... (H-1128), XIX ს.

197. კარგი გვესმა სანადირო ნადირობად წამოვედით გვყვეს ლაშქარნი უთვალავნი წყლისა პირსა გარდავჴედით სანადირო მოგვეწონა თვესა ერთსა არ წავედით ვხოცეთ [მჴეცი] უსაზომო მინდორით და მთით და ქედით

198. ჩვენ სამთა ძმათა ჩვენთანა მესროლნი დავაწბილენით მით ერთმანერთსა სამნივე ჩვენ კიდე დავეცილენით მე უკეთ მოვკლავ მე გჯობო სიტყვანი ვავაქილენით ვერ გავაჩინეთ მართალი ვისარჩლეთ ვითაკილენით

199. დღეს ავყარენით ლაშქარნი სავსენი ირმის ტყავითა ვსთქვით გავაჩინოთ მართალი ვინ ვსჯობთ თავისა მკლავითა თავსა ვიახლნეთ მარტონი დავდგეთ თავის თავითა თჳთ დანახულსა მოვჰკლუიდეთ ნუ ვესვრით დამნახავითა

200. ჩვენ ვიახლენით სამთავე სამნივე მეაბჯრენია ლაშქართა წასულა უბრძანეთ მით არას მოაზრენია მოვინადირეთ მინდორი ისი ტყენი და ღრენია დავხოცეთ მხეცნი ფრინველი რც ზედა გარდაგვფრენია

201. ანაზდად მოყმე გამოჩნდა კუშტი პირ გამქუშავია ზედა ჰსჯდა შავსა ტაიჭსა მერანი რამე შავია თავსა და ტანსა ემოსა გარე თმა ვეფხის ტყავია ჯერ მისი მსგავსი შვენება კაცთაგან უნახავია

202. უჭურიტეთ მისთა ელვათა შუქნი ძლივ გავიცადენით ვთქვით თუ მზეაო ქვეყნად ნუ ვეუბნებით ცად ენით მისი მოგვინდა შეპყრობა ვჰკადრეთ და შევეცადენით ასრე სულთქმით და ვაებით მით ვართ ცრემლისა დადენით

203. მე უხუცესმან უმცროსსა კაცი დავსთხოვე ქენებით ჩემან შედეგმან ტაიჭი მისი თვით აქო ხსენებით ამან მართ ოდენ მორევნა გვითხრა უალეთ ჩვენებით მივმართეთ იგი აგრევე წყნარად მივა და შვენებით

204. ბროლმან ლალსა გარეულმან ვარდნი თხელნი ანატიფნა იგი ტკბილნი გონებანი ჩვენთვის მეტად გაამყიფნა არ აგვიხვნა არცა დაგვსხნა ყოლე არად ამოგვკრიფნა მისნი მკუახედ მოუბარნი მათრახითა დაგვამწიფნა

205. უმცროსსა ძმასა მივეცით უფროსსა დავეზიდენით ჴელი მოჰკიდა დადეგო ესეცა ჰკადრა კიდ ენით მან ხრმალსა ჴელი არ მიჰყო ჩვენ ამად დავერიდენით თავსა გარდაჰკრა მათრახი ვნახეთ სისხლისა კი დენით

206. მით ერთითა მათრაჴითა თავი ასრე გარდაფრიწა ვითა მკვდარი უსულო ქმნა ვითა მიწა დაამიწა მისი რასმე მკადრებელი მოამდაბლა აამიწა თვალთა წინა წაგვივიდა ლაღი კუშტი ამაყი წა

207. აღარ დაბრუნდა წავიდა წყნარად და აუჩქარებლად აგერა მივა ნახეო იგი მზეებრ და მთვარებლად შორს უჩვენებდეს ავთანდილს მტირალნი გაუხარებლად ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი მისი მის მზისა მარებლად

208. აჰა მიხვდა ავთანდილსა ღაწვთა ცრემლით არ დათოვნა რადგან ცუდად არ წაუხდა მას ეზომი გარეთ ყოვნა კაცსა მიხვდეს საწადელი რას ეძებდეს მისი პოვნა მაშინ მისგან აღარა ჰხამს გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა

209. უთხრა თუ ძმანო ვარ ვინმე ღარიბი უადგილოსა მე იმა ყმისა საძებრად მოვშორდი საგაზრდილოსა აწ თქვენგან მივხვდი საქმესა ყოლა არ საადვილოსა ღ~თიმცა ნურას ნუღარ იქმს თქვენსა დასაღრეჯილოსა

210. ვითა მე მივხვდი წადილსა ჩემის გულისა ნებასა აგრემცა ღ~თი ნურას იქს ძმისა თქვენისა ვნებასა უჩვენა მისი სადგომი მიდითო იქს ნება ნებასა ჩრდილსა გარდასვით მაშურალნი მიეცით მოსვენებასა

211. ესე უთხრა და წავიდა ცხენი გაქუსლა დეზითა ვითა გავაზი გაფრინდა არ გაშვებული ხეზითა ან მთვარე მზისა შემყრელი მზე სინათლითა ზეზითა დაივსო ცეცხლი შემწველი მისითა მან მიზეზითა

212. მიეწურა იგონებდა ახლოს შეყრა ვითა აგოს საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს ჴამს თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს არ სიწყნარე გონებისა მოიძულოს მოიძაგოს

213. რადგან ისი არის სადმე უცნობოდ და ისრე რეტად რომე კაცსა არ მიუშვებს საუბრად და მისად ჭურეტად მივეწევი შევიყრებით ერთმანერთის ცემა ჟლეტად ანუ მომკლავ ანუ მოვკლავ დავიკარგეთ მეტის მეტად

214. ავთანდილ იტყვის ეზომი ჭირნიმცა რად ვაცუდენი რაცაღა არის არა არს თუმცა არ ედგნეს ბუდენი სადაცა მივა მივიდეს რამცა მოვლიდეს ზღუდენი მუნიდგან ვძებნნე ღონენი ჩემნი არ დასამრუდენი

215. წინა უკანა იარეს ორნი დღენი და ღამენი დღისით და ღამით მაშვრალნი არ შეჭამადთა მჭამელნი არსადა ხანი არ დაჰყვეს ერთნი თვალისა წამენი მათ თვალთა ცრემლნი სდიოდა მინდორთა მოსალამენი

216. დღისით ვლეს და საღამო ჟამ გამოუჩნდეს დიდნი კლდენი კლდეთა შიგან ქვაბნი იყვნეს პირსა წყალი ჩანადენი წყლისა პირსა არ ითქმოდა შამბი იყო თუ რასდენი ხე დიდროან თვალ უწთომი მაღლა კლდემდის ანაყრდენი