... (Q-1369), 1823 წ.

1196. მათ სხუათა მათი ამბავი თქვეს ვითა მგზავრთა წესია მონამან უთხრა ჰე ძმანო განგება რამე ზესია მე მარგალიტსა მოგიმკი თქვენ ქვრიმი დაგითესია ჩემი ამბავი ამბავთა თქვენთაგან უკეთესია

1197. მე ვარო მონა მეფისა მაღლისა ქაჯთა მფლობლისა მათ მიხვდა ცემა სენისა მათისა დამამხობლისა მოგვიკვდა შემწე ქვრივისა შემწყნარებელი ობლისა აწ შვილთა მისთა და მისი ზრდის უკეთესი მშობლისა

1198. დულარ დუხტარის დიაცი მაგრა კლდე ვითა ლოდია ვისცა არ დაჰკოდს ყმა მისი ვერავის დაუკოდია მას უსხენ წვრილნი ძმისწულნი როსან და ერთი როდია აწ იგი ქაჯეთს ხელმწიფედ ქვე ზის მორჭმული წოდია

1199. გვესმა ამბავი ზღვათ იქით სიკვდილი დისა მათისა შეიჭირვებდეს ვაზირნი დაშალეს ქნა ხალვათისა ვითა ვჰკადროთო დავსება პირისა ხმელთა მნათისა როშაქ მონაა თავადი მონისა ბევრათასისა

1200. როშაქ ბრძანა მოცავინმკლავს მე ტირილსა არ დავჰხვდები მინდორს წავალ ვიმეკობრებ ალაფითა ავივსები შინა მოვალ შოებული ადრე ზედა მოვესწრები მეფე დისა დატირებად წავიდოდეს წაცავჰყვები

1201. გვითხრა მისთა ხელისათა წავალ თანა წამომყევით წაგვიტანა მონა ასი ყველაკაი მისგან რჩევით დღისით მზისით ვმეკობრობდით ღამეთაცა ვიყვნით თევით დია ვლეწეთ ქარავანი ლარი ჩვენკე გარდმოვდევით

1202. მინდორმინდორ მოვდიოდით ჩვენ ღამესა დია ბნელსა დიდნი რამე სინათლენი გამოგვიჩნდეს შუა ველსა ვთქჳთ თუ მზეა ნუთუ ზეცით ჩამოჭრილი ზედა ხმელსა დაბნეულნი მივეცენით გონებასა ჩვენსა მსჯელსა

1203. ზოგთა თქუეს არის ცისკარი ზოგთა თქვეს არის მთვარეო მას დარაზმულთა მივჰმართეთ ახლოსაც ვნახეთ ბარეო შორს მოვუარეთ მივედით შემოვადეგით გარეო მით ნათლიდაღმა გამოჰხდა ხმა ჩვენი მოუბარეო

1204. გვითხრა ვინ ხართ ცხენოსანნო თქვენ სახელნი თქვენი თქვენით გულანშაროთ მოციქული ქაჯეთს მივალ მერიდენით ესე გვესმა მოვადეგით ალყად გარე მოვერტყენით პირმზე რამე ცხენოსანი გავიცადეთ თვალით ჩვენით

1205. უჭვრიტეთ პირსა მნათობსა ელვათა მაელვარებსა მისი ციმციმი მზისაებრ ეფინებოდა არებსა ძვირძვირად გვეუბნებოდა სიტყუასა რასმე წყნარებსა კბილთაგან შუქი შეადგა ზედან გიშრისა სარებსა

1206. კულავ ვეუბენით მას მზესა ტკბილმოუბრითა ენითა არ მონა იყო ტყუოდა ჩვენ ესე შევიგენითა როშაქ შეატყო ქალობა გვერდსა წაუდგა ცხენითა აღარ გავუშვით დაჭირვა ვჰკადრეთ ხელითა ჩვენითა

1207. კულავ ვჰკითხეთ გვითხარ მართალი საქმე შენ მზებრ ნათელისა ვისი ხარ ვინ ხარ სით მოხვალ მანათობელი ბნელისა მან არა გვითხრა გაუშვა წყარო ცრემლისა ცხელისა რა საბრალოა გავსილი მთვარე ჩანთქმული გველისა

1208. არცა ცხადი ამბავი არცა დასამალავი არა არ გვითხრა ვინ იყო ან ვისგან ნამუხთალავი ქუშქუშად გვეუბნებოდა კუშტი თავისა მკრძალავი ვითა ასპიტი მჭვრეტელთა მისთა თვალითა მლალავი

1209. როშაქ გვიბრძანა ნუ ჰკითხავთ აწ თურე არ სათქმელია ამისა საქმე უცხოა საამბობლადცა ძნელია ბედი მეფისა ჩვენისა არსთაგან სანატრელია მით რომე ღმერთი მას მისცემს რაც უფრო საკვირველია

1210. ესე ღმერთსა მისაგვრელად მისად ჩვენთვის მოუცდია მიუტანოთ არმაღანად დაგვიმადლებს მეტად დია თუ დავმალავთ გავმჟღავნდებით მეფე ჩვენი ამაყია პირველ მათი შეცოდება მერმე დიდი აუგია

1211. მივამოწმენით თათბირნი არ კიდე გავაკიდენით დავბრუნდით ქაჯეთს მივჰმართეთ მას წინა მოვეკიდენით არცა რა ვჰკადრეთ ხელდახელ არცა თუ წავეკიდენით იგი ტირს ღაწვსა გულმდუღრად ჩაჰრცხის ცრემლისა კი დენით

1212. მე როშაქს ვჰკადრე გამიშვი კულავ ადრე თქვენი მხლებელი აწ გულანშაროს ქალაქსა ვარ საქმის რასმე მდებელი მან გამომიშვა აქ სადმე ლარი მიც წასაღებელი თანა წავიტან წაცავალ მე მათი ზედამსწრებელი

1213. მათ კაცთა დიდად იამა ესე ამბავი მონისა მე გავიგონე შერემშრა ნაკადი ცრემლთა ფონისა მენიშნა ყოვლი ნიშანი ვიცან ჩემისა ღონისა ცოტაი ლხინი მომეცა მსგავსი დრამისა წონისა

1214. მოვიყვანე იგი მონა ახლოს დავსვი ჩემსა წინა ვჰკითხე მითხარ რას იტყოდი გაგონება მეცა მინა მან იგივე კულავ მიამბო რაცა მუნით მომესმინა მან ამბავმან გამაცოცხლა სულმობრძავი დამარჩინა

1215. მე ორნი შავნი მონანი მყვანან სავსენი გრძნებითა უჩინოდ წავლენწამოვლენ მათითა ხელოვნებითა მოვასხენ ქაჯეთს გავგზავნენ ვარქვი თუ ნუ დასდგებითა მაცნობეთ მისი ამბავი თქვენითა მოქმედებითა