... (Q-930), XVII ს.

1724. ტარიელ: გასცა: პასუხი: მეტად: წყნარი: და: მჭევრები: ღ~თისაგან: მე: მჭირს: წყალობა: და: თქუენგან: დიდი: ბევრები: აწ: სამჯერ: თქუენგან: დადგმულა: ჩემთუის: შუბისა: ტევრები: დარჩეს: გაუშვით: ხვარაზმშა[ ...............]მისი: სპა: მდურები:

1725. შევიდეს: ნახეს: ტარიელ: და: მადლსა: გარდაიჴდიდეს: მერმე: ადგეს: და: ხვარაზმშა: სად: იყო: მუნა: მივიდეს: ჰკადრეს: ორთავე: სალამი: თავის: თავ: დაამშვიდესა: გვერცა: დაუსხდეს: ნაკრავთა: უქებდეს: და: გაიცდიდესა:

1726. მერმე: ჰკადრეს: ჰე: ხვარაზმშა: ჴელმწიფეო: ბედნიერო: მორჭმულო: და: თვით: მპყრობელი: ზნეუკლებო: გონიერო: გვიკუირს: რაცა: თქუენ: გიქნია: პირველ: კაცო: მეცნიერო: რად: აშვილეთ: თქვენი: შვილი: ყოვლი: ზნითა: შუენიერი:

1727. თუ: გასმიოდა: ტარიელ: ნახვითა: ანუ: სმენითა: მემკუიდრე: ვინმე: არისო: რად: არა: მოიჴენითა: აწ: : გარდაუშვით: პირველი: სისხლი: პირითა: ჩუენითა: აქეთ: წადით: და: მეფობით: ბრძნითა: გონება: ენითა:

1728. ხვარაზმშა: წყნარი: სიტყუები: თქუნა: ბრძენთა: სწავლა: რიგისა: პირველად: ქება: ავთანდილს: და: ნურადინს: მიუგისა: მე: თქუენი: ქება: ვითა: ვთქუა: ბუდე: ვარ: აწ: აუგისა: მკლავს: სირცხუილისა: ლახუარი: ბასრისა: შუბ: დაუგისა:

1729. ოდეს: ძე: ჩემი: ეთხოვა: სასიძოდ: ინდოთ: მეფესა: მე: მაშინ: ვერსით: ვიცნობდი: ტარიელს: სისხლთა: მჩქეფესა: უმკუიდროდ: ყოფა: ეწერა: მას: წიგნსა: მათსა: სეფესა: ამად: ვერ: მივხუდი: მიგმობდით: ჭკუასა: დანაყეფესა:

1730. მართებდა: თუმცა: ტარიელს: ებრძანა: ჩემთუის: კაცითა: მართ: ერთხელ: ვითა: ეგრეცა: არ: მრავლად: კულა: და: კულაცითა: მე: ვარ: მემკუიდრე: პირველად: მე: მმართებს: ღ~თითა: და: ცითა: ნუ: მოსცემ: შვილსა: თვარ: დავხუდე: რაზმითა: ცემა: ტკაცითა:

1731. თუ: მაშინ: არ: დამეშალა: თქუენ: უმართლე: ხართ: მდურვასა: თავსამცა: ჩემსა: ვაბრალობ: მას: საშინელსა: ურვასა: მაგრამ: ს[ ..]ნელ: ჩამიჭერ: სისხლის: მორვითა: ცურვასა: ამად: ვერავინ: დამიშლის: გულსა: სისხლისა: წურვასა:

1732. ეს: ასრე: იყო: რაც: გკადრე: თქუენცა: გასმოდეს: მგონია: თვარ: გაიკითხენ: ინდონი: გკადრებენ: უშმაგონია: ავთანდილ: უთხრა: მეფეო: ესე: ვერ: გაგიგონია: მაგისთანანი: სიტყუანი: აწ: არად: სავარგონია:

1733. თავმან: თქუენმან: თუ: მოგუისმენ: ამას: გკადრებთ: დაუცდომლად: სჯობს: წახუიდეთ: ტახტსა: თქუენსა: იყუნეთ: სისხლთა: დამთმო: მჯდომლად: არა: გაკლდეს: დიდებისა: ჴელი: ცათა: შეუცთომლად: შენდობა: ჴამს: რადგან: ადამ: აღარ: დარჩა: შეუნდობლად:

1734. ხვარაზმშა: თქუა: რადგან: თქვენ: გწადს: აგრე: ვქნათ: ვით: ბრძანეთ: მაგრამ: ნახეთ: რა: ძნელია: ესე: კარგად: გაიგონეთ: წინაშე: ვარ: გარდაუშვებ: რადგან: ასრე: მიზაბუნეთ: შემაკითხეთ: სპათა: ჩემთა: თარას: გვერდსა: შემაგონეთ:

1735. ადგეს: ფრიდონ: და: ავთანდილ: ტარიას: გამოეზრახნეს: ხვარაზმშას: სიტყუა: ყუელაი: წყნარად: თქუეს: არ: დაიზახნეს: თარა: ვეზირსა: უხმობთო: ვინ: ბრძენთა: გამოესახნეს: მიდგნეს: ფრიდონ: და: ავთანდილ: შიგანთა: არ: უვაგლახნეს:

1736. შიგნით: შეჰყივლეს: ისმინეთ: ჩუენი: ჴმა: თქუენთვის: ზავისა: თარა: ვეზირი: გარდმოდგეს: სახასო: ბრძენთა: თავისა: ხვარაზმშა: ბრძანებს: ნახვა: სწადს: შენი: არ: ჭკუვად: ავისა: გამოდი: ჩვენ: გამოგინდობთ: [.]უ: მიზდი: გინდათ: თავისა:

1737. გამოვიდა: თარა: ბრძენი: პლატონისა: დიდად: დარი: ხვარაზმშასი: მართ: ნახვისა: ღმრთისა: ხუეწით: მემუდარი: რა: ჴელმწიფეს: მისი: ნახა: მუნ: გაცოცხლდა: ვითა: მკუდარი: თქუა: თუ: ღ~თო: კურთხეულ: ხარ: აღარ: ვნახე: სასუდარი:

1738. თაყუანი: სცა: მერმე: ყელსა: მოეხვივა: თარა: ბრძენი: მოახსენა: ღ~თო: რა: ვთქუა: მადლთა: სენთა: მე: სიგრძენი: ამა: ომსა: მოარჩინენ: არ: უობლენ: წურილნი: ძენი: რა: მადლი: ვთქუა: რომ: ასეთნი: წყალობანი: მიბოძენი:

1739. დასხდეს: მეფე: და: ვაზირი: არჩევენ: სათათბიროსა: მეფე: ბრძანებდა: სიტყუასა: გულმდუღრად: ასატიროსა: ვაზირო: გვანდა: ძე: ჩემი: ბროლ: ლალსა: გასაჭვიროსა: ვით: მეტყუი: სისხლი: გაუშვი: მაგ: ძნელსა: სავაზიროისა:

1740. ვაზირი: ჰკადრებს: მეფეო: თქუენ: უმართლე: ხართ: მას: დია: მაგრა: ჰყავს: ტყუედ: დარჩენილი: ვინცა: მესისხლე: ცხადია: არა: გაგიშვებს: ცოცხალსა: უფიცავს: მას: მაჰმადია: თუ: გარდაუშვებ: გამართლებს: ვინ: ღ~თისა: დანაბადია:

1741. მეფემან: ბრძანა: ადვილად: ნუ: მეუბნები: ვაზირო: თუ: დავივიწყო: ძე: ჩემი: მმართებს: რომ: გული: ვატირო: ანუ: გავიჭრა: მონდორად: და: თავი: გავინადირო: მიჯობს: რომ: მოვკუდე: და: ჩემი: დარჩომა: არ: დავაპირო:

1742. ვეზირი: ჰკადრა: მეფეო: ისმინე: სიტყუა: ასები: აქამდი: ჩემი: კადრება: არ: გაგეგონა: ნასები: ტარიელს: სისხლთა: შენთაგან: სწადს: სავსე: შესვას: თასები: შენად: საკლავად: მოუსხამს: უცხო: სპა: ბევრ: ათასები:

1743. სისხლი: გაუშვა: ხუარაზმშა: ჰქნეს: მტკიცე: მოზავებული: მეფიცე: ყოვლი: სიმტკიცე: წინასწარ: მოსწავებული: კარგა: ვეზირობს: არა: ჩანს: თარასგან: დაშავებული: ხუარაზმშა: დადგა: წავიდა: ტარიელ: გამარჯვებული: