... (S-5207), XIX ს.

78. ერთგან სამთავე ძმობილთა დაყვნეს ცოტანი დღენია თამაშობდიან უსახო მოუდიოდეს ძღვენია რა მარგალიტი ღარიბი რა უკეთესი ცხენია მაგრა ავთანდილს სურვილმან დაღრეჯა დააჩენია

79. ტარიელ ცნა იმა ყმასა ცოლისათვის მოესურვა უბრძანებდა გული შენი ვიცი ამად მომემდურვა აწ ვაგლახ მენ ჭირი შენი გონებამან შვიდით ურვა მოგშორდები საწუთრომან ლხინი ასრე დამიშურვა

80. კვლავ ფრიდონცა დაეთხოვა წავიდეო სახლსა ჩემსა ზედაზედა დავსტკეპნიდე დარბაზსა და ამა თემსა სამსახურსა მიბრძანებდი უხუცესი ვითა მრწემსა თქვენთვის ასრე მომსურდების წყაროსათვის ვით ირემსა

81. მასცა უბოძა ფარმანი წა სახლი მოიარეო მე ნუ გამწირავ მიახლე ადრე მობრუნდი გარეო ავთანდილს უთხრა უშენოდ რამცაღა გავიხარეო რადგან ისწრაფი რაღა ვქმნა მიგელის ლომსა მთვარეო

82. როსტანისთვის წაატანა საძღვნოდ ტურფა ჯუბაჩები კვლა ჭურჭელი თვალთა თლილთა არ კოვზები არ ჩამჩები ჩემაგიერ მიუტანე წაო ნურას მეურჩები ავთანდილ თქვა არა ვიცი მე უშენოდ ვით დავრჩები

83. ქალსა ქალმან გაუგზავნა ყაბაჩა და ერთი რიდე რომე ჩაცმა დაბურვასა ვინ ღირს იყო მათგან კიდე ერთი თვალი წამღებელმან ვერა თქვას თუ ცუდად ვზიდე ღამე მზეებრ გაანათლოს ჩნდის სადაცა შეხედვიდე

84. ავთანდილ შეჯდა წავიდა ტარიას გაესალამა იგი ორნივე გაყრისა დაწვნა ცეხლისა ალამა სრულად ჰინდონი მისტირან ცრემლმან მინდორი დალამა ავთანდილ იტყვის მომკლაო სოფლისა მე სამსალამა

85. ერთგან ფრიდონ და ავთანდილ იარნეს დღენი მცირენი გზამან გაყარნა წავიდეს თავისთავ ანატირენი კარგად მოუხდეს მათ მათნი საქმენი დანაპირენი ავთანდილ მიხვდა არაბეთს ნახნა არ ცუდნი ჭირენი

86. გამოეგებნეს არაბნი სამეფო დააშვენა მან ნახა მზე მისი მირიდა მისთა სურვილთა წყენამან მის თანა ტახტსა დავეჯდა ილხინა მჭვრეტთა ლხენამან გაახელმწიფა გვირგვინი ზეცით მოსრულმან ზენამან

87. მათ სამთავე ხელმწიფეთა ერთმანერთი არა სძულდეს ერთმანერთსა ნახვიდიან საწადელნი გაუსრულდეს ბრძანებისა შემცილენი მათთა ხრმალთა დავეწყლულდეს მოიმატეს სამეფონი გახელმწიფდეს გამორჭმულდეს

88. ფრიდონცა ესვა მოყვარედ მათ წინა მიიყვანიან ერთმანერთისა მეშველთა მებრძოლნი იმაჯანიან მათთა ურჩთა და შემკადრთა მიწები ააკვანიან ორგულთა მკლავნი შემუსრნეს ერთგულნი აგულვანიან

89. ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს ობოლქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს ავის მქმნელნი დააშინნეს კრავნი ცხვართა ვერა სწოვდეს შიგა მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს

ხვარაზმთა მეფისაგან ტარიელის ავადყოფის ცნობა და შიგა ჩამოდგომა

90. საწუთროო უხანაო სიმუხთლისა სენი გჭირსა უწინ ცათა აყვანილსა ჩააგდებვე დიდსა ჭირსა გააყვითლებ ქარვის ფერად პირველ ლალსა განაჭვირსა კარგად ვერვინ ვერა ნახავს ხანგრძლად შენგან დანაჭირსა

91. ესე ანბავი ნარჩომი მათ ლომთა მორჭმით მგონეთა გალექსვა აკლდა ხვარაზმთა მეტად ვერ მოვიგონეთა ძნელია პოვნა გული კრთა დავვარდი დავეღონეთა კვლავე ვთქვით ლექსი გავმერთე მოსმენით გაიგონეთა

92. აწ გონიერნო სიტყვანი თქვენ ჩემნი შეიწყნარენით ძველნი ნარჩმნი ამბავნი ლექსად ვთქვენ გაიხარენით სარგის დაურჩა უთქმელად მას ესე დავაბარენით ლექსნი მიქენით ამისთვის ენანი მომახმარენით

93. მორჭმულია ჰინდოთ მეფე მასზედ მტერნი არ აბუქნა მით მჭვრეტელთა დაადნობდა მოყვარულთა დაუშუქნა აწ გაიღეთ მაედანსა ბარგი მძიმე არ სუბუქნა კარავნი და კვლა ოთაღნი ხატაურნი ვინმცა უქნა

94. ბრძანებს წავალ მოსასვენოდ მოვიარო მე მინდორი. მრავლად ახლავნ ბაზიერნი და მწყაზარი თეთრი ქორი სუნღული და შავარდნები ბრუნვენ მოჰყავს ერთსა ორი ავაზები გაუშვიან დგიან მჭვრეტნი იდგის გორი

95. მით მიუთხრობს ჰინდოთ მეფე ჭირნი ამფეხვრეს ნარონები ლხინი გვმართებს აწ მორჭმულთა მოსურნალთ მოსაწონები ტახტსა ზედა ჯდა წინა უთქს ოქრო სარტყელთა მონები მუტრიბნი და მომღრალნი თამაშობენ მოგოსნები

96. ილხენდა და თამაშობდა წამწამთაგან უქრის ქარი მას ნადიმსა მჯდომსა თურემ დაესოო გულსა ნარი ჯალაბები გაიყარეს და დაახრჩვეს მაგრა კარი მანდატურნი გარ უვლიდეს ჩააყენეს მჭვრეტთა ჯარი