... (Q-930), XVII ს.

1588. კარნი: გააღეს: გამოჩნდეს: მოიხუნეს: მათ: კლიტენია: ერთობ: ფლასითა: მოსილნი: მათ: მზეთა: ზედ: მჭურეტენია: ტირან: ორნივე: ქალყმანი: ვარდისა: ბაღსა: ტენია: ზახილით: თავსა: იგლეჯენ: ყორნის: თმა: ბროლსა: ტენია:

1589. ვითა: გამზრდელსა: მართებდა: გაზრდილი: აგრე: ხელია: რომე: სდის: ცრემლი: თუალთაგან: ცეცხლთაგან: უფრო: ცხელია: თავსა: იგლეჯს: და: იზახის: ტირს: მეტად: გულფიცხელია: გიშრისა: ტევრსა: მოფოცხუდა: ბროლისა: საფოცხელია:

1590. რა: ნახნა: ხასნი: ვაზირნი: ფლასითა: დამოსილნია: კულავ: დაიზახნა: ტარიელ: უფროსი: დანაკივლნია: სისხლი: და: ცრემლი: თუალთაგან: სდის: და: მიწყობით: მილნია: მოვიდეს: ყუელას: მოეჭუდნეს: ვითა: ძმანი: და: შვილნია:

1591. დიდებულნი: მოეხუივნეს: მოუზრუნვეს: მათ: ცოლქმართა: ქალი: დაბნდა: მამისათვის: ტირილიცა: ვერ: შემართა: ვარდსა: შტონი: ჩამოსცვივდა: ზე: ვერავინ: წამომართა: მუნა: კაცთა: ვერ: ვხედვიდი: გაცინებით: მოღიმართა:

1592. დედოფალი: გამოჭრილი: მოვიდოდა: მათად: ნახვად: უბრძანებდა: რად: ვინ: სტირთო: ესე: ჰქონდა: წყრომა:ზრახვად: ღ~თნ: რისხვა: მოაქცია: წყალობისა: გამოსახვად: გუმართებს: ღ~თსა: მადლი: მივსცეთ: აღარა: გუცალს: გლოვა: ახვად:

1593. ტარიელ: ზედან: მოიჭდნა: მხურვალთა: ცრემლთა: მდენელმან: იტყუის: თუ: ცეცხლი: დამევსო: ცხელი: აწ: დამწუა: მე: ნელმან: დადუმდი: სული: დაიღე: ჩემგან: ამისმან: მსმენელმან: თქუენი: სიცოცხლე: მალხინა: ღმერთმან: ობოლთა: მლხენელმან:

1594. ქალმან: დედასა: შესტირნა: ჰაი: ჰაი: რაღა: ვქნა: დედაო: წითელ: მწვანითა: დაგაგდე: აწ: შაოსანსა: გხედაო: მამამან: ტახტი: დასცალა: არა: ზის: მასსა: ზედაო: დედამან: ცრემლნი: მოსწურნა: ეტყუის: დადუმდი: ბედაო:

1595. გარდაუკოცნა: პირი: და: ბაგეთა: ვარდი: თხელები: ვარდსა: დაუტყლეჟს: ბაგეთათ: გაჴდა: ალვისა: მთხელები: ნესტან: ჯარს: ეტყუის: რაღა: ვთქუათ: სიტყუები: ბედით: ხელები: ჩვენ: ყოვლთა: გუმართებს: ნეტარძი: ათასი: არ: ერთხელები:

1596. რა: გარდაჰჴდა: მცირე: ხანი: ჟამი: იქნა: გარდასრულად: დიდებულნი: ეთაყუანნეს: ერთობილნი: ადგეს: სრულად: იგი: მზენი: მიეგებნეს: მოეხვივნეს: გულისგულად: აკოცეს: და: მოიკითხეს: თავისთავის: თვითეულად:

1597. ავთანდილ: და: ფრიდონ: ჰკადრეს: დედოფალსა: მიმტკივნება: ტარიელ: თქუა: დედოფალო: გჭირს: ამათი: არამცნება: ესენია: მჴსნელნი: ჩუენნი: აწ: არა: გუცალს: გრძლად: უბნება: ამათგან: გუაქუს: ჩუენ: ორთავე: სიცოცხლისა: მოპოვნება:

1598. ადგა: და: ქალაქს: შევიდა: თვით: გარდაჰჴდეს: სრასა: მათსა: ერთსა: ბრძანებს: დედოფალი: მართ: სიტყუასა: ვითამ: ათსა: ამად: შევიქ: სიხარულსა: მართ: გულისა: საკამათსა: ღ~თნ: მოსრნა: მტერნი: ჩუენნი: ვერ: დავცემენ: ყოლ: შამათსა:

1599. უბრძანა: გლოვა: გახსენით: ქოსსა: წინწილსა: ჰკარითო: დიდი: ზათქი: და: ზეიმი: გავიდეს: ჩუენით: კარითო: ნახლები: თქუენი: ოქროსა: სარტყლითა: მოიკარითო: იცინოდით: და: იმღერდით: ნუ: ცრემლი: აწანწკარითო:

ქორწილი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ინდოეთს:

1600. დედოფალმან: მათ: ცოლქმართა: თვითო: ჴელი: დაუჭირა: ზედან: ტახტსა: მეფისასა: ერთგან: სხდომა: გაუპირა: მოიშორეს: კაეშანი: გული: მდედრი: აქუითკირა: გლოვა: სცვალა: სიხარულად: აღარავინ: აატირა:

1601. დედოფალმან: შეიმოსა: შავი: ძაძა: აიხადა: დიდებულთა: შესამოსი: მხიარული: დაუმზადა: ყუელაკაი: დამოსა: და: საბოძვარი: უდიადა: ბრძანა: ჭირი: დავივიწყოთ: რადგან: ლხინი: დაგვებადა:

1602. ტახტსა: ზედა: ერთად: მსხდომი: ტარიელ: და: ცოლი: მისი: გონება: და: ანუ: ენა: გამოსთქმიდა: მათმცა: ვისი: ერთმანერთსა: შეჰფერობდეს: ქალი: ყმისა: შესატყუისი: ვინმცა: ჰგუანდა: ჴორციელი: სოფელს: შვილი: ადამისი:

1603. ტარიელს: და: ცოლსა: მისსა: მიხუდა: მათი: საწადელი: შვიდი: ტახტი: საჴელმწიფო: საშვებელი: გაუცდელი: მათ: პატიჟთა: დაავიწყებს: ლხინი: ესე: აწინდელი: ყოლე: ლხინთა: ვერ: იამებს: კაცი: ჭირთა: გარდუჴდელი:

1604. თვით: ორნივე: ერთგან: მსხდომნი: ნახნეთ: მზეცა: ვერა: სჯობდეს: ბუკსა: ჰკრეს: და: მეფედ: დასვეს: ქოსნი: ჴმათა: დაატკბობდეს: მისცე: კლიტე: საჭურჭლეთა: თავთა: მათთა: მიანდობდეს: ესეაო: მეფე: ჩვენი: იზახდიან: ამას: ჴმობდეს:

1605. ავთანდილ: და: ფრიდონისთუის: ორნი: ტახტნი: დაამზადნეს: ზედან: დასხდეს: ჴელმწიფურად: დიდებანი: უდიადნეს: ღთ~ნ: სხუანი: ჴორციელნი: მათებრნიღა: რად: დაბადნეს: ამბობდიან: ჭირთა: მათთა: ყუელაკასა: გაუცხადნეს:

1606. სმა: პურობა: გახარება: ქნეს: ჯალაბი: გაადიდეს: ვითარიცა: ქორწილობა: ჴამს: ეგეთსა: გარდიჴდიდეს: მათ: ორთავე: თავისთავის: ძღუენსა: სწორად: მიართმიდეს: გლახაკთათვის: საბოძვარსა: საჭურჭლესა: ერთგან: ყრიდეს: