... (H-1128), XIX ს.

79. ერთმანერთსა თუ მე გჯობო სიცილით ეუბნებოდეს ამხანაგობდეს ლაღობდეს იქით და აქათ დგებოდეს მერმე მოვიდეს მონანი რომელნი უკან ყვებოდეს უბრძანა თქვითო მართალი ჩვენ თქვენგან არ გვეთნებოდეს

80. მონათა ჰკადრეს მართალსა გკადრებთ და ნუ გემცდარებით მეფეო ყოლა ვერ ვიტყვით თქვენსა მაგისა დარებით აწვეცა დაგვხოც ვერა ჰგავ ვერათ ვერ მოგეხმარებით მისგან ნაკრავნი გვინახავნ მჴეცნი ვერ წაღმა წარებით

81. ორთავე ერთგან მოკლული ყველაი ასჯერ ოცია მაგრა ავთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია არ დასცდომია ერთიცა რაც ოდენ შეუტყორცია თქვენი მრავალი მიწითა დასვრილი დაგვიხოცია

82. მეფესა ესე ამბავი უჩანს ვითა მღერა ნარდისა უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა აქუს მიჯნურობა ამისი ვითა ბულბულსა ვარდისა სიცილით ლაღობს მიეცა გულით ამოსლვა დარდისა

83. იგი ორნივე საგრილად გარდახდეს ძირსა ხეთასა ლაშქართა შექნეს მოდენა მოდგეს უფროსი ბზეთასა ახლოს უდგქს მონა თორმეტი უმხნესი სხვათა მხნეთასა თამაშობდეს და უჭურეტდეს წყალსა და პირსა ტყეთასა

ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხის ტყაოსნისა

84. ნახეს უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა პირსა შავი ცხენი სადავითა ჰყოც ლომსა და ვითა გმირსა ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ აბჯარ უნაგირსა ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა გულსა მდუღრად ანატირსა

85. მას ტანსა კაბა ემოსა გარე თმა ვეფხის ტყავისა ვეფხის ტყავისა ქუდივე იყო სარქმელი თავისა ჴელთა ნაჭედი მათრახი ჰქონდა უმსხოსი მკლავისა ნახ[ეს] და ნახვა მოუნდა უცხოსა სანახავისა

86. მოვიდა მონა საუბრად მის ყმისა გულ მდუღარისად თავ ჩამოგდებით მტირლისა არ ჭვრეტთა მოლიზღარისად მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა იგია გიშრისა ღარისად ახლოს მივიდა მოსცალდა სიტყვის თქმა აღარისად

87. ვერა კადრა საუბარი მონა მეტად შეუზარდა დიდხან უჭურეტს გაკვირვებით თუცა გული უმაგარდა მოახსენა გიბრძანებსო ახლოს მიდგა დაუწყნარდა იგი ტირს და არა ესმის მისგან გაუუმეცარდა

88. მის მონისა არა ესმა სიტყვა არცა ნაუბარი მათ ლაშქართა ძახილისა იყო ერთობ უგრძნობარი უცხოდ რადმე ამოსკვნიდა გული ცეცხლთა ნადებარი თვალთა სისხლი ერეოდა გასდის ვითა ნაგუბარი

89. სხვაგან ქრის მისი გონება მისმან თავისა წონამან ესე მეფისა ბრძანება ერთხელ კულავ ჰკადრა მონამან არცა დააგდო ტირილი არცარა გაიგონა მან არცა გახლიჩა ბაგეთათ თავი ვარდისა კონამან

90. რა პასუხი არა გასცა მონა გარე შემობრუნდა როსტენს ჰკადრა შემიგტყვია იმას თქუჱნი არა უნდა თვალნი მეტად გამირეტდეს გული მეტად შემიძრწუნდა ვერ ვასმინე საუბარი მით დავყოვნე ხანი მუნ და

91. მეფე გაჰკვირდა გაცაწყრა გული უცს მისთვის მწყრომარე გაგზავნა მონა თორმეტი მისი წინაშე მდგომარე უბრძანა ჴელთა აიღეთ აბჯარი თქვენ საომარე მიდით და აქა მომგვარეთ ვინ არის იქა მჯდომარე

92. მონანი მიდგეს მივიდეს გახდა აბჯრისა ჩხარია მაშინღა შეკრთა იგი ყმა ტირს მეტად გულ მდუღარია თვალნი მოარნა ყოველგან ნახა ლაშქართა ჯარია ერთხელ ესე თქვა ვამეო სხვად არას მოუბარია

93. თვალთა ჴელნი უკუივლო ცრემლნი ცხელნი მოიწურნა ხრმალ კაპარჭი მოიმაგრა მკლავნი გაიმამაცურნა ცხენსა შეჯდა მონათამცა საუბარნი რად იყურნა სხვასა მხარსა გაემართა მათი ჭირნი არა განჰკურნა

94. მონათა ჴელი გამართეს მის ყმისა შესაპყრობელად მან გლახ იგინი დახადნა მტერთაცა საწყალობელად ჰკრა ერთმანერთსა დახოცნა თავის ხელ აუპყრობელად ზოგსა გადაჰკრის მათრახი მკერდამდის გასაპობელად

95. მეფე გასწყრა გაგულისდა მონანიცა შეუზახნა მან მდევართა მიწევნამდის არ უჭვრიტა არცა ნახნა რაზომნიცა მიეწივნეს ყოვლნი მკუდართა დაასახნა კაცნი კაცსა შემოსტყორცნა როსტან ამად ივაგლახნა

96. შესხდეს მეფე და ავთანდილ მის ყმისა მისაწეველად იგი ლაღი და უკადრი მივა ტანისა მრხეველად ტაიჭი მიუქს მერანსა მიეფინების მზე ველად შეიგნა მისულა მეფისა მისად უკანა მდეველად

97. რა ცნა მეფე მოვიდაო ჰკრა მათრახი მისსა ცხენსა მასვე წამსა დაიკარგა არ უნახავს თვალსა ჩვენსა ჰგვანდა ქვესკნელს ჩაძრომილსა ანუ ზეცად ანაფრენსა ეძებდეს და ვერ ჰპოებდეს კუალსა მისგან წანარბენსა