... (Q-930), XVII ს.

[..................]უწინ ქუაბთან მისვლა მუნით არაბეთს წასვლა:

1452. ამ: საქმესა: დაფარულსა: ბრძენი: დიონოს: გააცხადებს: ღ~თი: კარგსა: მოავლინებს: და: ბოროტსა: არ: დაბადებს: ავსა: წამერთ: შეამოკლებს: კარგსა: ხანგრძლად: გააკულადებს: თავსა: მისსა: უკეთესსა: უზადო: ჰყოფს: არ: აზა[....................]

1453. ფრიდონისით: გაემართნეს: იგი: ლომნი: იგი: მზენი: თანა: მიჰყავს: პირი: მზისა: ქალი: მჭვრეტთა: ამაზრზენი: ჰკიდავს: ბროლსა: ყორნის: ბოლო: დაწყობილი: დანათხზენი: მუნ: ბალახშსა: აშუენებდეს: სინატიფე: სინაზენი:

1454. იგი: მზე: უჯდა: კუბოსა: და: აგრე: არონინებდეს: მინადირობდეს: ნადირსა: მუნ: სისხლსა: დაადინებდეს: სადაცა: დახუდის: ქუეყანა: მჭურეტელთა: მოალხინებდეს: მოეგებნიან: სძღუნობდიან: აქებდეს: არ: აგინებდეს:

1455. მას: გუანდეს: თუმცა: სამყაროს: მზე: უჯდა: შუა: მთვარეთა: იარეს: დღენი: მრავალნი: ლაღთა: ბრძნად: მოუბარეთა: შიგან: მათ: დიდთა: მინდორთა: ყოვლგნით[....]მიუმ[.............] [................................................................................]კლდისა: არეთა:

1456. [....................................]დღეს: თქუენი: მასპინძელობა: [..........................]ასმათმან: მას: უც: ჴორცისა: ჴმელობა: [..................] ყოფილ: ვარ: მჭირდა: სადამდის: ჴელობა: [........] გიძღუნი: ტურფათა: აქოთ: ლარისა: ჭრელობა:

1457. მივიდეს: შიგან: გარდაჴდეს: ქუაბსა: მას: დიდთა: კლდეთასა: ასმათს: უც: ჴორცი: ირმისა: იქს: მასპინძლობა: კვეთასა: ამხანაგობდეს: ლაღობდეს: წასულასა: მათ: საქმეთასა: ღ~თსა: მადლობდეს: შეცვლასა: ლხინად: ჭირისა: დღეთასა:

1458. მოიარეს: ქუაბოვანი: თამაშობდეს: მხიარულნი: ჰპოვეს: იგი: საჭურჭლენი: ტარიასგან: დაბეჭდულნი: ვერცა: ვისგან: დანათვალნი: ვერცა: ვისგან: შეგებულნი: არა: თქუეს: თუ: არა: გვაქუსო: იგ: ამისთვის: გულნაკლულნი:

1459. უბოძა: ტურფა: მრავალი: მათ: მათი: შესაფერები: კულავ: ფრიდონისნი: აავსნა: სპა: ჰყუა: თუ: სპასალარები: [........]რომე: საჭურჭლე: გვანდა: კაცდაუკარები: აივსო: კაცი: ყუელაი: მაშინ: მათ: თანა: ნარები:

1460. ფრიდონს: უთხრა: ვალი: შენი: ჩემგან[..................]ჴდების: მაგრა: თქმულა: კარგის: მქმნელი[..................]წაჴდების: აწ: საჭურჭლე: რაზომიცა: აქა: სძეს: [................................]ს: შენი: იყოს: ყუელაკაი: შენ[: ..............................................]ის:

1461. ფრიდონ: მდაბლად: თაყვანისცა: ჰკადრა: მადლი: მეტისმეტი: მე: მეფეო: რად: გგონივარ: უჭკუო: და: აგრე: რეტი: მტერი: ყოვლი: ჩალად: გიჩანს: ვინმცა: იყო: ვითა: კეტი: ჩემი: ლხინი: მუნამდისა: ვირე: ვიყო: შენი: მჭვრეტი:

1462. ფრიდონ: კაცნი: დააბრუნნა: მოსასხმელად: აქლემისად: სახლსა: მისსა: მისაღებლად: მის: ყოვლასა: საჭურჭლისად: აწ: მუნითაც: გაემართნეს: არაბეთით: წავლად: გზისად: ავთანდილი: გალეული: შესაყრელად: მთვარე: მზისად:

1463. მიხვდეს: არაბთა: საზღვარსა: რა: ვლეს: მრავალნი: ხანები: დახუდა: სოფლები: ციხები: ჴშირ:ჴშირად: თანისთანები: მაშიგან: მყოფსა: ემოსა: ტანსა: ლურჯი: და: მწვანები: ავთანდილისთვის: ყუელაი: ცრემლითა: არს: ნაბანები:

1464. ავ[..............................................]ხმა: მათგან: სიხარულისა: დაიწყეს[.................. ]ლაშქართა: მოდენა: სიარულისა: თაყუანი[............]სიმრავლე: სპისა: პირ: მხიარულისა: ქალი[..............] სთქუიან: არს: მზისა: სრულისა:

1465. ტარიელ: კაცი: გაგზავნა: წინაშე: როსტან: მეფესა: შესთალა: გკადრებ: მეფეო: სურვილით: სიიეფესა: მე: მოვალ: მეფე: ინდოთა: დარბაზსა: თქუენსა: სეფესა: გიჩვენებ: ვარდსა: კოკობსა: უფრჭუნელსა: მოუკრეფესა:

1466. მაშინ: თქუენ: ჩემი: გეწყინა: ნახვა: მიწისა: შენისა: ცდა: შეპყრობისა: ავი: ჰქენ: შემოტეობა: ცხენისა: მე: შენთა: სპათა: ვაჩვენე: ნიშანი: რამე: წყენისა: დავჰჴოცე: მონა: მრავალი: მსახურნი: სრისა: თქუენისა:

1467. აწ: ამად: მოვალ: წინაშე: დავჰყარენ: ჩემნი: გზანია: შემინდოთ: რაცა: შეგცოდე: ჰქნათ: გაწყრომისა: კმანია: [.............]მაქუს: გუმოწმობენ: ფრიდონ: და: მისნი: ყმანია: ოდენ: ძღუნად: თქუენი: ავთანდილ: მე: თქუენთვის: მომიტანია:

1468. [...........................]ვიდა: მეფესა: მახარობელი: ჟამისა: ვით: გაეხარნეს: ვერ: იტყუის: [.......................]წამისა: თინათინს: ღაწუთა: ემატა: ელვა[: .............................] ბროლსა: და: ლალსა: აშვენებს: მუნ: ჩრდილი[.........]წამწამისა:

1469. ტაბლაკსა: ჰკრეს: და: გაისმა: სიცილი: თქართქარებისა: ლაშქარნი: რბოდეს: მი: და: მო: ქნა: სწადდა: მათკენ: რებისა: დაიწყეს: მოსხმა: ცხენისა: მოღება: უნაგრებისა: შესხდეს: სიმრავლე: მოყმისა: მკლავფიცხელ: გულმაგრებისა:

1470. მეფე: შეჯდა: გაეგებნეს: თავადნი: და: სრულად: სპანი: ვისცა: ესმის: მოვიდიან: მას: წინაშე: სხვაგნით: სხვანი: ყუელაკაი: ღ~თსა: მადლობს: გაამაღლნეს: მათნი: ჴმანი: თქუეს: ბოროტსა: უმყოფოა: კეთილნია: შენთვის: მზანი: