... (Q-930), XVII ს.

1491. ფრიდონ: შეჯდა: ავთანდილის: მახარობლად: გაექანა: ასდენ: დიდი: სიხარული: გაეხარნენ: მასმცა: განა: მოვიდა: და: წამოუძღვა: მოიყუანა: მოჰყუა: თანა: მაგრა: ირცხუის: მეფისაგან: შუქი: ბნელად: მოევანა:

1492. მეფე: ადგა: მოეგება: ყმა: გარდაჴდა: რა: მივიდა: ჴელთა: ჰქონდა: ჴელმანდილი: პირსა: მითა: იფარვიდა: მზე: ღრუბელსა: მოჰფარვოდა: ქუშდებოდა: ვარდსა: ზრვიდა: მაგრა: მისსა: შვენებასა: რამცა: ვითა: დაჰფარვიდა:

1493. მეფე: კოცნასა: ლამობდა: აღარა: ცრემლნი: სდენიან: ავთანდილ: ფერჴთა: ეხუევის: შუქნი: ქუე: დაუფენიან: უბრძანა: აგრე: ნუ: ირცხვი: შენ: ზნენი: გამოგჩენიან: რადგან: მერჩიო: ნუ: მერცხუი: გაე: რასაღა: გრცხუენიან:

1494. მოეხუია: გარდაჰკოცნა: მან: პირისა: არემარე: დამივსეო: ცეცხლი: ცხელი: მაგრა: წყალი: არე: მარე: ვინ: გიშერი: დააჯოგა: და: წამწმისა: არემა: რე: გუალე: შეგყრი: ლომო: მზესა: თავი: მისკენ: არე: მარე:

1495. მეფე: ყელსა: ეხუეოდა: მას: ლომსა: და: ვითა: გმირსა: ახლოს: უზის: ეუბნების: აკოცებს: და: უჭურეტს: პირსა: იგი: მზეა: ჴელმწიფობა: ასრე: მიხვდა: ვითა: ღირსა: მაშინ: ლხინი: ამო: არის: რა: გარდიჴდის: კაცი: ჭირსა:

1496. ყმა: მეფესა: მოახსენებს: მიკვირს: სხვასა: რად: რას: ბრძანებ: რად: არ: გინდა: ნახვა: მზისა: ანუ: რადღა: აგვიანებ: მიეგებვი: მხიარული: სახლსა: თქუენსა: მოიყვანებ: [.............]მოს[.....]ქთა: მისთა: ნათლად: გარე: მოივანებ:

1497. ტარიელსცა: მოახსენა: შესხდეს: ქალსა: მიეგებნეს: მათ: სამთავე: გოლიათთა: მზისა: ფერად: ღაწვნი: ღებნეს: მიხვდეს: მათსა: საწადელსა: იგი: პოვეს: რაცა: ძებნეს: ჴელი: ჴადეს: ჴმალთა: მათთა: არა: ცუდად: წელთა: ებნეს:

1498. მეფემან: ქალს: უსალამა: მან: შორით: გარდახდომილმან: დაუყუნა: თვალნი: ელვამან: მისთა: ღაწვთაგან: კრთომილმან: გამოეგება: აკოცა: კუბოსა: შიგან: მჯდომილმან: დაუწყო: ქება: მეფემან: თვით: ვერას: ვერ: მიხვდომილმან:

1499. ეტყუის: მზეო: ვითა: გაქო: ნათელო: და: დარიანო: შენთვის: ჴელნი: გონებანი: არა: ცუდად: არიანო: მზიანო: და: მთვარიანო: ეტლად: რაო: და: რიანო: თქუენ: საჭურეტლად: აღარ: მინდით: არ: ვარდნო: და: არ: იანო:

1500. გაჰკუირდეს: ყოვლნი: მხედველნი: მისთა: ელვათა: ფენასა: ვით: მზემან: დაჰყუნა: მჭვრეტელთა: თვალნი: ნათლისა: ჩენასა: სითცა: გამოჩნდის: იქმოდეს: ჯარნი: მუნითკენ: რბენასა: მისგან: დამწვარნი: მისცნიან: ჭვრეტნი: გულთა: ლხენასა:

1501. შინა: წავიდეს: ყველანი: შინა: თავისა: მარებად: გუანდეს: შვიდნივე: მნათობნი: მის: მზისა: დასადარებად: არ: მიიხდომვის: სიტურფე: არს: მათგან: მიუხუდარებად: ადრე: მივიდნეს: მეფისა: სახლად: სამყოფად: არებად:

1502. შევიდნეს: ნახეს: თინათინ: მჭურეტთა: მიმცემი: ჭირისა: სკიპტროსან: გუირგუინოსანსა: შვენოდა: ცმა: პორფირისა: მისვლითა: პირსა: შეადგა: ელვა: მისისა: პირისა: შევიდა: მეფე: ინდოთა: იგი: მზე: მგზავსი: გმირისა:

1503. ტარიელ: და: ცოლმან: მისმან: ქალსა: მდაბლად: უსალამეს: მოეგება: აკოცეს: და: საუბარი: დააამეს: იგი: სახლი: გაანათლეს: არ: ნათელი: შეაღამეს: ბროლ: ბალახში: გააღაწვეს: და: გიშერი: აწამწამეს:

1504. თინათინ: მაზედა: აწუივნა: ზედან: მეფეთა: ზეთასა: ტარიელ: უთხრა: შენ: დაჯე: სწადია: ბრჭესა: ბრჭეთასა: დღეს: ტახტი: შენი: შენ: გმართებს: მეტად: ყოველთა: დღეთასა: მე: ლომი: ლომთა: დაგისვამ: გვერდსა: შენ: მზესა: მზეთასა:

1505. ორთავე: ჴელი: მოჰკიდეს: და: დასვეს: ტახტსა: თავისსა: გუერცა: დაუსვეს: ავთანდილ: სურვილსა: მოეკლა: ვისსა: უნახავსა: და: ნახულსა: სჯობს: ყოვლსა: სანახავისსა: ნუ: ეჭუთ: მიჯნურად: მათებრსა: ნუმცა: თუ: რამინს: და: ვისსა:

1506. ქალსა: შესწბა: გაუკუირდა: ავთანდილის: გვერდსა: ჯდომა: ფერი: ჰკრთა: და: გაუფიცხა: შე: და: გამო: გულმან: კრთომა: მეფე: ეტყუის: შვილნო: ჩემგან: გაქუს: სირცხუილი: თუ: რა: ზომა: ბრძენთა: უთქუამს: სიყუარული: ბოლოდ: მისი: არ: წახდომა:

1507. აწ: შვილო: ღ~თნ: თქუენ: მოგცეს: ათას: წელ: დღეთა: გრძელობა: სვე: სვიანობა: დიდობა: კულა: ჭირთა: გარდუხდელობა: ცამცა: ნუ: შეგცვლის: მოგხუდების: თვით: მისებრ: შეუცვლელობა: თქუენის: ჴელითა: მეღირსოს: მიწათა: შემომყრელობა:

1508. მართ: მეფემან: სპათა: ბრძანა: ავთანდილის: თაყუანება: ესეაო[......]უენი: ასრე: იქნა: ღ~თისა: ნება: დღეს: ამას: აქუს: ტახტი: ჩემი: მე: სიბერე: ვითა: სნება: ჩემად: სწორად: მსახურებდით: დაიჭირეთ: ჩემი: ცნება:

1509. ლაშქარნი: და: დიდებულნი: დადრკეს: მდაბლად: ეთაყუანნეს: მოახსენეს: მიწად: ვექმენით: ვინცა: მიწად: მიგვიყვანნეს: მორჩილ: ქმნილნი: დაგუადიდნეს: ურჩნი: მკუდართა: დაგვაგვანნეს: მტერთა: გული: შეძრწუნეს: გულნი: ჩვენნი: აგულვანნეს:

1510. ტარიელცა: უთხრა: ქებით: იმედისა: გადიდება: ქალსა: ეტყუის: შემიყრიხართ: აღარა: გწვავს: ცეცხლთა: დება: ქმარი: შენი: ძმა: ჩემია: მწადს: ეგრევე: თქუენი: დება: ორგულთა: და: შემცილეთა: შენთა: მე: ვქნა: გაფლიდება: