.... (H-1759), XIX ს.

ტარიელისაგან ზღვათა მეფის გაყრა და ფრიდონისას მისვლა

1135. გამოვლნეს ზღუანი სამთავე, ერთგან ძმად შენაფიცართა კვლავ ამტკიცებდეს სიტყვათა, მათ პირველ დანამტკიცართა ჰშვენის მღერა და სიცილი, მათ მისთა არ უიცართა ბაგეთათ შუქი შეადგის, ზედან ბროლისა ფიცართა

1136. მუნით კაცი ასმათს თანა, მათ გაგზავნეს მახარობლად კვლავ ფრიდონის თავადთასა, ნაომართა მათთა მთხრობლად მანდა მოვა მოიმაღლებს, მზე მნათობთა მამაგრობლად ჩვენ დამზრალნი აქანამდის, აწ ვიქინებთ დაუზრობლად

1137. იგი მზე შესვეს კუბოსა, იარეს გზა ზღვის პირისა მიყმაწვილობდეს უხარის, მათ გარდახდომა ჭირისა მივიდეს სადა ქვეყანა, იყო ნურადინ გმირისა მოეგებნიან ისმოდის, ხმა სიმღერისა ხშირისა

1138. მუნ მიეგება ყოველნი, ფრიდონის დიდებულები ასმათი სავსე ლხინითა, მას აღარ აჩნდა წყლულები ნესტან დარეჯანს მოეჭდო, რომე ვერ გახსნის ცულები აწ გაუსრულა ყოველი, მან მისი ნაერთგულები

1139. ნესტან დარეჯან ეხვევის, პირსა აკოცებს პირითა უბრძანა ჩემო ვაგლახ, მე შენცა აგავსე ჭირითა აწ ღ~თნ მოგვცა წყალობა, ვსცან მისი არ სიძვირით ა მე გულსა შენსა ეზომსა, არ ვიცი გარდვიხდი რითა

1140. ასმათ ჰკადრა მადლი ღ~თსა, ვარდნი ვნახენ არ დაზრულნი ბოლოდ ესრე გააცხადნა, გონებამან დაფარულნი სიკუდილიცა სიცოცხლედ მჩანს, ოდეს გნახენ მხიარულნი სჯობს ყოვლთა მოყვარულთა, პატრონ ყმანი მოყვარულნი

1141. დიდებულთა თაყვანისცეს, მოახსენეს დიდი ქება რომე ღ~თნ გაგვახარნა, კურთხეულა მისი ღ~თება ჩვენ გვიჩვენა პირი თქვენი, აღარა გვწვავს ცეცხლთა დება წყლულსა მისგან დაკოდილსა, მასვე ძალ უც განკურნება

1142. მოვიდეს და პირი ხელსა, დასდვეს აგრე გარდაჰკოცნეს მეფე ეტყჳს ძმათა თქვენთა, თავნი ჩვენთვის დაიხოცნეს იგი შვებას საუკუნოს, ცხადად პოვეს არ იოცნეს ერთსა მიხვდეს საზიაროდ, დიდებანი იასოცნეს

1143. თუცა მე მათი დახოცა, მტკივის და სატკივარია მაგრამ მათ მიხვდა უკვდავი, მუნ დიდი საჩუქარია ესე თქვა ნელად ასტირდა, და წვიმა თოვლსა არია ნარგისთათ იძვრის ბორიო, ვარდსა ზრავს იანვარია

1144. მუნ ატირდეს ყუელაკანი, რა ტირილად იგი ნახეს რაცა ვისრა დაკლებოდა, მათ ტირილით სულთქმით ახეს დადუმდეს და მოახსენეს, რადგან ბრძენთა მზეებრ გსახეს თქვენთა მჭვრეტთა მღერა მართებს, რასათვისმცა ივაგლახეს

1145. ვინ ღირსა თქვენგან ეგზომსა, ტირილსა შეჭირვებასა თქვენთვის სიკუდილი დია სჯობს, მიწათა ზედან რებასა კვლავ ფრიდონ ჰკადრა მეფესა, ნურათ იქთ გამწარებასა ღ~თიმცა მუქფად მოგიზღავს, ათასსა გახარებასა

1146. ავთანდილცა მიუმტკივნა, იტყვის დიდსა სიმძიმილსა მათ შეასხეს ქება უთხრეს, თავნი მივსცნეთ აწ ღიმილსა რადგან მიხვდა დაკარგული, ლომი მზესა წახდომილსა აღარა ვსტირთ სატირალსა, აღარ დავსდებთ თვალთა მილსა

1147. მივიდეს სადა ქალაქი, დიდი მულღაზანზარია სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა, გახდა ზათქი და ზარია დაბდაბისა და ქოსისა, ჴმა ტურფად შენათხზარია მოატყდეს მოქალაქენი, დააგდეს მუნ ბაზარია

1148. შუკათა მოდგნეს ვაჭარნი, ყოვლგნით მჭვრეტელთა ჯარია შორს უარებდეს სარანგნი, ხელთა აქვს მათ აბჯარია მოიჯრებოდეს ჯალაბნი, სარანგთა დამსაჯანია მათად საჭვრეტლად მიშვება, მუნ მათგან სააჯარია

1149. გადახდეს ფრიდონისასა, სრა ნახეს მოსაწონები გამოეგება მრავალი, ოქროს სარტყლითა მონები ფეხთა საფენლად ოქსინო, მართ მათგან არს ნაქონები თავსა აყრიდეს ოქროსა, ხვეტს ჯარი მუნ ნარონები

ქორწილი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ფრიდონისაგან

1150. მათ ქალ ყმათათვის საჯდომი, დაედგა თეთრ ძოწეული წითელ ყვითლითა თვალითა, ზედა კეკლუცად ფრქვეული ავთანდილისთვის ყჳთელი, და შავი ერთგან რეული მოვიდეს დასხდეს მჭვრეტელნი, ვსცან მათი სული ლეული

1151. მგოსანნი მოდგეს ისმოდა, ხმა სიმღერისა ტკბილისა ქორწილი ქნეს და გამრავლდა, ძღნობა ლარისა ლბილისა ფრიდონის პურად კარგისა, არ მასპინძლისა წბილისა ნესტან დარეჯანს უშვენის, ღიმილი ჩენა კბილისა

1152. მოიღეს ძღვენი უსახო, ფრიდონის არ ალქატისა ცხრა მარგალიტი სიდიდით, მართ ვითა კვერცხი ბატისა კვლავ ერთი თვალი სამგზავსო, მზისა შუქ მონამატისა მას წინა ღამით ძალ ედვის, მხატვარსა ხატვა ხატისა