... (Q-930), XVII ს.

1568. უთხარით: ბრძანებს: ტარიელ: მეფე: ლაღი: და: ჯანია: იგი: ჴელმწიფე: მაღალი: მებრძოლთა: მემაჯანია: ჩემსა: ამბავსა: გაცნევენ: შენნივე: დარაჯანია: შიში: ვერ: გიჴსნის: სიკუდილსა: ცუდნიღა: დაღრეჯანია:

1569. დია: დიდთა: დამაჯნება: უშმაგომან: ვით: გააგო: ინდოეთსა: ვით: მოადეგ: შმაგთაგანცა: უფრო: შმაგო: აჰა: მოველ: იგი: ცეცხლი: რომე: სრულად: ამოგდაგო: ჴრმალი: ჩემი: მოლესული: შენს: ზედა: დავაბლაგო:

1570. აწ: დაემზადე: მოპარვა: მე: თქუენი: არა: მწადია: შემები: რაზმი: დამიწყევ: პირველვე: გამიცხადია: პირ: ბოზო: ჩემი: მორევნა: რა: დიდი: დამოქადია: მე: ჩაბალახად: გახმარნე: რაცა: გიმუზარადია:

1571. დარაჯანი: წავიდეს: და: ერთმანერთსა: მიუსწრობდეს: რამაზს: ჰკადრეს: ყუელაკაი: დამალვასა: ვერა: სთმობდეს: მოვიდაო: ინდოთ: მეფე: ლაშქარნიცა: კარგნი: ჰყუანდეს: ვინცა: ვითა: გარდეხვეწოს: იგი: ერთი: ორთა: სჯობდეს:

1572. ი[............................................]ქუს: და: ალამი: უბია: დროშა: არაბთა: მეფისა: მასსა: თანავე: ჰყუდია: არაბმან: იცის: ყუელამან: მათი: აბჯარი: შუბია: ფრიდონ: მზე: მოყმე: რომელმან: შექნა: სისხლისა: გუბია:

1573. ცოტაი: წავლეს: გმოჩნდა: ხუთასი: ცხენოსანანი: შეტევებასა: ლამობდეს: ყმანი: არაბთა: თანანი: ტარიელ: ეტყუის: ნუ: იქთო: მისცა: სიტყვისა: ნანანი: მოვიდეს: აჩნდა: უაბჯროდ: ჰქონდეს: არცათუ: დანანი:

1574. ცხენის: ფერჴთა: მოეხვია: მუჴლმოყრილი: შეეხვეწა: მოახსენა: შემიბრალე: მისსა: ძალსა: ვინცა: გხუეწა: ნუ: მაცოცხლებ: ნუ: დამარჩენ: და: წამიღონ: მკუდარი: მე: წა: თქუენი: გული: სასაკუთრო: ბედმან: ასრე: დამილეწა:

1575. წახვედით: დაიკარგენით: თქუენ: წელნი: მეათენია: გაჴდა: მფრინველნი: უმეფოდ: არწივსა: მოსტყდეს: ფრთანია: ამად: შევმართე: საქმენი: ჩემნი: საკამათენია: ადრე: გამიტყდა: სოფელი: მართ: ვითა: კაბათენია:

1576. შინა: წავიდეს: გარდაჴდეს: ეს: თურე: არ: ლაყაბია: რამაზ: ჰყუა: ორთა: დედათა: ყელსა: მანდილი: აბია: შეშინებული: საბრალოდ: დუღდა: მართ: ვითა: ქუაბია: მართალ: ხართ: მომკალ: მე: ხუალემ: რამცა: ვინ: მეასაბია:

1577. ვიაჯი: მამკალ: მე: ხოლე: ყუელაი: ჩემი: ბრალია: მერმე: ვაზირი: ხუთასი: მყავს: აქათ: წაუვალია: თავები: დასჭერ: ადინე: სისხლი: მართ: ვითა: ღვარია: სპა: უბრალოა: ნუ: დაჰხოც: ამად: ვტირ: გულმხურვალია:

1578. ყოვლთა: მისცეს: ზენაარი: მიუყარნეს: მუჴლნი: წინა: ნუ: დაგვხოცო: მისსა: ძალსა: ვინცა: აგრე: დაგარჩინა: ტარიელ: დგას: დაყმუნვებით: რამაზ: წინა: დაეფინა: ღ~თი: ალხენს: შეხვეწილსა: არ: შეუნდობს: კაცი: ვინა:

1579. კაცი: ცრემლითა: შეინდობს: თუ: ცოდვა: მისთანაც: არსა: ვით: ნინეველი: ისხემდეს: თავსა: მტუერსა: და: ნაცარსა: ამით: დაესჴნეს: რისხუასა: ზეცით: მოსრულსა: ნაცარსა: წაღმავე: წაგრეხს: სოფელსა: კულა: მისგან: უკუ: ნაცარსა:

1580. ბრძენმან: ვინმე: სასწავლელად: საკითხავი: ესე: ვჰპოვნე: ესეაო: მამაცისა: მეტის: მეტი: სიგულოვნე: ოდეს: მტერსა: მოერიო: ნუღარ: მოჰკლავ: დაიყოვნე: გინდეს: სრული: გამარჯვება: ესე: სიტყუა: დაიჴსოვნე:

1581. ტარიელ: მოტკბა: ღმრთისავე: მსგავსად: იგ: წარმართულია: აღარ: დაგჴოცო: უბრძანა: ძლეული: შიშმან: თუ: ლია: წაღმავე: წაგრეხს: საქმესა: არცა: უკუღმა: სთულია: ნაქმარი: მრუდი: ყუელაი: აწ: ჩემგან: გამართულია:

1582. თაყუანი: სცეს: და: დალოცეს: ყოველთა: ჴმა: ერთად: იერეს: ღ~თსა: შევედრეს: ზახილით: სვე: მათი: გააძლიერეს: თავები: დახსნეს: სიკუდილსა: სიცოცხლე: ამის: მიერეს: ტარიას: ჴმალნი: ვერ: დაძღეს: ჯერთ: ჴორცი: მოიმშიერეს:

1583. ტარიას: ახლავს: მუშთარი: მოსული: ახლოს: მჭურეტია: რისხვისა: ცეცხლი: ტარიელს: სიტკბოთა: დაუშრეტია: მოვიდეს: ნახეს: რამაზის: ლაშქარი: ძლივღა: ეტია: ინდოეთს: ზეცით: სინათლე: ჩადგა: მართ: ვითა: სვეტია:

1584. ერთი: კაცი: მახარობლად: მათ: ლაშქართა: მიუვიდა: არ: დაგჴოცსო: შეგიწყალნა: ყუელაკაი: დალოცვიდა: ბუკსა: ჰკრეს: და: იხარებდეს: ყუელა: ამას: მოზრახვიდა: მოვიდა: იგი: მოყმე: რომე: ერთი: ბევრთა: სრვიდა:

1585. მოეგებნიან: ტარიელს: შორიშორ: უსალამიან: შიგანთა: დროშა: ინდოთა: მათად: სცნეს: აალამიან: ვერ: გამოენდვნეს: ინდონი: თქუეს: თუ: ღალატსა: ლამიან: არ: მოელოდეს: ტარიელს: მით: ცრემლი: დაილამიან:

1586. ტარიელ: მიდგა: უყივლა: მე: მოველ: მეფე: თქუენიო: თანა: მყავს: ჩემი: მნათობი: პირი: ელვათა: მფენიო: ჩუენ: მოგვცა: მაღლით: მაღალმან: აწაღა: ორბის: ფთენია: გამოდით: თქუენი: სიშორე: არს: ჩემგან: მოუთმენიო:

1587. მაშინღა: იცნეს: ტარიელ: მათგან: მიდამო: სრბანია: სრულად: ნათლითა: აივსო: ზღუდე: და: ბანისბანია: ჴმამაღლად: ჴმობდეს: იზახდეს: მოგვშორდეს: სალმობანია: აქამდის: რისხუა: მაღალმა: აწ: მოგვცა: წყალობანია: