... (H-1128), XIX ს.

1423. შორს გაეგებნეს სამნივე დიდსა მეფესა ზღვათასა გარდახდეს მდაბლად აკოცეს გარესწყდეს ჯარსა სპათასა შეასხეს ქება ტარიელს მან მადლი გაუათასა ქალი რა ნახეს სტრფიალობს შუქსა მას ბროლ ბაკმათასა

1424. ფატმან ხათუნს მისსა მჭვრეტსა ედებოდა ცეცხლი ნელი მოეხვია გარდუკოცნა ხელი ფერხი პირი ყელი იტყვის ღ~თო გემსახურო გამინათლდა რადგან ბნელი ვსცან სიმოკლე ბოროტისა კეთილია შენი გრძელი

1425. ქალი ფატმანს ეხვეოდა ტკბილად იტყვის არ გამწყრალი ღ~თნ გული გამინათლა გახეთქილი გაცამწყრალი აწ აგრე ვარ გავსებული ვითა პირველ ვიყავ მცხრალი მზემან შუქნი შემომადგნა ვარდი მით ვჩან არ დამზრალი

1426. ზღვათა მეფე გარდაიხდის მუნ ქორწილსა მეტად დიდსა ქაჯეთიცა დაუმადლა არ გაუშვა დღესა შვიდსა უხვად გასცემს საბოძვარსა საჭურჭლესა ანაკიდსა პერპერასა დაფანტულსა ზედა სცვეთდეს ვითა ხიდსა

1427. მუნ იდვის გორი ლარისა სტავრისა და ატლასისა ტარიელს უძღვნა გვირგვინი ვერ დანადები ფასისა იაგუნდისა მრთელისა ყვითლისა მეტათ ხასისა კვლავ ერთი ტახტი ოქროსა წითლისა მართ ხალასისა

1428. ნესტან დარეჯანს ყაბაჩა უძღვნა შემკული თვალითა იაგუნდითა წითლითა ბადახშითა და ლალითა დასხდეს ორნივე ქალ ყმანი პირითა ელვა მკრთალითა მათნი მჭვრეტელნი დაიწვნეს ცეცხლითა მართ ახალითა

1429. ავთანდილს და ფრიდონს უძღვნა უსაზომო დიდი ძღვენი ძვირფასისა უნაგირი უკეთესი თვითო ცხენი თჳთო კაბა თვალიანი უცხო ფერთა შუქთა მფენი მოახსენეს მადლი რა ვსთქვათ სვიანამცა დავლა თქვენი

1430. ტარიელ მადლსა გარდიხდის ტურფა სიტყვითა ენითა დიდად ვიამე მეფეო პირველ ნახვითა თქვენითა მერმე აგვავსენ მრავლითა ტურფა ფერითა ძღვენითა ვიცი შორი შორ არ ჩავლა ჩვენ თქვენი კარგად ვქენითა

1431. ზღვათა მეფე მოახსენებს ჴელმწიფეო ლომო ქველო მოახლეთა სიცოცხლეო ვერ მჭვრეტელთა შორით მკლულო მსგავსი თქვენი რამცა მეძღვნა შვენიერო სანახველო რა მოგშორდე რა მერგების საჭვრეტელად სასურველო

1432. ტარელ ფატმანს უბრძანა მე თავი შენი მიდია დავ გული შენი ჩემზედა გარდაუხდელი დიდია აწ რაცა ქაჯთა საჭურჭლე ქაჯეთით ამიკიდია მამიცემია წაიღე არ კიდე მომიყიდია

1433. ფატმან ხათუნ თაყვანისცა კადრებს მადლსა მეტის მეტსა მე მეფეო შენი ნახვა მიდებს ცეცხლსა დაუშრეტსა რა მოგშორდე რა ვიქნები მე დამაგდებ ვითა რეტსა ახ ნეტარძი მოახლეთა ვაგლახ თქვენსა ვერა მჭვრეტსა

1434. ზღვათა მეფესა ეტყჳან ორნივე შუქთა მაფენი კბილნი ბროლნი და ბაგენი სადაფთა მოსადაფენი უთქვენოდ მყოფთა არ გვინდა ნიშაგნი ნაჩანგ დაფენი მაგრა გაგვიშვენ ჟამია წავიდეთ ვართ მოსწრაფენი

1435. შენ იყავ მამა მშობელი და ჩვენი საესავიო მაგრა ამასცა ვიაჯით გვიბოძოთ ერთი ნავიო მეფემან ბრძანა არა მშურს სამიწოდ თქვენად თავიო რადგან ისწრაფი რა გკადრო წა გიწინამძღვრდეს მკლავიო

1436. მეფემან ნავი ხომალდი მოჰკაზმა ზღვისა კიდესა გამოემართა ტარიელ გამყრელნი ცრემლსა ღვრიდესა თავსა იცემდეს იგლეჯდეს თმა წვერსა გაიყრიდესა ფატმანის ცრემლთა შედენით თვით ზღვაცა გაადიდესა

ტარიელისაგან ზღვათა მეფის გაყრა და ფრიდონისას მისვლა

1437. გამოვლნეს ზღუანი სამთავე ერთგან ძმად შენაფიცართა კვლავ ამტკიცებდეს სიტყუათა მათ პირველ დანამტკიცართა შვენის მღერა და სიცილი მათ მისთა არ უიცართა ბაგეთათ შუქი შეადგის ზედან ბროლისა ფიცართა

1438. მუნით კაცი ასმათს თანა მათ გაგზავნეს მახარობლად კვლავ ფრიდონის თავადთასა ნაომართა მათთა მთხრობლად მანდა მოვა მოიმაღლებს მზე მნათობთა მამაგრობლად ჩვენ დამზრალნი აქანამდის აწ ვიქინებთ დაუზრობლად

1439. იგი მზე შესვეს კუბოსა იარეს გზა ზღვის პირისა მიყმაწვილობდეს უხარის მათ გარდახდომა ჭირისა მივიდეს სადა ქვეყანა იყო ნურადინ გმირისა მოეგებნიან ისმოდის ხმა სიმღერისა ხშირისა

1440. მუნ მიეგება ყოველნი ფრიდონის დიდებულები ასმათი სავსე ლხინითა მას აღარ აჩნდა წყლულები ნესტან დარეჯანს მოიჭდო რომე ვერ გახსნის ცულები აწ გაუსრულა ყოველი მან მისი ნაერთგულები

1441. ნესტან დარეჯან ეხვევის პირსა აკოცებს პირითა უბრძანა ჩემო ვაგლახ მე შენცა აგავსე ჭირითა აწ ღ~თნ მოგვცა წყალობა ვსცან მისი არ სიძვირით ა მე გულსა შენსა ეზომსა არ ვიცი გარდვიხდი რითა