... (Q-930), XVII ს.

1471. რა: ერთმანერთი: აუჩნდა: მიგებულ: მოსაგებავთა: ავთანდილ: ეტყუის: ტარიელს: სიტყუათა: დანაზებავთა: ეგერა: ხედავთ: მინდორთა: მტვერითა: შენაღებავთა: ამის: დავიწვი: საჴმილი: გულსა: ეცხელა: ებავთა:

1472. ისია: ჩემი: გამზრდელი[..............................]ვე: მოგებებულა: იქი: ვერ: მივალ: [..............................]გულსა: საჴმილი: დებულა: ჩემად[...........................]სულდგმული: კაცი: არ: გაწბილებულა: რასაცა[......]მთ: თქუენ: იცით: ფრიდონ: თქუენადვე: ხლებულა:

1473. ტარიელ: უთხრა: კარგსა: იქ: შენ: პატრონისა: კრძალვასა: აწ: დადეგ: იქი: ნუ: მიხვალ: იქმცა: უჩემოდ: ხალვასა: მე: მივალ: უთხრობ: მეფესა: შენგან: თავისა: მალვასა: [........................]რე: შეგყარო: მზესა: მას: ტანად: ალვასა:

1474. მუნ: დადგა: ლომი: ავთანდილ: დაიდგა: მცირე: კარავი: ნესტან: დარეჯან: მუნვე: დგას: იგია: მჭურეტთა: მზარავი: მისთა: წამწამთა: ნიავი: ქრის: ვითა: ქარი: არავი: წავიდა: მეფე: ინდოთა: მისრული: მიუპარავი:

1475. ფრიდონ: წაყუა: გაღანამცა: გავლეს: ველი: დიდსა: ხანსა: სცნა: მეფემა: ტარიელი: მარტო: მოვა: მოხრის: ტანსა: გარდაჴდა: და: თაყვანისცა: მას: უკადრსა: ლომებრ: ჯანსა: სდებს: პატივსა: ინდოთ: მეფეს: მართ: მამისა: შესაგვანსა:

1476. ტარიელცა: თაყუანი: სცა: მივა: კოცნად: სასალამოდ: [............] აკოცებდა: მ[.........................................................] გაკვირვებით: ეუბნების: არის: [...............................]ოდ: შენ: მზე: ხარო: შენი: გაყრა: [.............................................]

1477. გაეკუირვა: მეფე: მისსა: თუალადობასიტურფესა: პირსა: უჭურეტს: გაკუირვებით: უქებს: მკლავთა: სიალფესა: კულავ: ფრიდონცა: უსალამა: თაყუანისცა: მან: მეფესა: მას: მეფესა: ავთანდილის: ნახვისათვის[..............................]

1478. მეფე: ტარიას: ქებასა: დაჰკრთების: დაეღონების: ტარიელ: ჰკადრებს: მეფეო: აწ: გული: შენ: გემონების: მიკვირს: თუ: ეგრე: სიკეთე: თქვენ: ჩემი: რად: გეგონების: რადგან: ავთანდილ: შენია: სხვა: რად: ვინ: მოგეწონების:

1479. ნუ: გიკვირს: მისი: ვერ: ნახუა: და: დაყოვნება: ხანისა: მოდი: და: დავსხდეთ: მეფეო: ამოა: კორდი: მწვანისა: გკადრო: მიზეზი: მისისა: თქუენს: წინა: ვერ: მოტანისა: ვიაჯი: რამე: აწ: მმართებს: მოთხოვა: მე: ფარმანისა:

1480. დასხდეს: მეფენი: მოადგა: გარე: სიმრავლე: რაზმისა: ტარიელს: პირსა: ციმციმი: ათქს: უნათლესი: ბაზმისა: ჭვრეტა: ახელებს: მჭვრეტელთა: ყოფა: ქცევისა: და: ზმისა: დაუწყო[...................] სიტყუისა: ბრძნად: ნაკაზმისა:

1481. მეფეო: თავი: მემცრობის: მე: მისად: მოსახსენებლად: მაგრამ: მოსრული: თქუენს: წინა: ვარ: შემოხვეწლად: ქენებლად: თვით: იგი: იაჯს: რომელიც: ჩანს: მზეებრ: შუქთა: მფენებლად: ვინ: არის: ჩემად: სინათლედ: და: ჩემად: გამათენებლად:

1482. ამას: ვიკადრებთ: ორნივე: ხვეწით: და: შემუდარებით: ავთანდილ: დასდვა: წამალი: მისგან: თავისა: დადებით: დავიწყდა: რომე: პატიჟნი: სჭირდეს: ჩვენთავე: დარებით: არ: გაწყენთ: გრძელი: ამბავი: არს: ჩუენგან: მიუმხვდარებით:

1483. თქუენთა: უყუარს: ერთმანერთი: ქალი: მას: და: იგი: ქალსა: მით: ვიგონებ: საბრალოსა: მტირალსა: და: ფერნამკრთალსა: მუჴლ: მოყრილი: გეაჯები: ნუღარ: აწვევ: იმათ: ალსა: რომე: მისცეთ: ქალი: თქუენი: მკლავმაგარსა: გულფიქალსა:

1484. ამის: მეტსა: არას: გკადრებ: არ: მოკლესა: არცა: გრძელსა: ამოიღო: ჴელმანდილი: მოინასკუა: იგი: ყელსა: ადგა: მუჴლნი: მიუყარნა: იაჯების: ვითა[.......]ელსა: გაუკვირდა: ყოვლსა: კაცსა: მის: ამბისა: მომსმენელსა:

1485. რა: ტარიელ: მუჴლმოყრილი: ნახა: მეფე: შეუზარდა: შორს: უკუდგა: თაყუანისსცა: ქუე: მიწამდის: დაუვარდა: მოახსენა: ჴელმწიფეო: ლხინი: ყოვლი: გამიქარდა: თქუენმა: აგრე: სიმდაბლემან: ნახვა: თქუენი: ჩამადარდა:

1486. ვით: ეგების: რაცა: გწადდეს: რომე: კაცი: არ: მოგთმინდეს: ანუ: მშურდეს: ქალი: ჩემი: საკუდავად: და: ტყვედცა: გინდეს: გებრძანამცა: სახლით: თქუენით: ცრემლი: არცა: მაშინ: მდინდეს: სხვა: მისებრი: ვერა: ჰპოვოს: ცათამდისცა: გაცაფრინდეს:

1487. მე: სიძესა: ავთანდილის: უკეთესსა: ვჰპოვებ: ვერა: თვით: მეფობა: ქალსა: ჩემსა: მივეც: აქუს: და: მას: ეფერა: ვარდი: ახლად: იფურჩნების: მე: ყუავილი: დამებერა: რამცა: ვჰკადრე: შეცილება: რასაც: ოდენ: იგი: ჯერა:

1488. თუ: შეგერთო: ერთი: მონა: თქუენთვის: არცა: მაშინ: მშურდა: ვინმცა: გკადრა: შეცილება: უშმაგომცა: ვით: მოგმდურდა: თუ: ავთანდილ: არ: მიყუარდა: აგრე: მისთვის: რად: მამსურდა: დია: ღ~თო: წინაშე: ვარ: ესე: ჩემგან: დადასტურდა:

1489. რა: ტარიელ: მეფისაგან: ესე: სიტყუა: მოისმინა: დადრკა: მდაბლად: ეთაყუანა: პირსა: ზედან: დაეფინა: კულა: როსტევანც: თაყუანისცა: წამორევლო: წადგა: წინა: ერთმანერთი: მოიმადლეს: მათ: ერთსაცა: არ: ეწყინა:

1490. ტარიელ: ფრიდონ: გაგზავნა: მის: ყმისა: მოსაყუანელად: შესთვალა: მოდი: გიბრძანებს: იგი: შენ: ვისად: საჩანელად: ჭირნი: გარდახდეს: მოგაკლდა: ცრემლი: ღაწვისა: მბანელად: ნუღარ: ეშიშვი: სიკუდილსა: შენი: დამწველია: ნელად: