... (H-1128), XIX ს.

39. თუცა ქალია ხელმწიფედ მართ ღ~თისა დანაბადია არ გათნევთ იცის მეფობა უთქვენოდ გვითქვამს კვლა დია შუქთა მისთაებრ საქმეცა მის მზეებრ განაცხადია ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს თუნდა ხვადია

40. ავთანდილ იყო სპასპეტი ძე ამისპასალარისა საროსა მჯობი ნაზარდი მსგავსი მზისა და მთვარისა ჯერეთ უწვერული სადარო ბროლ მინა საცნობარისა მას თინათინის შვენება კლავდის წამწამთა ჯარისა

41. გულსა მისსა მიჯნურობა მისი ჰქონდა დამალულად რა მოშორდის ვერა მჭვრეტმან ვარდი შექმნის ფერ ნაკლულად ნახის ცეცხლი გაუახლდის წყლული გახდის უფრო წყლულად საბრალოა სიყვარული კაცსა შეიქს გულ მოკლულად

42. რა მეფედ დასმა მეფემან ბრძანა მისისა ქალისა ავთანდილს მიჰხვდა სიამე ვსება სჭირს მისო ქალისა თქვა ზედა ზედა მამხუდების ნახვა მის ბროლ ფიქალისა ნუთუ ვით ვპოვო წამალი მე ჩემი ფერ გამქრქალისა

43. არაბეთს გასცა ბრძანება დიდმან არაბთა მფლობელმან თინათინ ჩემი ჴელმწიფედ დავსვი მე მისმან მშობელმან მან განანათლნეს ყოველნი ვით მზემან მანათობელმან მოდით და ნახეთ ყოველმან შემსხმელმან შემამკობელმან

44. მოვიდეს სრულნი არაბნი ჯარი განმრავლდა ხასისა ავთანდილ პირ მზე სპასპეტი ლაშქრისა ბევრ ათასისა ვეზირი სოგრატ მოახლე მეფისა დასთა დასისა მათ რომე დადგეს საჯდომი თქუჱს უთქმელია ფასისა

45. თინათინ მიჰყავს მამასა პირითა მით ნათელითა დასვა და თავსა გვირგვინი დასდგა თავისა ჴელითა მისცა სკიპტრა და შემოსა მეფეთა სამოსელითა ქალი მზებრ უჭვრეტს ყოველთა ცნობითა ზე მხედველითა

46. უკუდგეს და თაყუანი სცეს მეფემან და მისთა სპათა დალოცეს და მეფედ დასვეს ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა ბუკსა ჰკრეს და წინწილანი დაატკბობდეს ტკბილთა ხმათა ქალი ტირს და ცრემლსა აფრქუჱვს ხრის ყორნისა ბოლო ფრთათა

47. მამისა ტახტსა საჯდომად თავი არ ეღირსებოდა ამად ტირს ბაღი ვარდისა ცრემლითა აივსებოდა მეფე სწვრთის მამა ყოველი ძისაგან ითავსებოდა ამისად ქნამდის დამწველი ცეცხლი არ დამევსებოდა

48. უბრძანა ნუ სტირ ასულო ისმინე ჩემი თხრობილი დღეს შენ ჴარ მეფე არაბეთს ჩემგან ჴელმწიფედ ჴმობილი აქადგან ესე სამეფო მართ შენია მონდობილი ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა იყავ წყნარი და ცნობილი

49. ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების უხვი ახსნილსა დააბამს იგი თვით ების ვინ ების უხუად გასცემდი ზღვათაცა შესდის და გაედინების

50. მეფეთა შიგან სიუხვე ვით ედემს ალვა რგულია უხვსა მორჩილობს ყოველი იგინიც ვინ ორგულია სმა ჭამა დიდად შესარგი დება რა სავარგულია რასაცა გასცემ შენია რაც არა დაკარგულია

51. ამა მამისა სწავლასა ქალი ბრძნად მოისმინებდა ყურსა უპყრობდა ისმენდა წვრთასა არ მოიწყინებდა მეფე სმასა და მღერასა იქს მეტად მოილხინებდა თინათინ მზესა სწუნობდა მაგრამ მზე თინათინებდა

52. მოიხმო მისი გამზრდელი ერთგული ნაერთგულევი უბრძანა ჩემი საჭურჭლე შენგან დანაბეჭდულევი მომართვით ჩემი ყველაი ჩემი ნაუფლისწულევი მოართვეს გასცა უზომო უანგარიშო ულევი

53. მას დღე გასცემს ყველაკასა სივაჟისა მოგებულსა რომე სრულად ამოაგებ ს მცირესა და დიდებულსა მერმე ბრძანა ვიქ საქმესა მამისაგან სწავლებულსა ჩემსა ნუვინ ნუ დამალავს საჭურჭლესა დადებულსა

54. უბრძანა წადით გახსენით რაცა სად საჭურჭლენია ჰამილახორო მუასხი რემა ჯოგი და ცხენია მოიღეს გასცა უზომო სიუხვე არ მოსწყენია ლარსა ხვეტდიან ლაშქარნი მართ ვითა მეკობრენია

55. ალაფობდეს საჭურჭლესა მისსა ვითა ნათურქალსა მას ტაიჭსა არაბულსა ქვე ნაბამსა ნასუქარსა რომე გვანდა სიუხვითა ბუქსა ზეცით ნაბუქარსა არ დაარჩენს ცარიელსა არ ყმასა და არცა ქალსა

56. დღე ერთ გარდახდა პურობა სმა ჭამა იყო ლხილობა ნადიმად მჯდომთა ლაშქართა მუნ დიდი შემოყრილობა მეფემან თავი დაჰკიდა და ჰქონდა დაღრეჯილობა ნეტარ რა უმძიმს რა სჭირსო შექმნეს ამისი ცილობა

57. თავსა ზის პირ მზე ავთანდილ მჭვრეტთაგან მოსანდომია სპათა სპასპეტი ჩაუქი ვითა ვეფხი და ლომია ვეზირი ბერი სოგრატი თვით მასთანავე მჯდომია ჰსთქუჱს თუ რა უმძიმს მეფესა ანუ რად ფერი ჰკრთომია

58. თქუჱს თუ მეფე ცუდსა რასმე გონებასა ჩავარდნილა თვარა აქა სამძიმარი მათი ყოლე არა ქნილა ავთანდილ თქვა სოგრატ ვკითხოთ გვითხრას რაცა შეგვეცილა ვკადროთ რამე სალაღობო რასათვისმცა გაგვაწბილა