... (Q-1369), 1823 წ.

1081. ამას ყველასა ავთანდილ ისმენდა გაცბუნვებული უბრძანა რა გჭირს რას იტყვი რასთვის ხარ აგრე ვებული რას დაგექადა იგი ყმა რა ნახა შენგან კლებული დადუმდი მითხარ ვინ იყო ანუ რად საქმედ რებული

1082. დიაცმან უთხრა ჰე ლომო ხელი ვარ ცრემლთა დენითა ნურას ნუ მკითხავ ამბავსა ვერცა რას გითხრობ ენითა დავჰხოცენ შვილნი ხელითა მით ვარ აღარას ლხენითა თავი მოვიკალ უთმინოდ სიყვარულითა შენითა

1083. ესე გვარი დია მიხვდეს სიტყუამცდარსა ენამეტსა ხვაშიადის ვერ მმალავსა უჭკუოსა შმაგსა რეტსა ვაგლახითა მეწივენით გეტყვი ყოვლსა ჩემსა მჭვრეტსა მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლის მხვრეტსა

1084. ორისაგან ერთი ქმენით ამის მეტსა ნურას ჰლამით მოვითაჰკლავ იმა კაცსა წადი მოკალ მალვით ღამით მე და სრულად სახლი ჩემი დახოცასა დაგვხსენ ამით მოხვალ გითხრობ ყველაკასა მე ვითა ვარ ცრემლთა ლამით

1085. თვარა ღამითვე ტვირთები შენი წაიღე ვირითა დააგდე ჩემი მიდამო სრულად მიკრიფე მი რითა ვეჭვ რომე ჩემთა ცოდვათა შენცა აგავსონ ჭირითა თუ დარბაზს მივა ისი ყმა შვილთა დამაჭმევს პირითა

1086. რა ესე ესმა ავთანდილს ლაღსა ბუნებაზიარსა ადგა და ლახტი აიღო რა ტურფა რამე მხნე არსა ამა საქმისა ვერ ცნობა თქუა ჩემი სიძუნტე არსა ნუ ეჭვ სულდგმულსა მისებრსა სხუა არცა მისებრი არსა

1087. ფატმანს უთხრა კაცი მომეც მასწავლელად წინამძღვარად გზასა მართლად წამიყვანოს თვარა მეშვლად მინდა არად იმას კაცსა ვერა ვხედავ მეომრად და ჩემად დარად რაცა უყო მოგახსენებ მომიცადე იყავ წყნარად

1088. მას მისცა მონა დიაცმან წინამძღვრად წაცამყვანელად კულავე შეჰყივლავინათგან ცეცხლი აწ ცხელია ნელად თუ მოვითაჰკლა იგი ყმა ჩემად გულისა მფხანელად ბეჭედი ჩემი აცვია მას გვედრებ მოსატანელად

1089. ავთანდილ გავლო ქალაქი მით უებროთა ტანითა ზღვის პირსა სახლი ნაგები დგა ქვითა წითელმწვანითა ქვეშეთკენ სრითა ტურფითა კულავ ზედათ ბანისბანითა დიდროანითა ტურფითა მრავლითა თანისთანითა

1090. მუნ მიჰყავს პირმზე ავთანდილ მას მისსა წინამძღომელსა ხმამდაბლად ჰკადრებს ისია სრა მისი ეძებ რომელსა უჩვენებს ეტყვის ხედაო ბანსა ზედაქვე მდგომელსა იქი წევს ძილად იცოდი ანუ ქვე ჰპოვებ მჯდომელსა

1091. კარსა წინა დარაჯანი ორნი უწვეს მას გლახ ყმასა ყმა გავიდა გაეპარა დააგდებდეს ვირე ხმასა თვითო ხელი ყელსა მიჰყო მუნვე მისცა სულთა ხდასა თავი თავსა შეუტაკა გაურია ტვინი თმასა

აქა ავთანდილისაგან ჩაჩნაგირისა და ორთა დარაჯთა მისთა დაჴოცა

1092. იგი ყმა საწოლს მარტო წვა გულითა ჯავრიანითა ხელსისხლიანი ავთანდილ შედგა ტანითა ჯანითა ვერღა აესწრა იდუმალ მოკლა ვერცა თუ ვცანითა ხელი მოჰკიდა მიწასა დაასკვნა დაკლა დანითა

1093. მჭვრეტელთა მზე და მებრძოლთა მხეცი და ვითა ზარია ბეჭდითურთ თითი მოჰკვეთა ქვესკნელთ მიწასა გარია ზღვათაკენ სარკმლთა გასტყორცა ზღვასა ქვიშათა დარია მისთვის არცაღა სამარე არცა სათხარად ბარია

1094. ჴმა მათისა დახოცისა არ გაისმა არსით არა წამოვიდა ვარდი ტკბილი რასამცა ვით გაემწარა ესე მიკვირს სისხლი მისი ასრე ვითა მოიპარა რომე პირველ წამოევლო გზა იგივე წაიარა

1095. რა ფატმანისსა შევიდა ლომი მზე მოყმე წყლიანი უბრძანა მოვკალ მან ყმამან დღე ვეღარ ნახოს მზიანი თვით მონა შენი მოწმად მყავს ფიცი აფიცე ღმრთიანი აჰა თითი და ბეჭედი და დანა მაქვს სისხლიანი

1096. აწ მითხარ თუ რას იტყოდი რას გაშმაგდი ისრე რეტად რას გექადდა ისი კაცი მესწრაფების მეტის მეტად ფატმან ფერხთა მოეხვია არა ღირს ვარ პირსა ჭვრეტად გამიმრთელდა გული წყლული ახლა დავჯე ცეცხლთა შრეტად

1097. მე და უსენი შვილითურთ აწ ახლად დავიბადენით ლომო ქებანი შენნიმცა ჩვენ ვითა ვადიადენით ვინათგან სისხლთა იმისთა დაღვრასა დაექადენით თავითგან გითხრობ ყველასა თქვენ სმენად დაემზადენით

ნესტან დარეჯანის ამვის მბობა ფათმანისაგან ავთანდილის წინაშე

1098. ამა ქალაქსა წესია დღესა მას ნავროზობასა არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი არცა ვინ წავა გზობასა ყოველნი სწორად დავიწყებთ კაზმასა ლამაზობასა დიდსა შეიქმან მეფენი პურობადარბაზობასა