... (Q-1369), 1823 წ.

1273. შენმან მზემან აქანამდის შენ ცოცხალ არ მეგონე ჩემი მეთქუა გარდასრულდა სიცოცხლე და ყოვლი ღონე აწ რა მესმა შემოქმედი ვადიდე და ღმერთსა ვჰმონე ჩემი ყველა აქანამდის ჭირი ლხინსა შევაწონე

1274. შენი სიცოცხლე მეყოფის ჩემად იმედად გულისად გულისა ერთობ წყლულისა და ასრე დადაგულისად მომიგონებდე გახსოვდე მე შენთვის დაკარგული სად ვზი მზრდელი სიყვარულისა მის ჩემგან დანერგულისად

1275. სხუად ჩემო ჩემი ამბავი ჩემგან არ მოგეწერების ენა დაშვრების მოსმენით არვისგან დაიჯერების ფატმან წამგვარა გრძნეულთა ღმერთიმცა მას ეტერების აწ კულავ ქნა იგი სოფელმან რაცა მას შეეფერების

1276. აწ სოფელმან უარესი ჭირი ჭირსა მომისართა არ დასჯერდა ბედი ჩემი მას პატიჟთა მრავალგვართა კულავცა მიმცა შესაპყრობლად ქაჯთა ძნელად საომართა ბედმან გვიყო ყველაკაი ჩემო რაცა დაგვემართა

1277. ციხეს ვზი ეზომ მაღალსა თვალნი ძლივ გარდასწვდებიან გზა გვირაბითა შემოვა მცველნი მუნ ზედა დგებიან დღისით და ღამით მოყმენი ნობათსა არ დასცდებიან მათთა შემბმელთა დაჰხოცენ მართ ცეცხლად მოედებიან

1278. ნუ თუ ესენი გეგონნეს სხუათა მებრძოლთა წესითა ნუცა მე მომკლავ ჭირითა ამისგან უარესითა შენ მკვდარსა გნახავ დავიწვი ვითა აბედი კვესითა მოგშორდი დამთმე გულითა კლდისაცა უმაგრესითა

1279. შენ საყვარელო ნუ სჭმუნავ ჭმუნვითა ამისთანითა ჩემი სთქუა სხუათა მიჰხვდაო იგი ალვისა ტანითა არამ სიცოცხლე უშენოდ ვარ აქამდისცა ნანითა ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ ანუ მოვიკლავ დანითა

1280. შენმან მზემან უშენოსა არვის მიხვდეს მთვარე შენი შენმან მზემან ვერვის მიჰხვდეს მოცავიდენ სამნი მზენი აქა თავსა გარდავიქცევ ახლოს მახლვან დიდნი კლდენი სული ჩემი შეივედრე ზეცით მომხვდენ ნუთუ ფრთენი

1281. ღმერთსა შემვედრე ნუთუ კულავ დამხსნა სოფლისა შრომასა ცეცხლსა წყალსა და მიწასა ჰაერთა თანა ძრომასა მომცნეს ფრთენი და აღვფრინდე მივჰხვდე მას ჩემსა ნდომასა დღისით და ღამით ვხედვიდე მზისა ელვათა კრთომასა

1282. მზე უშენოდ ვერ იქნების რათგან შენ ხარ მისი წილი განაღამცა მას იახელ მისი ეტლი არ თუ წბილი მუნა გნახო მანდვე გსახო განმინათლო გული ჩრდილი თუ სიცოცხლე მწარე მქონდა სიკვდილიმცა მქონდა ტკბილი

1283. მე სიკვდილი აღარ მიმძიმს შემოგვედრებ რადგან სულსა მაგრა შენი სიყვარული ჩავიტანე ჩამრჩა გულსა მომეგონოს მოშორვება მემატების წყლული წყლულსა ნუცა მტირ და ნუცა მიგლოვ ჩემო ჩემსა სიყვარულსა

1284. წადი ინდოეთს მიმართე არგე რა ჩემსა მშობელსა მტერთაგან შეიწრებულსა ყოვლგნით ხელაუპყრობელსა გულსა ალხინე ჩემისა მოშორვებისა მთმობელსა მომიგონებდი მტირალსა შენთვის ცრემლშეუშრობელსა

1285. რაცა ვიჩივლე ბედისა ჩემისა კმა საჩივარად ცან სამართალი მართალი გულისა გულსა მივა რად შენთვის მოვკვდები გავხდები ყორანთა დასახივარად ვირე ცოცხალ ვარ გეყოფი სატირლად და სატკივარად

1286. აჰა ინიშნე ნიშანი შენეულისა რიდისა გარდმიკვეთია ალამი ჩემო ერთისა კიდისა ესეღა დაგრჩეს სანაცვლოდ მის იმედისა დიდისა რისხვით მობრუნდა ბორბალი ჩვენზედა ცისა შვიდისა

1287. ესე წიგნი საყვარელსა მისსა თანა მინაწერი რა დაწერა გარდაჰკვეთა მათ რიდეთა ერთი წვერი თავმოხდილსა დაუშვენდა სისხო თმათა სიგრძე წვერი ალვისაგან სული მოქრის ყორნის ფრთათათ მონაბერი

1288. იგი მონა წამოვიდა გულანშაროს მიმავალი წამერთ მიჰჰხდა ფატმანისას დღე იარა არმრავალი რა ავთანდილს გაუსრულდა საქმე მისი სასურვალი ხელაპყრობით ღმერთსა ჰმადლობს ცნობა სრული არა მთრვალი

1289. ფატმანს უთხრა გამისრულდა ჟამად საქმე საწადელი დიდი შენი მოჭირვება ჩემგან არის გარდუხდელი წავალ დგომად აღარა მცალს დრო მოსრულა შარშანდელი ფიცხლა ქაჯეთს მოვიყვანო მათი მომსპობამწყვედელი

1290. ხათუნმან უთხრა ჰე ლომო ცეცხლი აწ უფრო ცხელდების მოეშორვების ნათელსა გული ამისთვის ბნელდების ისწრაფე ჩემი ნუ გაგვა ხელი ეგრეცა ხელდების თუ ქაჯნი მოგესწრებიან მუნ მისლვა გაგიძნელდების

1291. ყმამან ფრიდონის მონანი უხმნა მასთანა ხლებულნი უბრძანა მკვდარნი აქამდის აწყა ვართ დაცოცხლებულნი რაცა გვინდოდა მისითა სმენითა გაახლებულნი ჩვენთა მტერთანი გიჩვენნე წყლულნი მით ვაგლახებულნი

1292. მიდით და ფრიდონს უამბეთ ამბავი არნაცქაფავი მე ვერა ვნახავ ვისწრაფი გზა ჩემი არს ნასწრაფავი მან გაახაფოს ხმა ხაფი კულავ უფრო გასახაფავი თქვენ მოგცე ლარი ყველაი მე ჩემი ნაალაფავი