღავნდეს კულავ ამისთვის გულ მოშიშობს ავსა კარგად ვერვინ შესცვლის თავსა ახლად ვერვინ იშობს

183. საგონებელი შეექმნა დადგა საქმისა მრჩეველად თქვა თუ დავბრუნდე ეზომი ხანი რად დავყავ მე ველად ჩემსა რა ვკადრო მნათობსა ვიყავ რად დღეთა მლეველად მისი ვერა ვსცნა ჭორნიცა ვარ ვისთა გზათა მკვლეველად

184. თუ არ დავბრუნდე საძებრად დავჰყვნე სხვანიცა ხანანი რომელსა ვეძებ ვერა ვჰსცნე ამბავნი მე მისთანანი დრო გარდაუწყდეს შერმადინს შერჩეს ღაწვისა ბანანი მივიდეს ჰკადროს მეფესა საქმენი დასაგვანანი

185. უანბოს ჩემი სიკუდილი თვით ჩემგან დავედრებული მათ შექნან გლოვა ტირილი ქნან საქმე გამწარებული მერმე მივიდე ცოცოხალი სხვაგან მე სადმე რებული ამას იგონებს ტირილით გონება შეიწრებული

186. იტყვის ღ~თო სამართალი შენნი ჩემთვის რად ამრუდენ მე ესზომნი სიარული კიდე გლახ რად გამიცუდენ გულით ჩემით სიჴარულნი აფჰხვრენ ჭირნი დააბუდენ დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი ვერათოდეს დავიყუდენ

187. კვლაცა იტყვის დათმობა სჯობს და თავსავე ეუბნების დღეთა მეტად ნუ მოკუდები გული ჩემი ნუ დადნების უღთოდ ვერას ვერ მოვაწევ ცრემლი ცუდად მედინების განგებასა ვერვინ შესცვლის არ საქმნელი არ იქმნების

188. თავს უთხრა მოჰკუე გიჯობს სიცოცხლეს აუგიანსა მიხვალ დაგხვდების თინათინ ანათებს დღესა მზიანსა გკითხოს მის ყმისა ანბავი რა გმართებს ვაგლახიანსა იგონებს წამწამ მიყვების ტყის პირსა შამბნარ წყლიანსა

189. ყოვლნი არსნი ცათ ქუეშე ერთობ სრულად მომივლიან მაგრამ საქმე იმ კაცისა ვერა სადა შემიგნიან უღონიოდ მართალ იყუნეს რომელთაცა ქაჯად თქვიან აწ ტირილი არას მარგებს ცუდად ცრემლნი რასა მდიან

190. მთით ჩამოვიდა ავთანდილ გავლო წყალი და ტყენია მინდორს აცორვებს ტაიჭსა შეჟღრენით მონაწყენია გასცუდებოდეს მკლავნი და მისი სიამაყენია ბროლისა ველსა სტურფობდეს გიშრისა მუნ საყენია

191. მობრუნება დააპირა სულთქნა მერმე ივაგლახა მას მინდორსა დაემართა გზა თვალითა გამოსახა თვესა ერთსა სულიერი კაცი არსად არ ენახა მხეცნი იყვნეს საშინელნი მაგრა არა შეუზახა

192. თუცა მხეც-ქმნილი ავთანდილ გულ-ამოსკვნით და კუნესითა ეგრეცა ჭამა მოუნდის ადამის ტომთა წესითა ისრითა მოკლის ნადირი როსტომის მკლავ-უგრძესითა შამბისა პირსა გარდახდა ცეცხლი დააგზო კვესითა

193. ცხენსა მისცა საძოვარი ვირე მწვადი შეიწოდეს ექუსნი ვინმე ცხენოსანნი ნახა მისკენ მოდიოდეს თქვა თუ გუანან მეკობრეთა თვარა კარგი რამც იცოდეს აქა კაცი ჴორციელი კვლავ ყოფილა არაოდეს

194. ჴელთა ჰქონდა მშვილდი ისარი მათკენ მივა მხიარული ორთა კაცთა წვეროსანთა ყმა მოჰყვანდა უწვერული თავსა იყო დაკოდილი შეებნიდა სისხლსა გული სტიროდეს და იჭიროდეს ცოტა ედგა მას გლახ სული

195. უყივლა თუ ძმანო ვინ ხართ მეკობრეთა დაგამსგავსე მათ მიუგეს დაგვიწყნარდი გვიშველე რა ცეცხლნი ავსე ვერა გვარგო მოგვიმატენ ჭირი ჭირთა მოგვისავსე სატირელი მოგვიტირენ ღაწვნი შენცა დაიმხავსე

196. ავთანდილ მიდგა ეუბნა მათ კაცთა გულ მდუღარეთა მათ უთხრეს მათი ანბავი ტირილით მოუბარეთა ჩვენ ვართო ძმანი სამნივე მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა დიდი გვაქვს ციხე ქალაქი ხატაეთს არე მარეთა