.... (H-1759), XIX ს.

1173. ეგე საქმე მე და ჩემსა, საყუარელსა შეგვამდურვებს ვაი თუ გაწყრეს გაგულისდეს, კუშტი გულსა შიაურვებს ამბავსაცა დამიძვირებს, ჭვრეტისათვის მამასურვებს შენდობასა ჴორციელი, კაცი ვერა დამიურვებს

1174. ტარიელ უთხრა სიცილით, მან მზემან შუქ ნაფენამან ჴელი მოჰკიდა ავთანდილს, ამართა ააყენა მან მიყოო კარგი ყუელაი, მომართებამან შენამან მაგრა სჯობს შენცა გალხინოს, ჩემან შენითა ლხენამან

1175. დია მძულს მეტი მოყურისა, შიში კრძალვა და რიდობა მძულს გაუწყვედლად კუშტობა, და სულ მძიმობა დიდობა თუ მოყუარეა გულისა, ქნას ჩემკენ მონაზიდობა თვარე მე ჩემად იგ მისად, დია სჯობს კიდის კიდობა

1176. მე ვიცი გული საშენოდ, საყუარელისა შენისა არ ეწყინების სტუმრობა, შენისა მე შემყრელისა რადმცა რა ვჰკადრე მეფესა, თხრობა რასაცა ჭრელისა ოდენ ნახვასა მათისა, ნატვრა მაქვს სანატრელისა

1177. ამას ოდენ მოვახსენებ, მუდარით და შეპოვნებით რომე მოგცეს ქალი მისი, მან მისითა მოგონებით რადგან ბოლო შეყრავეა, სიშორესა ვით ეთნებით დააშვენეთ ერთმანერთი, თავის თავის ნუ დასჭკნებით

1178. რა ავთანდილ ტარიასგან, სცნა წასვლასა არ დაშლიდა არა ჰკადრა შეცილება, საუბარსა ზედან რთვიდა ფრიდონ კაცსა დარჩეულსა, სათანაოდ გარდასთვლიდა თანა წაჰყვა განაღამცა, მას თანავე გზასა ვლიდა

ტარიელისაგან ქვაბსვე მისვლა მეორედ და საჭურჭლეთა ნახვა

1179. ამ საქმესა დაფარულსა, ბრძენ დიონოს გააცხადებს ღ~თი კეთილს მოავლინებს, არ ბოროტსა არ დაბადებს ავსა წამ ერთ შეამოკლებს, კარგსა ხანგრძლად გააკვლადებს თავსა მისსა უკეთესსა, უზადო ჰყოფს არ აზადებს

1180. ფრიდონისით გაემართნეს, იგი ლომნი იგი მზენი თანა მიჰყავს პირი მზისა, ქალი მჭვრეტთა ამაზრზენი ჰკიდავს ბროლსა ყორნის ბოლო, ჩაწყობილი დანათხზენი მუნ ბალახშსა აშვენებდეს, სინატიფე სინაზენი

1181. იგი მზე უჯდა კუბოსა, და აგრე არონინებდეს მინადირობდეს ნადირსა, მუნ სისხლსა დაადინებდეს სადაცა დახვდის ქვეყანა, მჭვრეტელთა მოალხინებდეს მოეგებნიან სძღნობდიან, აქებდეს არ აგინებდეს

1182. მას გვანდეს თუცა სამყაროს, მზე უჯდა შუა მთვარეთა იარნეს დღენი მრავალნი, ლაღთა ბრძნათ მოუბარეთა შიგან მათ დიდთა მინდორთა, ყოვლგნით კაცთ მიუმხვდარეთა სად ყოფილ იყო ტარიელ, მიხვდა მის კლდისა არეთა

1183. ტარიელ ბრძანა მე მმართებს, დღეს თქვენი მასპინძელობა მუნ მივალ სადა ყოფილ ვარ, მჭირდა სადამდის ხელობა მუნ გვიმასპინძლოს ასმათმან, მას უძს ხორცისა ხმელობა მე რომე გიძღვნი ტურფათა, აქოთ ლარისა ჭრელობა

1184. მივიდეს შიგან გარდახდეს, ქვაბსა მას დიდთა კლდეთასა ასმათს უცს ჴორცი ირმისა, იქს მასპინძლობა კვეთასა ამხანაგობდეს ლაღობდეს, წასვლასა მათ საქმეთასა ღ~თსა მადლობდეს შეცულასა, ლხინად ჭირისა დღეთასა

1185. მოიარეს ქვაბოვანნი, თამაშობდეს მხიარულნი პოვეს იგი საჭურჭლენი, ტარიასგან დაბეჭდულნი ვერცა ვისგან დანათვალნი, ვერცა ვისგან შეგებულნი არ იტყვიან არა გვაქვსო,, იგ ამისთვის გულ ნაკლული

1186. უბოძა ტურფა მრავალი, მათ მათი შესადარები კვლავ ფრიდონისნი აავსნა, სპა ყვა თუ სპასალარები აივსო კაცი ყუელაი, მაშინ მათ თანა ნარები მაგრა ძეს რომე საჭურჭლე, გვანდა კაც დაუკარები

1187. ფრიდონს უთხრა ვალი შენი, ჩემგან ძნელად გარდიხდების მაგრამ თქმულა კარგის მქნელი, კაცი ბოლოდ არ წახდების აწ საჭურჭლე რაზომიცა, აქა ძეს და ან იდების შენი იყოს ყუელაკაი, შენ წაიღე ვითა გხვდების

1188. ფრიდონ მდაბლად თაყვანისცა, ჰკადრა მადლი მეტის მეტი მე მეფეო რად გგონივარ, უჭკუო და აგრე რეტი მტერი ყოვლი ჩალად გიჩანს, ვინმცა იყო ვითა კეტი ჩემი ლხინი მუნამდისა, ვირე ვიყო შენი მჭვრეტი

1189. ფრიდონ კაცნი დააბრუნნა, მოსასხმელად აქლემისად სახლსა მისსა მისაღებლად, მის ყველასა საჭურჭლისად აწ მუნითგან გაემართნეს, არაბეთით მივლად გზისად ავთანდილა გალეული, შესაყრელად მთვარე მზისად

1190. მიხვდეს არაბთა საზღვარსა, რა ვლეს მრავალნი ხანები დახვდა სოფლები ციხები, ხშირ ხშირად თანის თანები მუნ შიგა მყოფსა ემოსა, ტანსა ლურჯი და მწვანები ავთანდილისთვის ყველაი, ცრემლითა არს ნაბანები

1191. ტარიელ კაცი გაგზავნა, წინაშე როსტან მეფესა შესთვალა გკადრებ მეფეო, სურვილთა სიიეფესა მე მოვალ მეფე ინდოთა, დარბაზსა თქვენსა სეფესა გიჩვენებ ვარდსა კოკობსა, უფრჭკუელ მოუკრეფელსა