... (Q-1369), 1823 წ.

1331. მე ვერა გიყო ნაცვალი ღმერთი გარდგიხდის ციერი ზეგარდმო მისით შემოგზღოს მუქაფა ჩემმაგიერი შესხდეს და შინა წავიდეს მათ ლხინი ჰქონდა ძლიერი აწ გავეაძღო სოფელმან ასმათ ადრითგან მშიერი

1332. ქუაბისა კარსა ასმათი მარტო ზის არბარგოსანი შეხედნა იცნა ტარიელ თანა ყმა ჭარმაგოსანი ორნივე ტურფად იმღერდეს ვით იადონი მგოსანი მაშინვე იცნა ავარდა მოშლილი პერანგოსანი

1333. აქამდის მიწყივ ენახა ქვაბს მისლვა მოტირალისა აწ გაუკვირდა დანახვა სიცილით მომღერალისა ზარაღებული ავარდა ცნობა უც ვითა მთრვალისა არ იცის სმენა ამბისა ჯერ მისგან სასურვალისა

1334. მათ რა ნახეს შემოჰყივლეს სიცილით და კბილთა ჩენით ჰე ასმათო მოგვივიდა მოწყალება ღმრთისა ზენით ვჰპოვეთ მთვარე დაკარგული რაცა გწადდა იგი ვქენით აწ გავხედით ბედისაგან ცეცხლთა შრეტით ჭირთა ლხენით

1335. ავთანდილ ცხენსა გარდახდა ასმათის მოსახვეველად მან მიჰყო ხელი ალვასა შტო მოჰყვა მოსარხეველად ყელსა და პირსა აკოცებს არის ცრემლისა მფრქვეველად რა სცანო რა ქმენ მიამბე ვტირ შენი მოაჯე ველად

1336. ავთანდილ ასმათს უსტარი მისცა მისისა ზრდილისა ალვისა შტოდამჭნარისა მთვარისა ფერმიხდილისა უთხრა თუ ნახე ნაწერი მის პატიჟგარდახდილისა მზე მოგვეახლა მოგვეცა ჩვენ მოშორვება ჩრდილისა

1337. ასმათ რა ნახა უსტარი ცნა მისი დანაწერობა გაკვირდა ზარმან აიღო ათრთოლებს ვითა ხელობა ტერფით თხემამდის გაუხდა მას მეტი საკვირველობა იტყვის რა ვნახე რა მესმის არსმცა ამისი მრთელობა

1338. ავთანდილ უთხრა ნუ გეშის ეგე ამბავი მრთელია ლხინი მოგვეცა მოგვშორდა ყოველი ჭირი ძნელია მზე მოგვეახლა უკუნი ჩვენთვის აღარა ბნელია ბოროტსა სძლია კეთილმან არსება მისი გრძელია

1339. ჰინდოთ მეფე მხიარული ასმათს რასმე უბრძანებდა ერთმანერთსა ეხვეოდეს სიხარული ატირებდა ვარდსა ზედა ყორნის ბოლო ნამსა თხელსა აპკურებდა კაცსა ღმერთი არ გასწირავს თუცა კაცი შეიგებდა

1340. ღმერთსა მისცეს დიდი მადლი თქვეს გვიყოო რაცა სჯობდა აწყა ვცანით უარესსა პირი თქვენი არ გაჰბრჭობდა ჰინდოთ მეფე ხელგანპყრობით მხიარული ამას ხმობდა ქვაბს შევიდეს მხიარული ასმათ რასმე მასპინძლობდა

1341. ტარიელ ეტყვის ავთანდილს ისმინე სიტყუა ასები გიამბობ რასმე ამბავსა მოამბვედ ნუ გენასები მე ოდეს ქვაბნი წაუხვენ დავხოცე დევთა დასები მას აქათ მათი აქა ძეს საჭურჭლე ძვირნაფასები

1342. მე აგრე არა მინახავს მართ ვითა არა მდომია მოდი და გავხსნათ შევიგნეთ საჭურჭლე თუ რა ზომია ეამა ადგეს ორნივე არცა ქვე ასმათ მჯდომია დალეწეს კარი ორმოცი მათგან არ ზედა ომია

1343. პოვეს საჭურჭლე უსახო კულავ უნახავი თვალისა მუნ იდვა რიყე თვალისა ხელწმიდად განათალისა ჩნდის მარგალიტი ოდენი ბურთისა საბურთალისა ვინმცა ქმნა რიცხვი ოქროსა ვერვისგან დანათვალისა

1344. იგი სახლი ორმოცივე შიგან იყო გატენილი პოეს ერთი ზარადხანა აბჯრისათვის სახლად ქმნილი მუნ აბჯარი ყოვლიფერი ასრე იდვა ვითა მწნილი შიგან ერთი კიდობანი დაბეჭდილი არგახსნილი

1345. ზედა ეწერა აქა ძეს აბჯარი საკვირველიო ჯაჭვმუზარადი ალმასი ხმალი ბასრისა მჭრელიო თუ ქაჯნი დევთა შეებნენ დღე იყოს იგი ძნელიო უმისჟამისოდ ვინც გახსნას არის მეფეთა მკვლელიო

1346. კიდობანი გახსნეს პოეს მუნ აბჯარი სამი ტანი რასაცა ვით შეიმოსენ მეომარნი სამნი ყმანი ჯაჭვი ხრმალი მუზარადი საბარკული მათი გვანი ზურმუხტისა ბუდებითა იყვნეს ვითა ლუსკუმანი

1347. თითომან თვითო ჩაიცვეს თავის თავს გამოსცდიდიან ჯაჭვ მუზარადსა აბჯარი მართ ვერა ვერ დაჰკიდიან ხმალი რკინისა მოჰკრიან ვით ბამბის მკედსა სჭრიდიან მათ უღირს ყოვლად ქვეყანად შევატყევ არ გაჰყიდიან

1348. თქუჱს ესე ნიშნად გვეყოფის ვართო კარგითა ბედითა ღმერთმან მოგვხედნა თვალითა ზეგარდმო მონახედითა აიღეს იგი აბჯარი თავის თავისა ქედითა თვითო მათ ერთი ფრიდონის საძღვნობლად შეკრეს ღვედითა

1349. ოქროც რამე წაიტანეს მარგალიტი ღარიბები გამოვიდეს გამობეჭდეს ორმოცივე საჭურჭლები ავთანდილ თქუა ამას იქით დავამაგრო ხრმალსა ნები ამას ღამე არსად წავალ რა გათენდეს არ დავდგები

1350. აქა მხატვარო დახატე ძმად უმტკიცესად ძმობილნი იგი მიჯნურნი მნათობთა სხვისა ვერვისგან სწრობილნი ორნივე გმირნი მოყმენი მამაცობისა ცნობილნი რა ქაჯეთს მივლენ გასინჯოთ ომი ლახვართა სობილნი