... (H-1128), XIX ს.

20. ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა მობურთალსა მოედანი მართლად ცემა მარჯვედ ქნევა მართ აგრევე მელექსეთა ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა რა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმან ლევა

21. მაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა რა ვეღარ მიხვდეს ქართულსა დაუწყოს ლექსმან ძვირობა არ შეამოკლოს ქართული არა ქნას სიტყვა მცირობა ჴელ მარჯვედ სცემდეს ჩოგანსა იხმაროს დიდი გმირობა

22. მოშაირე არა ჰქვიან თუ სადმე თქვას ერთი ორი თავი ყოლა ნუ ჰგონია მელექსეთა კარგთა სწორი განაღა თქვას ერთი ორი უმსგავსო და შორი შორი მაგრა იტყვის ჩემი სჯობსო უცილობლობს ვითა ჯორი

23. მეორე ლექსი ცოტაი ნაწილი მოშაირეთა არ ძალუც სრულ ქმნა სიტყვათა გულისა გასაგმირეთა ვამგზავსე მშვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა დიდსა ვერ მოკულენ ხელად აქუს ხოცა ნადირთა მცირეთა

24. მესამე ლექსი კარგი არს სანადიმოდ სამღერელად სააშიკოდ სალაღობოდ ამხანაგთა სათრეველად ჩვენ მათიცა გვიამების რაცა ოდენ თქვან ნათელად მოშაირე არა ჰქვიან ვერას იტყვის ვინცა გრძელად

25. ჰხამს მელექსე ნაჭირვებსა მისსა ცუდად არ აბრკმუბდეს ერთი უჩნდეს სამიჯნურო ერთსა ვისმე აშიკობდეს ყოვლსა მისთვის ჴელოვნობდეს მას აქებდეს მას ამკობდეს მისგან კიდე ნურა უნდა მისთვის ენა მუსიკობდეს

26. ჩემი აწ სცანით ყოველმან მას ვაქებ ვინცა მიქია ესე მიჩნს დიდად სახელად არ თავი გამიქიქია იგია ჩემი სიცოცხლე უწყალო ვითა ჯიქია მისი სახელი შეფრქვევით ქვემორე მითქვამს მიქია

27. თქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა ძნელად სათქმელი საჭირო გამოსაგები ენათა იგია საქმე საზეო მამცემი აღმა ფრენათა ვინცა ეცდების თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა

28. მას ერთსა მიჯნურობასა ჭკუიანნი ვერ მიხვდებიან ენა დაშურების მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან ვთქვენ ჴელობანი ქვენანი რომელნი ჴორცთა ხვდებიან მართ მასვე ჰბაძვენ თუ ოდეს არ სიძვენ შორით ბნდებიან

29. მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა მით რომე შმაგობს მისისა ვერ მიხვდომისა წყენითა ზოგთა აქვსთ საღ~თო სიახლე დაშურების აღმა ფრენითა კულავ ზოგთა ქვე უც ბუნება კეკლუცთა ზედან ფრენითა

30. მიკვირს კაცი რად იფერებს საყვარლისა სიყვარულსა ვინცა უყუარს რად აყივნებს მისთვის მკუდარსა მისთვის წყლულსა თუ არ უყუარს რად არა სძულს რად აყივნებს რაცა სძულსა ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა გულსა

31. თუ მოყვარე მოყვრისათვის ტირს ტირილსა ემართლების სიარული მარტოობა შვენის გაჭრად დაეთვლების იგონებდეს მისგან კიდე ნურა ოდეს მოეცლების არ დააჩნდეს მიჯნურობა სჯობს თუ კაცსა იახლების

ამბავი პირველი როსტევან არაბთა მეფისა

32. იყო არაბეთს როსტევან მეფე ღ~თისაგან სვიანი მაღალი უხვი მდაბალი ლაშქარ მრავალი ყმიანი მოსამართლე და მოწყალე მორჭმული განგებიანი თვით მეომარი უებრო კულავ მოუბნარი წყლიანი

33. სხვა ძე არ ესვა მეფესა მართ ოდენ მარტო ასული სოფლისა მნათი მნათობი მზისაცა დასთა დასული მან მისთა მჭურეტთა წაუღის გული გონება და სული ბრძენი ხამს მისად მაქებრად და ენა ბევრად დასული

34. მისი სახელი თინათინ არს ესე საცოდნარია რა გაიზარდა გაივსო მისგან მზე საწუნარია მეფემან იხმნა ვაზირნი თვით ზის ლაღი და წყნარია გვერდსა დაისხა დაუწყო მათ ამო საუბაროსა

35. უბრძანა გკითხავ საქმესა ერთგან სასაუბაროსა რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს დაამჭნაროსა იგი წავა სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა მზე ჩაგვისვენდა ბნელსა ვსჭურეტთ ღამესა ჩვენ უმთვაროსა

36. მე გარდასრულვარ სიბერე მჭირს ჭირთა უფრო ძნელია დღეს არა ხვალე მოვჰკვდები სოფელი ასრე მქმნელია რაღა იგია სინათლე რასაცა ახლავს ბნელია ჩემი ძე დავსვათ ჴელმწიფედ ვისგან მზე საწუნელია

37. ვეზირთა ჰკადრეს მეფეო რად ბრძანეთ თქვენი ბერობა ვარდი თუ გახმეს ეგრეცა გუმართებს აზომცა ჯერობა მისივე მეტობს ყოველსა სული და ტურფა ფერობა მთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმა ვითამცა გკადრა მტერობა

38. მაგას ნუ ბრძანებთ მეფეო ჯერ ვარდი არ დაგჭნობია თქვენი თათბირი ავიცა სხვისა კარგისა მჯობია ხამდა განაღამცა საქნელად რაცა თქვენ გულსა გლმობია სჯობს და მას მიეც მეფობა ვისგან მზე შენაფლობია