... (S-5207), XIX ს.

20. კვლავ უბრძანებდეს გვიამბეთ ამბავი დანარჩომია მათ მოახსენეს პატრონო ჰინდოეთს დიდი ომია მოსულა ხათა ლაშქარი ქალაქსა შემოსდგომია რამაზ არს ვინმე ხელმწიფე მათად პატრონად მჯდომია

21. ჯერთ დედოფალი ცოცხალა მკვდართაგან უფრო მკვდარია იბრძვის ლაშქარი ჰინდოთა თუც იმედგარდამწყდარია გარეთ ციხენი წაუხვმან ყველაი გარდამხდარია მზეო თქვენ შუქნი მიჰფინეთ ჰაი რა ავი დარია

22. მუნა მყოფსა ყველაკასა შეეკერა ჩვენცა შავი რამაზს წინა გამოვედით მისრულად ვთქვით ჩვენი თავი მეფე ჩვენი დიდი არის მათ ეწადა მისი ზავი გამოგვიშვა წაედითო არა გვიყო ყოლა ავი

23. რა ტარიელს ესე ესმა მეტად ფიცხლად აიყარა ეჯი სამდღე წასავალი ერთსა დღესა წაიარა დროშა მისი აიმართა წინა არა მოიფარა აწ ნახე თუ გოლიათი გული ვითა ამაგარა

ტარიელისაგან ჰინდოეთს მისვლა და ხატაელთ დამორჩილება

24. ჰინდოეთს ზედა წაადგა მუნ მთა და დიდი ქედია აჩნდა ლაშქარი უსახო ესაკვირველა ჰე დია ტარიელ ბრძანა მოყმენო აწ თქვენგან რა იმედია ადრე მოვიცლი ჩემთაგან ღმერთი და ჩემი ბედია

25. იმა ლაშქართა უნახვან კვლავ ხრმალთა ჩემითა კვეთანი ერთხელ შემებნეს დავხოცე შევქნენ აბჯართა ფეთანი ავთანდილ ჰკადრა რად უნდა თქმანი სიტყვათა მძლეთანი მართ ვითა მტვერთა წავიხვამთ მიხვდეს ფერხითა ცვეთანი

26. დაეკაზმნეს საომარად გაამაყდეს გაჩაუქდეს ცხენთა შესხდეს უკეთესთა სახედარნი ასუბუქდეს ერთმანერთსა აჯობინეს მჭვრეტელთაგან არ გაუქდეს იგი ქედი ჩაიქროლეს ბუქისაცა უფრო ბუქდეს

27. წინ მავალნი დარაჯათა მათთა ზედა გარდეკიდეს ტარიასთა გააქცივნეს მიეწივნეს ჩამოყრიდეს მოაგებნეს მხარდაკრულნი მათ წინაშე მოასხმიდეს აიზიდნეს ვისნი ხართო ჰკითხეს ხანსა დარეზმიდეს

28. მათ მოახსენეს მეფეო ჩვენ ცუდად დაღორებულნი რამაზის ხელმწიფისანი აქა დარაჯად რებულნი უბრძანა წადით რეგვენნო თქვენ ჩვენგან გაფიცხებულნი აცნობეთ თქვენსა პატრონსა მოვლენ გულითა ქებულნი

29. უთხარით ბრძანებს ტარიელ მეფე ლაღი და ჯანია იგი ხელმწიფე მაღალი მებრძოლთა მემაჯანია ჩემსა ამბავსა გაცნევენ შენნივე დარაჯანია შიში ვერ გიხსნის სიკვდილსა ცუდნიღა დაღრეჯანია

30. დია დიდთა დამაჯნება უშმაგომან ვით გააგო ინდოეთსა ვით მოადეგ შმაგთაგანცა უფრო შმაგო აჰა მოველ იგი ცეცხლი რომე სრულად ამოგდაგო ხრმალი ჩემი მოლესული შენს ზედა დავაბლაგო

31. აწ დაემზადე მოპარვა მე თქვენი არა მწადიან შემები რაზმი გარდმაწყევ წინასვე გამიცხადიან პირ ბოზო ჩემი მორევნა რა დია დაგიქადიან მე ჩაბალახათ გახმარნე რაცა გიმუზარადიან

32. დარაჯანი წავიდეს და ერთმანერთსა მიუსწრობდეს რამაზს უთხრეს ყველაკაი დამალვასა ვერა სთმობდეს მოვიდაო ჰინდოთ მეფე ლაშქარნიცა კარგნი ყმობდეს ვინცა ვითა გარდეხვეწოს იგი ერთი ორთა სჯობდეს

33. ჰინდოთა დროშა ტარიელს აქვს და ალამი უბია დროშა არაბთა მეფისა მასსა თანავე ჰყუდია არაბთა იცის ყველამან მათი აბჯარი შუბია ფრიდონ მზე მოყმე რომელმან შექნა სისხლისა გუბია

34. ცოტაი წავლეს გმოჩნდა ხუთასი ცხენოსანანი შეტეობასა ლამობდეს ყმანი არაბთა თანანი ტარიელ გაწყრა ნუ იქთო მისცა სიტყვისა ნანანი მოვიდეს აჩნდა უაბჯროდ არცა თუ ჰქონდა დანანი

35. ცხენთა ფერხთა მოეხვია მუხლმოყრილი შეეხვეწა მოახსენა შემიბრალე მისსა ძალსა ვინცა გხვეწა უმართლე ხარ ნუ მაცოცხლებ და წამიღონ მკვდარი მე წა გული თქვენი სასაკუთრო ბედმან ასრე დამილეწა

36. დაიკარგენით წახვედით თქვენ წელნი მეათენია გახდეს მფრინველნი უმეფოდ არწივსა მოსტყდეს ფრთენია ამად შევმართენ საქმენი ჩემნი საკამათენია ადრე გამიტყდა სოფელი მართ ვითა კაბათენია

37. შინა წავიდეს გარდახდეს ეს თურე არ ლაყაბია რამაზ ყავს ორთა დედათა ყელსა მანდილი აბია შეშინებული საბრალოდ დუღდა მართ ვითა ქვაბია შეგცოდე მომკალ მე ხვალემ რამცა ვინ მიასაბია

38. ვიაჯი მომკალ მე ხვალემ ყველაი ჩემი ბრალია მერმე ვაზირი ხუთასი მყავს აქათ წაუვალია თავები დასჭერ ადინე სისხლი მართ ვითა ღვარია სპა უბრალოა ნუ დახოც ამად ვტირ გულმხურვალია