.... (H-1759), XIX ს.

1232. მართ მეფემან სპათა ბრძანა, ავთანდილის თაყუანება ესეაო მეფე თქვენი, ასრე იქმნა ღ~თისა ნება დღესა აქუს ტახტი ჩემი, მე სიბერე ვითა სნება ჩემად სწორად მსახურებდით, დაიჭირეთ ჩემი მცნება

1233. ლაშქარნი და დიდებულნი, მოდრკეს მდაბლად ეთაყვანნეს მოახსენეს მიწად ვექმნეთ, ვინცა მიწად მიგვიყვანნეს მორჩილ ქმნილნი დაგვადიდნეს, ურჩნი მკუდართა დაგვაგვანნეს მტერთა მკლავნი შეაძუნტნეს, გულნი ჩვენნი აგულოვნნეს

1234. ტარიელც უთხრა ქებითა, იმედისა გათავება ქალსა ეტყვის შემიყრიხართ, აღარა გწვავს ცეცხლთა დება ქმარი შენი ძმაა ჩემი, მწადს აგრევე თქვენი დება ორგულთა და შემცილეთა, შენთა მე ვქნა გაფლიდება

ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთ მეფისაგან

1235. მას დღე ავთანდილ ხელმწიფე, ზის და ხელმწიფე ზენია მასთანა მჯდომსა ტარიელს, შვენიან სინაზენია ნესტან დარეჯარ ახლავს, თინათინს ვინ მჭვრეტთა ამაზრზენია გავს თუ ცა მოსდრკა ქვეყანად, შეყრილან ოთხნი მზენია

1236. დაიწყეს მორთმა პურისა, ლაშქართა მის მესავსისა ზროხა და ცხვარი დაკლული, არს უმრავლესი ხავსისა შეიქნა ზღვნობა ძღვენისა, მათისა შესამგზავსისა მათ ყოვლთა შუქი ანათობს, პირისა მზისა მსგავსისა

1237. იაგუნდისა ჯამები, იყუის ლალისა ჭიქები კულავ უცხო ფერთა ჭურჭელთა, სხდის უცხო უცხო სიქები მის ქორწილისა მაქები, კაცი ბრძენთაგან იქები მჭვრეტელო გულსა ეტყოდი, ნუ აეხსნები იქ ები

1238. მუტრიბნი მოდგეს ყოველგნით, ისმოდის ხმა წინწილისა შეყრით ძეს გორი ოქროთა, და ბალახშისა თლილისა მსმელთათვის წყარო ღვინისა, ასგან სდის მსგავსი მილისა ბინდით ცისკრამდის სმა იყო, გარდახდა ჟამი დილისა

1239. არა დარჩა უსაბოძვრო, არ კოჭლი და არ საპყარი მოსდიოდა მარგალიტი, მოფანტული მონაყარი გაბედითდა წასაღებლად, ატლასი და ოქრო მყარი სამ დღე იყო ინდოთ მეფე, ავთანდილის ვით მაყარი

1240. ხვალისა მეფე არაბთა, კვლავ პურობს არ ღაფალია ტარიელს ეტყვის შენი მზე, საჭვრეტლად სატურფალია მეფე ხარ ყოვლთა, მეფეთა და ეგე დედოფალია ჴამს ყურსა გვეგდოს საყურლად, ჩვენ თქვენი ნატერფალია

1241. აწ მეფეო არ ეგების, ჩვენი სხდომა თქვენად სწორად სახელმწიფო საჯდომი და, სხვა დაუდგა ტახტი შორად ქუემოთ დასხნა ავთანდილ და, მისი ცოლი მათად სწორად პირველ ძღვენი ტარიასთვის, მოიღიან იდვის გორად

1242. არაბთა მეფე მასპინძლობს, იქმს ოდენ მასპინძლობასა ზოგჯერ მათ ახლავს ზოგჯერ მათ, არ იხმობს ხელმწიფობასა გასცემს და უქებს ყველაი, უხობა იეფობასა ფრიდონ ზის ახლოს ავთანდილს, ჩვეული ვით მეფობასა

1243. მეფესა ქმრითურთ პატივი, ჰქონდა ინდოთა ქალისა სიყვარული და ჩუქება, ვით სიძისა და სძალისა რომე სძღვნა არა ეგების, თქმა არცა ნაათალისა თვითო სკიპტრა და პორფირი, და გვირგვინები თვალისა

1244. კვლავ უძღვნა ძღვენი ორთავე, მზგავსი მათისა ბედისა ათასი თვალი ნაშობი, რომანულისა დედისა კვლავ მარგალიტი ათასი, მართ ვითა კვერცხი ბატისა ათასი ცხენი ტაიჭი, სიდიდით მსგავსი ქედისა

1245. ფრიდონს უძღვნა ცხრა ტაბაკი, მარგალიტი თავ შედგმული ცხრა ტაიჭი ძვირ ფასისა, უნაგრითა შეკაზმული ჰინდოთ მეფე თაყვანისცემს, ლაღი ბრძენი არ მახმული მადლი ჰკადრა ფხიზელურად, თუცა იყო ღვინო სმული

1246. რას ვაგრძელებდე გარდახდეს, დღენი ერთისა თვისანი თამაშობდიან არ იყუნეს, ყოლა გაყრანი სმისანი ტარიელს სძღვნიან უცხონი, თვალნი ლალისა ქვისანი მათ ყოვლთა მათნი ელვანი, ჰფარვენ მართ ვითა მზისანი

1247. ტარიელ ჰგვანდის ვარდსა და, იყუის ფიფქისა მთოელად ავთანდილ როსტანს წინაშე, გაგზავნა დასათხოველად შესთვალა შენი სიახლე, კმა ჩემად ლხინად ყოველად მტერთა აქუ ჩემი სამეფო, ვიცი მუნ შიგან მძოველად

1248. უცებნი მოსრნის მცოდნელთა, ცოდნამან ხელოვნებამან ვეჭვ მოქცეს თქვენცა დაღრეჯა, ჩემმან რასაცა ვნებამან წავიდე ავი არ მიყოს, მე აქა დაყოვნებამან ადრე კულავ ვნახენ მორჭმულნი, ინებოს ღ~თისა ნებამან

1249. როსტევან ჰკადრა მეფეო, რად ხართ რასაცა რიდითა რაცა გიჯობდეს იქმოდით, გასჭვრეტდით გაიცდიდითა ავთანდილ თანა წამოგყუეს, წადით ლაშქრითა დიდითა თქვენთა მტერთა და ორგულთა, დაჰფრეწდით დაცასჭრიდითა

1250. ავთანდილ უთხრა ტარიელს, ესე სიტყვები ორები მან უთხრა აგრე ნუ უბნობ, შეცევ ბროლისა ყორები ახალ შეყრილსა მთვარესა, მზეო ვით მოეშორები ავთანდილ უთხრა მაგითა, შენგან არ მოვიღორები