... (H-1128), XIX ს.

158. ჩემად ნაცვლად დაგაგდებო ესე სიტყვა რად მიბრძანე რაგვარა ვქნა პატრონობა რამც გიფერე რამც გიგვანე შენ მარტოსა გიგონებდე მემცა მიწა ვიაკვანე სჯობს ორნივე გავიპარნეთ წამოგყვები წამიტანე

159. ყმამან უთხრა მომისმინე მართლად გითხრობ არა ჭრელად რა მიჯნური ველთა რბოდეს მარტო უნდა გასაჭრელად მარგალიტი არვის მიხუდეს უსასყიდლოდ უვაჭრელად კაცი ცრუ და მოღალატე ჰხამს ლახვრისა დასაჭრელად

160. ვისმცა უთხარ ხვაშიადი შენგან კიდე არვინ ვარგა უშენოსა პატრონობა ვის მივანდო ვინ იქს კარგა სანაპირო გაამაგრე მტერმან ახლოს ვერ იბარგა კვლავ ნუთუმცა შემოვიქცე ღ~თნ სრულად არ დამკარგა

161. ფათერაკი სწორად მოკლავს ერთი იყოს თუნდა ასი მარტოობა ვერას მიზამს მცავს თუ ცისა ძალთა დასი აქათ სამ წელ არ მოვიდე მაშინ გმართებს გლოვა ფლასი წიგნსა მოგცემ გმორჩილობდენ ვინცა იყოს ჩემი ხასი აქა წიგნი ავთანდილისა ყმათა თანა

162. დაწერა თუ ჩემნო ყმანო გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო ერდგულნო და მისანდონო ამას ზედა გამოცდილნო თქვენ ჩემისა საწადლისა მიდგომილნო ვითა ჩრდილნო წიგნი ჩემი მოისმინეთ ყოვლნო ერთგან შემოყრილნო

163. მიწაცა თქვენი ავთანდილ ისმინეთ გიწერ მე რასა თჳთ ვიქ ჴელითა ჩემითა ამა წიგნისა წერასა ცოტასა ხანსა ვარჩივენ გაჭრა სმასა და მღერასა პურად და საჭმლად მივენდევ ჩემსა მშვილდსა და ცერასა

164. საქმე რამე მიც თავისა ზესადმე გარდსახვეწელი დავყო მარტო და ღარიბად ესე წლეული მე წელი გემუდარები ამისთვის მისმინოთ ვარ თქვენი შემომხვეწელი მე დამახვედროთ სამეფო მტერთაგან დაულეწელი

165. მე შერმადინ დამიგდია ჩემად კერძად პატრონობდეს სიკუდილსა და სიცოცხლესა სადამდისცა ჩემსა სცნობდეს ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს ვარდს ზვრიდეს არ აჭკნობდეს შემცოდესა ყველაკასა ვითა ცვილსა დაადნობდეს

166. თქვენცა იცით გამიზრდია ვითა ძმა და ვითა შვილი ამას ასრე მორჩილობდით არის ვითამც ავთანდილი ბუკსა იკრას აქნევინეთ ყოვლი საქმე ჩემგან ქნილი მე თუ დრომდის არ მოვიდე გლოვა გმართებს არ სიცილი

167. ესე წიგნი დაასრულა წყლიანმან და სიტყვა ნაზმა წელთა ოქრო შემოირტყა საღარიბოდ შეეკაზმა ბრძანა მინდორს შევჯდებიო ლაშქარიცა დაერაზმა მასვე წამსა წამოვიდა შინა ხანი არა დაზმა

168. ბრძანა წადით ყველაკაი აქა მომხრედ არვინ მინა მონებიცა მოიშორვა თავი გაითავისწინა მარტო გარე შემობრუნდა შამბი შიგან გაირბინა მიწყივ მისად საგონებლად მისი მკულელი თინათინ ა

169. იგი ველი გაირბინა ლაშქართაგან გაეკიდა ვინცა ნახა სულიერმან ანუ ვინმცა გაეკიდა ვის მახვილი ვერას ავნებს მისი მკლავი გაეკიდა მისგან ტვირთი კაეშნისა ტვირთად ვარგად აეკიდა

170. რა ლაშქართა ინადირეს და პატრონი მოითვალეს იგი პირ მზე ვეღარ ჰპოვეს პირი მათი იფერმკრთალეს მათსა დიდსა სიხარულსა სამძიმარი ანაცვალეს ყოვლგან რბოდეს საძებარად ვინცა იყო უცხენმალეს

171. ღ~თი ლომო შენად ნაცვლად სხვასა ვისმცა დანერგვიდეს დარბოდეს და სხუაგნით სხვათა მოამბეთა მოასხმიდეს ვეღარა ჰსცნეს მისი საქმე გაიარა აქათ კიდეს მისნი სპანი გულნნმოკლულნი ცრემლსა ცხელსა გარდმოყრიდეს

172. შერმადინ ერთგან შეყარნა ხასი და დიდებულები უჩვენა იგი უსტარი ანბავი მისი თქმულები რა მოისმინეს ყველაი დარჩა გულ დანაწყლულები თავსა იცემდეს არ იყო გული უცრემლო ულები

173. ყოვლთა ჰკადრეს თუცა ყოფა ჩვენ უმისოდ გვიარმისცა უშენოსა საჯდომი და ტახტი მისი ვისმცა მისცა გაღანამცა გმორჩილობდეთ თუ გვიბრძანო რაცა ვისცა იგი მონა აპატრონეს ყველაკამან თაყვანის სცა

ავთანდილისაგან ტარიელის ძებნად წასვლა

174. ამ საქმესა მემოწმების დიონოსი ბრძენი ეზროს საბრალოა ოდის ვარდი დაეთრთვილოს დაცაეზროს ვის ბალახში არა გვანდეს და ლერწამი ტანად ეზროს იგი სადმე გაღარიბდეს სამყოფთაგან იაბეზროს

175. ავთანდილ იგი მინდორი ოთხახმით გარდაიარა დააგდო მზღვარი არაბთა სხუათა მზღვართა არე იარა მაგრამ მის მზისა გაყრამან სიცოცხლე გაუზიარა თქვა თუ მე მასმცა ვიახელ აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი არა

176. ახალმან ფიფქმან დათოვა ვარდი დათრთვილა დანასა თქვის ჭირი ჩემი სოფელმან ოთხმოცდაათი ანასა მოუნდის გულსა დაცემა ზოგჯერ მიმართის დანასა მოვშორდი ლხინსა ყველასა ჩანგსა ბარბითსა დანასა