... (Q-930), XVII ს.

1665. არაბთ: მეფე: მორჭმულია: იყო: მცილე: მისი: ვინა: იმღერა: და: იხარებდა: მოგოსნები: უსხდა: წინა: ჩანგთა: ჰკრიან: აწყობდიან: პირმთუარენი: ვართ: და: მინა: გავიდის: და: ნადირობდის: კულავ: მობრუნდეს: იყუის: შინა:

1666. იბურთეს: და: ინადირეს: და: თინათინს: თანა: დაჯდის: ეს: სოფელი: იამოვნის: საწუთროსა: დაუწყნარდის: ყელსა: ბროლსა: შუენებანი: მას: ელვანი: გარ: უვარდის: ერთგან: სხდიან: ტახტსა: ზედან: მათ: ბაგეთათ: ვარდი: ვარდის:

1667. რა: აწ: ფრიდონ: ავთანდილს: ესმა: ეს: საწყინარია: ცნობას: შინა: ლახურად: ეცა: მართ: დაესო: აწვე: ნარი: თქუეს: გავჴედით: საწუთროსა: არას: კარგასა: მოუბნარი: აქანამდის: მხიარულნი: ვტირთ: აღარას: მოცინარი:

1668. თუითო: კაცი: ერთმანერთსა: გაუგზავნეს: არ: დავსწბეთა: ინდოთა: და: ტარიელის: საქმისათუის: გვინდა: ფეთა: პაემანი: შეუკუეთეს: დროთა: ხანთა: არ: დავსცდეთა: ერთმანერთის: ნახვისა: და: შველისათვის: მოსწრაფეთა:

1669. ოცდა: ათსა: დღესა: შიგან: ორნივ: სწორად: გაემართნეს: არაბთა: და: თურქთ: მეფესა: პირი: მზეებრ: ეწაღმართნეს: მუნ: დროშანი: ვერ: დავსთვალენ: რომე: იმათ: აემართნეს: ვით: დავწეროთ: თუ: ხვარაზმშას: რა: საქმენი: დაემართნეს:

1670. მათ: ორთავე: ჴელმწიფეთა: უთვალავი: სპა: იახლა: უმრავლესი: დროშა: იყო: რომ: ალამი: აენახლა: ამოსწყუეტენ: მბრძოლთა: მათთა: არ: ტკბილად: ვინ: დაემზახლა: მათი: მბრძონლი: ხვარაზმელნი: ვერვინ: სად: ვინ: დაესახლა:

1671. გაემართნეს: ინდოეთსა: ნავითა: სამენაოთა: გზა: გზა: ჰკაზმიდეს: აბჯართა: ხვარაზმთა: საბრუნაოთა: სწრაფით: დალევდეს: შარათა: სანაო: არ: სანაოთა: ხუარაზმელთასა: დასთხრიდეს: საფლავთა: საზრუნაოთა:

1672. მათ: ორთავე: ჴელმწიფეთა: სრულად: მათთა: სამეფოთა: აქიმები: დაარჩივეს: თემთა: კარგთა: სამყოფოთა: წამოვიდეს: რაზმ: წყობილნი: გზათა: ლევენ: სასწრაფოთა: მიზახდეს: ჴმასა: მაღლად: საბუკ: ტაბლაკ: სადაფოთა:

1673. გამოვლნეს: ზღვანი: მოვიდეს: ხმელეთსა: ტარიელისას: ნახეს: სენთაგან: დაცემით: ტარიელ: მგზავსი: ბერისა: ორთა: სენთაგან: ჩიოდა: მტირალი: მოამბე: რისა: თქუა: გახდა: თემი: ინდოთა: სისხლთაგან: მონატბერისა:

1674. ნესტანდარეჯან: ტან: სარო: აწ: აღარ: იყო: ალალი: სისხლის: ცრემლითა: მტირალი: უბნობდა: ვითამც: ალალი: ზურგთა: მოტეხით: აქუს: მას: სევდა: ღაწვი: აღარ: სჭვირს: ალალი: თქუა: იყო: ჩუენთუის: ხუარაზმშა: მწყერთათუის: ვითამც: ალალი:

1675. წინ: მოეგება: მტირალი: პირითა: მილეულითა: აღარ: მთუარულად: სავსითა: არ: ნათლად: დილეულითა: მართ: ვითა: ძლივღა: ცოცხალი: სახითა: მისეულითა: თაყუანისსცემდეს: იგ: გმირნი: წესითა: დარჩეულითა:

1676. თაყუანისცეს: უსალამეს: მოიკითხეს: ერთმანერთი: მერმე: ჰკითხეს: ვით: არისო: ლომი: გმირთა: შენაერთი: მან: პირმზემან: წვრილად: ჰკადრა: სენი: სჭირსო: ყოლ: არ: ერთი: მისის: ასრე: ყოფისათვის: შეგუარისხეს: ზედათ: ღმერთი:

1677. მოიტირს: მათ: ლომ: კაცთა: ტარიელის: სნეულება: მერმე: უმძიმს: ინდო: სპათა: ტარიელის: ძლეულება: ტარიელის: ნახვა: სწრაფით: უნდა: ვით: არს: ჩუეულება: ნახეს: მჭლედ: და: ფერმიჴდილად: გულსა: სჭირდა: დაწყლულება:

1678. ტარიელ: ძმათა: უჩივის: სენი: დამერთო: მტერულად: დღესა: ერთსა: ნადირობით: მოვიდოდი: მხიარულად: სმად: დავჯე: და: ვიხარებდი: ვარდი: არ: ვქენ: დანასრულად: მართ: ანაზდათ: მომივიდა: სევდამ: მოკლა: გული: სრულად:

1679. ესმა: ხუარაზმთა: მფლობელსა: იგი: დამერთო: მე: ზედა: ინდონი: ჩემნი: შეებნეს: მთუარე: დაბნელდა: და: მზედა: ქუეყანა: ასრე: ასწყუიტა: სისხლი: იკითხა: ჩემზედა: მე: ასრე: ვიყავ: მკლავთაგან: ვერ: მოვიხმარენ: მტერზედა:

1680. ვით: დავსწერო: ვით: ეწყინა: ეს: ამბავი: მათ: მეფეთა: მათ: მეფეთა: ტარიელის: შველისათვის: მისწრაფეთა: ცრემლით: ფიცვენ: ხუარაზმელთა: ვადენთ: სისხლსა: მომჩქეფეთა: ხუარაზმს: მივალთ: მოვიმაღლებთ: მკლავ: მაგარნი: სიხაფეთა:

1681. მოასხეს: ზედ: დააყენეს: აქიმნი: ჴელოვნებულნი: ფიცვდენ: ადრე: გკურნებთო: ამათ: ვართ: იმედებულნი: მოვიდეს: სპანი: ინდონი: ხანსა: არა: დაყოვნებულნი: წავლენ: ფრიდონ: და: ავთანდილ: მტერზედა: გამარჯვებულნი:

1682. სამთა: მეფეთა: დროშები: მუნ: სამგან: ამართულნია: ხუარაზმს: მიდიან: სასწრაფოდ: არ: წყნარად: გამართულნია: სხუათა: მრავალთა: თავადთა: ნიშანი: წარმართულნია: მე: ვერ: დავსწერე: ამბავი: ჩემგან: ძნელ: შემართულნია:

1683. გაემართნენ: სამესისხლოდ: ხუარაზმს: მივლენ: გმირნი: ესე: ზღვართა: მათთა: არ: მივიდეს: ღაზოდ: იყუნეს: სისხლთა: მთესე: მივიდეს: და: აწ: ამათ: უყუეს: პირველ: მათგან: დანაწესე: ჰხოცენ: სწუენ: და: აოჴრებენ: მიუბრუნვეს: რისხვა: ზესე:

1684. ხვარზშას: ესმა: ამბავი: მოსვლა: ინდოთა: რაზმისა: კულავ: შველად: ხლება: ფრიდონის: ავთანდილ: მძლედ: ნაკაზმისა: იგი: აჩქარდა: ჴმობა: თქუა: სპისა: მის: ხუარაზაზმისა: წრაფით: მივიდეს: ვერ: ვთქუით: ზრახვა: შინ: ხანსა: დაზმისა: