... (Q-1369), 1823 წ.

1138. უსენ იტყვის ბევრ ათასნი ჭირნი ამან ამიხოცნეს ესე ღაწვნი მზისად ხმანან კაცთაგანმცა ვით იკოცნეს უმართლეა ვერმჭვრეტელმან თუ პატიჟნი იასოცნეს მე თუ შვილნი მირჩევნიან ღმერთმან იგი დამიხოცნეს

1139. მას უჭვრიტეთ დიდი ხანი წამოვედით სულთქმით ახით შეყრა გვიჩნდის სიხარულად გაყრა დიდად ვივაგლახით ვაჭრობისა საქმისაგან მოვიცალით იგი ვნახით გული ჩვენი გაუშვებლად დაეტყვევნეს მისით მახით

უსენისაგან გამჟღავნება ნესტან დარეჯანისა მეფეს წინაშე

1140. რა გამოხდა ხანი რამე გამოვიდა ღამედღენი უსენ მითხრა არ მინახავს ძოღანითგან მეფე ჩვენი მივაზირებ წავალ ვნახავ უდარბაზო უძღვნა ძღვენი მოვახსენე დია ღმერთო ბრძანებაა ეგე თქვენი

1141. უსენ ტაბაკსა დააწყო მარგალიტი და ლალები დავვედრე დარბაზს დაგხვდების დარბაზის ერი მთრვალები ამა ქალისა ამბავსა მომკალ თუ არ ეკრძალები კულავ შემომფიცა არ ვიტყვი თავსაცა მეცეს ხრმალები

1142. უსენ მოვიდა ხელმწიფე დაჰხვდა ნადიმად მჯდომელი უსენ არიფი მეფისა მეფეა მისი მდომელი წინა მიისვა შეიძღვნა ძღვენი მიართვა რომელი აწ ნახეთ მთრვალი ვაჭარი ცქაფი უწრფელი რომელი

1143. რა მეფემან უსენს წინა სვა მრავალი დოსტაქანი კულავ შესვეს და კულავ აივსნეს სხუა ფარჩნი და სხუა ჭიქანი დაავიწყდეს იგი ფიცნი რა მუსაფნი რა მაქანი მართლად თქმულა არა ჰმართებს ყვავსა ვარდი ვირსა რქანი

1144. უთხრა დიდმან ხელმწიფემან უჭკუოსა უსენ მთრვალსა დია მიკვირს საძღვნოდ ჩვენად სით მოიღებ ამა თვალსა მარგალიტსა დიდროანსა უსახოსა ჰპოვებ ლალსა ვერ გარდვიხდი თავმან ჩემმან ძღვენთა შენთა ნაათალსა

1145. თაყვანი ჰსცა უსენ ჰკადრა ჰე მაღალო ხელმწიფეო ზეცით შუქთა მომფენელო მარჩენელო არსთა მზეო რაცა სხუა მაქვს ვისი არის ოქრო თუნდა საჭურჭლეო დედის მუცლით რა გამომყვა მბოძებია თქვენგან მეო

1146. ამას გკადრებ თავმან თქვენმან არა გმართებს მადლი ძღვნისა სხუა რამე მითქს სასძლო თქვენი შესართავი თქვენის ძისა მას უცილოდ დამიმადლებთ ოდეს ნახოთ მსგავსი მზისა მაშინ მეტად გაამრავლოთ თქვენ ბრძანება ნეტარძისა

1147. რას ვაგრძელებდე გატეხა ფიცი სიმტკიცე სჯულისა უამბო პოვნა ქალისა მჭვრეტთაგან მზედ სახულისა მეფესა მეტად ეამა მიეცა ლხინი გულისა უბრძანა დარბაზს მოყვანა სრულქმნა უსენის თქმულისა

1148. მე აქა ჩემსა ამოდ ვჯე მუნამდის არ მიკვნესია შემოდგა კარსა მეფისა მონათა უხუცესია თანა ჰყვა მონა სამოცი ვით ხელმწიფეთა წესია მოვიდეს დია გავჰკვირდი ვთქჳ რამე საქმე ზეზია

1149. მისალამეს ფატმან მითხრეს ბრძანებაა ღმრთისა სწორთა დღეს რომელი უსენ შესძღვნა ქალი მსგავსი მზეთა ორთა აწ მოგვგვარე წავიყვანოთ ვლა არ გვინდა გზათა შორთა ესე მესმა დამტყდეს ცანი რისხუა ღმრთისა ეცა გორთა

1150. მე გაკვირვებო კვლავ ვკითხე რა ქალი გინდა რომელი მათ მითხრეს უსენ შემოსძღვნა პირი ელვათა მკრთომელი არას მარგებდა დაესკვნა დღე ჩემი სულთა მხდომელი ავთრთოლდი ავდეგ ვეღარა ვერცა ქვე ვიყავ მჯდომელი

1151. შეველ ვნახე იგი ტურფა მტირალად და ცრემლდასხმულად ვჰკადრე მზეო ბედმან შავმან ვით მიმუხთლა ხედავ რულად ცა მობრუნდა რისხვით ჩემკე იავარმყო ამფხვრა სრულად შემასმინეს მეფე გითხოვს ვარ ამისთვის გულმოკლულად

1152. მან მითხრა დაო ნუ გიკვირს ეგე რაზომცა ძნელია ბედი უბედო ჩემზედა მიწყივ ავისა მქნელია კარგი რამ მჭირდეს გიკვირდეს ავი რა საკვირველია სხუადასხუა ჭირი ჩემზედა არახალია ძველია

1153. თვალთა ვითა მარგალიტი გარდმოყარა ცრემლი ხშირი ადგა ასე გულუშიშრად ვეფხი იყო ანუ გმირი ლხინი ლხინად არად უჩნდა მართ აგრევე ჭირად ჭირი მთხოვა გარე აჯიღითა მოიბურა ტანი პირი

1154. შევე საჭურჭლეს რომელსა ფასი არ დაედებოდა თვალმარგალიტი ავიღე რაც ოდენ ამეღებოდა თვითო და თვითო თვითოსა ქალაქსა ეფასებოდა მიველ მას წელთა შევარტყი შავგული ვისთვის კვდებოდა

1155. ვარქჳ ჩემო განღა სადმე გეხმარების ესე გვარი მათ მონათა ხელთა მივეც იგი პირი მზისა დასადარი ცნა მეფემან მოეგება ჰკრეს ტაბლაკსა გაჰხდა ზარი იგი მივა თავმოდრეკით წყნარი არის მოუბარი

1156. ზედა მოატყდა მჭვრეტელი გაჰხდა ზათქი და ზარები ვერ იჭირვებდეს სრაანგნი მუნ იყო არ სიწყნარები იგი რა ნახა მეფემან საროსა მსგავსი ნარები გაკრთომით უთხრა ჰე მზეო აქა ვით მოიგვარები