... (Q-930), XVII ს.

1530. ერთმანერთისა: გაყრილნი: ქალნი: ორნივე: დობილნი: ერთმანერთისა: დადფიცნი: სიტყუისა: გამონდობილნი: მკერდითა: მკერდსა: შეკრულნი: ყელისა: გარდაჭდობილნი: ტიროდეს: მათთა: მჭურეტელთა: გულნიცა: ესხნეს: წდობილნი:

1531. მთვარე: ცისკრისა: ნიავსა: რა: თანა: შეესწოროსა: ორნივე: სწორად: ნათობენ: მოშორდეს: მოეშოროსა: არა: თუ: იგი: მოშორდეს: მართ: ცამან: მოაშოროსა: მათდა: საჭურეტლად: მჭურეტელმან: ჴამს: თავი: იქედგოროსა:

1532. მათდავე: სახედ: რომელსა: ესენი: დაუბადიან: იგივე: [..................................]თუ: ნებით: სწადიან: ვარდსა: სწებვენ: და: აპობენ: ტირან: და: ცრემლნი: ჩასდიან: მათთა: გამყრელთა[...........................]სიცოცხლე: არ: იქადიან:

1533. ნესტანდარეჯან: იტყუის: ნეტამც: ყოლე: არ: შემოგცნებოდი: მზისა: გამყრელი: გაყრითა: აწ: ასრე: არ: დავდნებოდი: ამბავსა: სცნევდი: მამცნევდი: წიგნითა: მეუბნებოდი: ვითა: შენთუის: დამწვარვარ: აგრე: შენ: ჩემთვის: კუდებოდი:

1534. თინათინ: უთხრა: ჰე: მზეო: შენთა: მჭურეტელთა: ლხინებო: რამცა: გაგწირე: თუ: ვითა: გაყრასა: მოვითმინებო: ღ~თისაგან: დღეთა: თხოვისა: ნაცულად: სიკუდილი: ვინებო: აგრემცა: მივი: რაზომსა: მე: ცრემლსა: დავიდინებო:

1535. კულავ: აკოცეს: ერთმანერთსა: გაიყარნეს: იგი: ქალნი: ქუე: დამდგომმან: წამავალსა: ვერ: მოსწყვიტნა: ყოლე: თვალნი: იგი: უჭურეტს: უკუღმავე: ედებოდეს: ამით: ალნი: რომე: მწადდეს: ვერ: დავსწერენ: მე: სიტყუანი: ნაათალნი:

1536. როსტან: მათითა: გაყრითა: ხელთაგან: უფრო: ხელდების: ათასჯერ: იტყუის: ვაგლახსა: არ: სულთქმა: უერთხელდების: ცხელი: სდის: წყარო: ცრემლისა: მართ: ვითა: ქუაბი: ცხელდების: ტარიელ: არის: დაღრეჯით[ ..................]დების: თხელდების:

1537. ტარიელს: ვარდსა: დაუტყლეჟს: მეფე: ხვევნით: და: კოცებით: იტყუის: თუ: თქვენი: სიახლე: მიჩს: აქამდისცა: ოცებით: რადგან: მოგშორდი: დავრჩები: პატიჟთა: გაასოცებით: შენგან: მოგვეცა: სიცოცხლე: შენგანვე: დავიჴოცებით:

1538. ტარიელ: შეჯდა: მეფისა: გამყრელი: გამომსალამე: სრულად: ლაშქართა: სდიოდა: ცრემლი: მინდორთა: სალამე: მზე: შენ: გელმისო: საომრად: და: თავი: შენ: მას: ალამე: უბრძანა: თქუენთუის: მტირალსა: ყოლა: არ: მიჩნდეს: სალა: მე:

1539. გაემართნეს: და: წავიდეს: დია: სპითა: და: ბარგითა: ტარიელ: ფრიდონ: ავთანდილ: თავითა: მეტად: კარგითა: კაცი: ორმოცი: ათასი: ჰყავს: ცხენებითა: ვარგითა: მივლენ: სამნივე: გულითა: ერთმანერთისა: მარგითა:

1540. სამ: თვე: ვლეს: ღთ~ნ: მათებრ: სხუა: ნურა: ნუ: დაბადოსა: [........................................................] ვერავინ: დაიქადოსა: მინდორსა: შიგან: სადილად: გარდაჴდეს: უდელადოსა: ვითა: მართებდათ: პურობდეს: ღვინოსა: სმიდეს: არ: დოსა:

ტარიელისაგან ინდოთა მეფისა სიკვდილის ცნობა:

1541. ქედსა: ზედა: გარდამოდგა: მეტად: დიდი: ქარავანი: კაცები: და: საჴედრები: ერთობ: იყო: შაოსანი: გარეშემო: მოეკვეცნეს: უკანამო: დალალანი: მეფე: ბრძანებს: მოასხითო: ჩვენ: დავჰყოვნოთ: აქა: ხანი:

1542. მოასხნეს: იგი: ვაჭარნი: და: მათი: უხუცესია: უბრძანა: ვინ: ხართ: შავითა: რად: ტანნი: შეგიბლესია: მათ: მოახსენესსით: მოვალთ: იქ: ასრე: დანაწესია: ინდოეთს: ნისრით: მოსრულთა: გუივლია: გზა: უგრძესია:

1543. გაეხარნეს: მათ: ვაჭართა: ინდოეთით: მომავლობა: მაგრამ: თავი: უმეცარ: ყუეს: არა: მისცეს: ყოლა: გრძნობა: უცხოურად: ეუბნების: მათ: ვერა: ცნეს: მათი: ცნობა: არ: ესმოდა: ინდოური: არაბულად: ქნეს: უბნობა:

1544. უბრძანეს: გუითხარ: ვაჭარნო: ამბავი: ინდოეთისა: მათ: მოახსენეს: მოსრულა: ინდოეთს: რისხუა: ზეცისა: დიდსა: და: წურილსა: ყუელასა: ცრემლი: სდის: მსგავსი: წუეთისა: მუნ: შიგან: მყოფსა: ბრძენსაცა: ცნობა: აქვს: ვითა: შეთისა:

1545. თვით: მათვე: მათსა: ამბავსა: უამბობს: არის: წყლიანი: ფარსადან: მეფე: ინდოთა: იყო: ჴელმწიფე: სვიანი: მას: ესვა: ქალი: მნათობი: მზისაცა: უფრო: მზიანი: კბილ: მარგალიტი: ტან: ალვა: ღაწუ: ბადახშ: ყორან: თმიანი:

1546. მას: ქალსა: და: ამირბარსა: ერთმანერთი: შეუყვარდა: ამირბარმან: სიძე: მოკლა: ჴმა: მეფესა: დაუვარდა: იგი: ქალი: პატარაი: მამის: დასა: გაეზარდა: ბუქთა: მისგან: მონაქროლთა: ჰინდოეთი: გარდაჰქარდა:

1547. მამიდაი: ქაჯი: იყო: გრძნეულობა: იცის: კარგა: მით: შემართა: საშინელი: მზე: ჴმელეთსა: დაუკარგა: თვითცა: მოკუდა: უბედური: მართ: სიცოცხლოდ: არას: ვარგა: იგი: მთვარე: დაიკარგა: ალვა: მორჩი: სხუაგან: დარგა:

1548. ცნა: ამირბარმან: გაიჭრა: ლომი: მის: მზისა: მძებნელად: იგიც: წაჴდა: ინდოეთს: გაჴდა: მთუარე: და: მზე: ბნელად: ორნივე: წაჴდეს: პოვნაღა: მათი: არს: აწ: საგებნელად: მეფემან: ბრძანა: ჰე: ღ~თო: რად: ცეცხლსა: მომიდებ: ნელად: