... (S-5207), XIX ს.

39. ყოვლთა მისცეს ზენაარი მიუყარნეს მუხლნი წინა ნუ დაგვხოცო მისსა ძალსა ვინცა აგრე დაგარჩინა ტარიელ დგას დაყმუნვებით რამაზ წინა მოეფინა ღმერთი ალხენს მონანულთა არ შეუნდობს კაცი ვინა

40. კაცი ცრემლითა შეინდობს თუ ცოდვა მისთანაც არსა ვით ნინეველი ისხემდეს თავსა მტვერსა და ნაცარსა ამით დაესხნეს რისხვასა ზეცით მოსრულსა ნაცარსა წაღმავე წაგრეხს სოფელი კვლა მისგან უკუ ნაცარსა

41. ბრძენმან ვინმე მოსწავლემან საკითხავი ესე ვპოვნე ესეაო მამაცისა მეტის მეტი სიგულოვნე ოდეს მტერსა მოერიო ნუღარ მოჰკლავ დაიყოვნე გინდეს სრული მამაცობა ესე სიტყვა დაიხსოვნე

42. ტარიელ მოტკბა ღმრთისავე მგზავსად იგ წარმართულია აღარ დაგხოცო უბრძანა ძლეული შიშმან თუ ლია წაღმავე წაგრეხს საქმესა რაცა უკუღმა სთულია ნაქმარი მრუდი ყველაი აწ ჩემგან გამართულია

43. თაყვანი სცეს და დალოცეს ყოველთა ხმა ერთად იერეს ღმერთსა შევედრეს ზახილით სვე მათი გააძლიერეს თავები დახსნეს სიკვდილსა სიცოცხლე ამის მიერეს ტარიას ხრმალნი ვერ დაძღეს ჯერთ ხორცი მოიმშიერეს

44. ტარიას ჭვრეტად მოსრული მუშთარი ახლოს მჭვრეტია რისხვისა ცეცხლი ტარიელს სიტკბოთა დაუშრეტია მოვიდეს ნახეს რამაზის ლაშქარი ძლივღა ეტია ჰინდოეთს ზეცით სინათლე ჩადგა მართ ვითა სვეტია

45. ერთი კაცი მათ ლაშქართა მახარობლად მიუვიდა არ დაგხოცსო შეგიწყალნა ყველაკაი დალოცვიდა ბუკსა კრეს და იხარებდეს ყველა ამას მოზრახვიდა მოვიდა იგი მოყმე რომე ერთი ბევრსა სრვიდა

46. მოეგებნიან ტარიელს შორიშორ უსალამიან შიგანთა დროშა ჰინდოთა მათ იცნეს აალამიან ვერ გამოენდვნეს ჰინდონი თქვეს თუ ღალატსა ლამიან არ მოელოდეს ტარიელს მით ცრემლი დაილამიან

47. ტარიელ მიდგა უყივლა მე მოველ მეფე თქვენიო თანა მყავს ჩემი მნათობი პირი ელვათა მფენიო ჩვენ მოგვცა მაღლით მაღალმან წყალობა მისი ზენიო გამოდით თქვენი სიშორე არს ჩემგან მოუთმენიო

48. მაშინღა იცნეს ტარიელ მათგან მი და მო სრბანია სრულად მჭვრეტელნი აივსო ზღუდე და ბანის ბანია ხმამაღლად ხმობდეს იზახდეს მოგვშორდეს სალმობანია აქამდის რისხვამაღალმან აწ მოგვცა წყალობანია

49. კარნი გაახვნეს გამოჩნდეს მოიხვნეს მათ კლიტენია ერთობ ფლასითა მოსილნი მათ მზეთა ზედ მჭვრეტენია ტირან ორნივე ქალყმანი ვარდისა ბაღსა ტენია ზახილით თავსა იგლეჯენ ყორნის თმა ბროლსა ტენია

50. ვითა გამზრდელსა მართებდა გაზრდილი აგრე ხელია რომე სდის ცრემლი თვალთაგან ცეცხლთაგან უფრო ცხელია თავსა იგლეჯს და იზახის ტირს მეტად გულფიცხელია გიშრისა ტევრსა მოფოცხდა ბროლისა საფოცხელია

51. რა ნახნა ხასნი ვაზირნი ფლასითა დამოსილნია კვლა დაიზახნა ტარიელ უფროსნი დანაკივლნია სისხლი და ცრემლი თვალთაგან სდის და მიწყობით მილნია მოვიდეს ყელსა მოეჭვდნეს ვითა ძმანი და შვილნია

52. დიდებულნი მოეხვივნეს მოუზრუნვეს მათ ცოლქმართა ქალი დაბნდა მამისათვის ტირილიცა ვერ შემართა ვარდსა რტონი ჩამოსცვივდეს ზე ვერავინ წამომართა მუნა კაცთა ვერ ნახვიდი გაცინებით მოღიმართა

53. დედოფალი გამოჭრილი მოვიდოდა მათად ნახვად უბრძანებდა რად ვინ სტირთო ესე ჰქონდა წყრომაზრახვად ღმერთმან რისხვა მოაქცია წყალობისა გამოსახვად გვმართებს რომე მადლი მივსცეთ აღარა გვცალს გლოვაახვად

54. ტარიელ ზედა მოიჭდო მხურვალთა ცრემლთა მდენელმან იტყვის თუ ცეცხლი დამევსო ცხელი აწ დამწვა მე ნელმან დადუმდი სული დაიღე ჩემგან ამისმან მსმენელმან თქვენი სიცოცხლე მალხინა ღმერთმან ობოლთა მლხენელმან

55. ქალმან დედასა შესტირნა ჰაი რაღა ვქნა დედაო შესამოსლითა დაგაგდე აწ შაოსანსა გხედაო მამამან ტახტი დასცალა არა ზის მასღა ზედაო დედამან ცრემლნი მოხოცნა ეტყვის დადუმდი ბედაო

56. გარდაუკოცნა პირი და ბაგეთა ვარდი თხელები ვარდსა დაუტყლეჟს ბაგითა გახდა ალვისა მთხელები დარეჯანს ეტყვის რაღა ვთქვათ სიტყვები ბედით ხელები ჩვენ ყოვლთა გვმართებს ნეტარძი ათასი არერთხელები

57. რა გარდახდა მცირე ხანი ჟამი იქნა გარდასრულად დიდებულნი ეთაყვანნეს ერთობილნი ადგეს სრულად იგი მზენი მიეგებნეს მოეხვივნეს გულისგულად აკოცეს და მოიკითხეს თავისთავის თვითეულად

58. ავთანდილ და ფრიდონ ჰკადრეს დედოფალსა მიმტკივნება ტარიელ თქვა დედოფალო გჭირს ამათი არამცნება ესენია მხსნელნი ჩვენნი აწ არა გვცალს გრძლად უბნება ამათგან გვაქვს ჩვენ ორთავე სიცოცხლისა მოპოვნება