... (H-1128), XIX ს.

98. კუალი ძებნეს და უკვირდათ ვერ პოვნა ნაკუალევისა აგრე კვალ წმიდად წახდომა კაცისა ვითა დევისა ლაშქარნი მკუდართა ტიროდეს სწრაფა აქუთ წყლულთა ჴვევისა მეფემან ბრძანა ვნახეო მიზეზი ლხინთა ლევისა

99. ბრძანა ღ~თსა მოეწყინა აქანამდის ჩემი შვება ამად მიყო სიამისა სიმწარითა დანაღვლება სიკვდილამდის დამაწყლულა ვერვის ძალუცს განკურნება მასვე მადლი ესე იყო წადილი და მისი ნება

100. ესე თქვა და შემობრუნდა დაღრეჯილი წამოვიდა აღარცა ჰკრა ასპარეზსა ვამი ვამსა მოურთვიდა ყველაკაი მოიშალა სადაცა ვინ მხეცთა სრვიდა ზოგთა თქვეს თუ მართალია ზოგი ღ~თო უზრახვიდა

101. მეფე საწოლს შამოვიდა სევდიანი დაღრეჯილი მისგან კიდე არვინ შეჰყვა ავთანდილ უჩნს ვითა შვილი ყველაკაი გაიყარა ჯალაბი ჩანს არ დაჯრილი გაბედითდა სიხარული ჩაღანა და ჩანგი ტკბილი

102. თინათინს ესმა მამისა ეგეთი დაღრეჯილობა ადგა და კარსა მივიდა ჰქონდა მზისაცა ცილობა მოლარე იხმო უბრძანა ძილია თუ ღვიძილობა მან მოახსენა დაღრეჯით ზის სჭირსო ფერ შეცვლილობა

103. ერთიღა ახლავს ავთანდილ წინაშე უზის სკამითა უცხო ყმა ვინმე უნაჴავს ასრე დაღრეჯით ამითა თინათინ ბრძანა აწ წავალ შესლვა არს ჩემგან ჟამითა მიკითხოს ჰკადრე იყო თქო აქა ერთისა წამითა

104. ხანი გამოჰხდა იკითხა ნეტარ რასა იქს ქალიო ჩემი ლხინი და ჯავარი ჩემი სოფლისა წყალიო მოლარე ჰკადრებს მოვიდა აწაღა ფერ ნამკრთალიო დაღრეჯით გცნა და მიბრუნდა წინაშე მამავალიო

105. უბრძანა თუ წადი უხმე უმისობა ვით გავძლეო მოახსენე რად დაბრუნდი შენ მამისა სიცოცხლეო მოდი ჭმუნვა განმიქარვე გულსა წყლულსა მეწამლეო გითხრა ჩემი სამიზეზო მე თუ ლხინთა რად დავლეო

106. თინათინ ადგა მივიდა მიჰყვა მამისა ნებასა უგავს პირისა სინათლე მთვარისა მოვანებასა მამამან გვერდსა დაისვა აკოცა ნება ნებასა უბრძანა მახლავ რად არა რად მელი მოყვანებასა

107. ქალმან ჰკადრა ჴელმწიფეო დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს ვინცა გნახა კადნიერად რაზომ გინდა ამაყობდეს თქვენი აგრე დაღრეჯანი მნათობთაცა დაამხობდეს კაცმან საქმე მოიგვაროს ვეჭვ ჭმუნვასა ესე სჯობდეს

108. უბრძანა შვილო რაზომცა მჭირს საქმე სავაგლახია შენი ჭვრეტა და სიცოცხლე ლხინადვე დამისახია მამაქარვები სევდისა მართ ვითა მუფარახია ვეჭვ რა სცნა შენცა მამართლო ჩემი სულთქმა და ახია

109. უცხოსა და საკვირველსა ყმასა რასმე გარდვეკიდე მისმან შუქმან განანათლა სამყარო და ხმელთა კიდე რა უმძიმდა არ ვიცოდი ან ტიროდა ვისთვის კიდე ჩემად ნახვად არ მოვიდა გავგულისდი წავეკიდე

110. მე რა მნახა ცხენსა შეჯდა თვალთა ცრემლნი მოიხოცა შესაპყრობლად შევუზახენ სპანი სრულად დამიხოცნა ვითა ეშმა დამეკარგა არ კაცურად გარდამკოცა ჯერთცა ესე არა ვიცი ცხადი იყო თუ მეოცა

111. ტკბილნი მისნი წყალობანი ბოლოდ ასრე გამემწარნეს დამავიწყდა რაცა დღენი მხიარულსა წამეარნეს ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს ვეღარავინ მინეტარნეს სადამდისცა დღენი მესხნეს ვეღარამან გამახარნეს

112. ქალმან ჰკადრა მოგახსენებ მე სიტყვასა დანაყბედსა ჰე მეფეო რად ემდურვი ანუ ღ~თსა ანუ ბედსა რად დასწამებ სიმწარესა ყოველთათვის ტკბილად მხედსა ბოროტიცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა

113. მე ამას ვარჩევ მეფე ხარ მეფეთა ზედა მფლობელი შორს არის თქვენი სამზღვარი ბრძანება მიუთხრობელი გაგზავნე კაცნი ყოველგნით მისთა ამბავთა მცნობელი ადრე სცნობთ არის იგი ყმა შობილი თუ უშობელი

114. მოასხნეს კაცნი გაგზავნეს ოთხთავე ცისა კიდეთა უბრძანეს წადით პატიჟთა თავიმცა რად დარიდეთა მონახეთ ძებნეთ იგი ყმა სხვად ნურად მოიცლიდეთა მისწერეთ წიგნი სადაცა ვერ მისწვდეთ ვერ მიხვიდეთა

115. კაცნი წავიდეს იარეს მათ ერთი წელიწადია მონახეს ძებნეს იგი ყმა იკითხეს კულა და კულა დია ვერცა თუ ნახეს ნახული ღ~თისაგან დანაბადია ცუდად მაშვრალნი მოვიდეს მათსავე გულსა ზადია

116. მონათა ჰკადრეს მეფეო ჩვენ ხმელნი მოვიარენით მაგრამ ვერ ვჰპოვეთ იგი ყმა მით ვერა გავიხარენით მისსა მნახავსა სულდგმულსა კაცსა ვერ შევეყარენით ჩვენ ვერა გარგეთ საქმენი სხვანი რამ მოიგვარენით

117. მეფე ბრძანებს მართალ იყო ასული და ჩემი ძეო ვნახე რამე ეშმაკისა სიცუდე და სიბილწეო ჩემად მტერად წამოსრული გარდმოსული ზეცით ზეო გამიშვია შეჭირვება არა მგამა ყოლა მეო