.... (H-1759), XIX ს.

1153. კულავ უძღუნა თვითო ფარღული, გარდასაყრელი ყელისა მრგვლად გათლილისა თვალისა, იაგუნდისა მრთელისა კულა მოაქვს ერთი ტაბაკი, მძლედ საჭირავი ხელისა ავთანდილისთვის ლომისა, ძღვენი ფრიდონის ქველისა

1154. იგი ტაბაკი სავსეა, მარგალიტითა სხვილითა ავთანდილს უძღვნა ყუელაი, არა სიტყვითა წბილითა აივსო სახლი სტვირითა, და ოქსინოთა ლბილითა ტარიელ მადლი უბრძანა, ლაღმან სიტყვითა ტკბილითა

1155. ფრიდონისგან უსაზომო, ქორწილია დღესა რვასა ყოვლთა დღეთა მიართმიდეს, უფასოსა ძღვენსა მზასა დღე და ღამე არ გასწყვეტდის, ჩაღანა და ჩანგი ხმასა აჰა მიხვდეს შესაფერნი, ყმა ქალსა და ქალი ყმასა

1156. ტარიელ ფრიდონს უბრძანა, დღე ერთ სიტყუები გულისა არს გული თქვენი საჩემო, უფროსი ძმისა სრულისა არ გემუქფების სიცოცხლე, არცა მოცემა სულისა მე თქვენგან ვჰპოვე მოკვდავმან, ჩემი წამალი წყლულისა

1157. ავთანდილისგან შენც იცი, ჩემთვის თავისა დადება აწ მე მაქუს ნაცვლად მისისა, მოხმარებისა წადება შენ მიდი ჰკითხე რა უნდა, მან ქნას ამისი ცხადება ვითა დამივსო სახმილი, ეგრე მისიცა კმა დება

1158. უთხრა ძმაო რა გარდიხდის, შენგან ჩემსა ჭირნახულსა ღ~თი მოგცემს წყალობასა, მისგან ზეცით შესახულსა თუ ვერა ვიქ საწადელსა, შენსა შენთვის გაზრახულსა არა ვნახავ სახლსა ჩემსა, არ დარბაზსა არცა ხულსა

1159. აწ მითხარ ჩემგან რა გინდა, ანუ რით მოგეხმარები ვარჩევ წავიდეთ არაბედს, იყავ ჩემიცა მარები ტკბილი სიტყვითა გავმართოთ, და ხმლითა საომარები თუ შენ შენს ცოლსა არ შეგრთავ, მე ჩემსა არ ვექმარები

1160. რა ფრიდონ უთხრა ავთანდილს, ტარიას მოციქულობა მას გაეცინნეს გაღიმდა, შვენოდა მხიარულობა თქვა თუ მეშველი რად მინდა, მჭირს არავისგან წყლულობა ჩემი მზე არცა ქაჯთა ჰყავს, არცა სჭირს ლხინ ნაკლულობა

1161. ჩემი მზე ტახტსა ზედან ზის, მორჭმული ღ~თისა ნებითა საკრძალავი და უკადრი, ლაღი არვისგან ვნებითა არცა რა უმძიმს ქაჯთაგან, არცა გრძნეულთა გრძნებითა მას ზედა შველა რად მინდა, რად მეჭვ რასაცა თნებითა

1162. რა მოვა ჩემთვის განგება, ზეცით მოსრულნი ზენანი ღ~თი იწადებს მომივლენ, გულის სახმილთა ლხენანი მაშინვე დამხვდნენ მოკუდავსა, მზისა ელვათა ფენანი უმისჟამისოდ ცუდია, ჩემგან მი და მო რბენანი

1163. მიდი და ჰკადრე ტარიელს, პასუხი ჩემგან თხრობილი მადლი რად უნდა მეფეო, ხარ რაზომ გინდა ლმობილი ვარ მუცლითგანვე დედისა, თქვენად სამონოდ შობილი ღ~თნ მუნამდის მიწა მყოს, ვირ მეფე იყო ცნობილი

1164. გებრძანა შეყრა მწადიან, საყვარელისა შენისა ეგე არს მგზავსი გულისა, ლმობიერისა თქვენისა მუნა მე ხმალი არ მიკვეთს, არცა სივრცელე ენისა მიჯობს მოლოდნა საქმისა, მის განგებისა ზენისა

1165. ესეა ჩემი საწადი, და ჩემი მოსანდომარე ჰინდოეთს გნახო მორჭმული, საჯდომთა ზედან მჯდომარე გვერსავე გიჯდეს მნათობი, პირი ელვათა მკრთომარე მებრძოლნი თქვენნი მოგესრნეს, არვინ ჩნდეს მუნ მეომარე

1166. რა გამისრულდენ ესენი, ჩემნი გულისა ნებანი მაშინღა მივალ არაბეთს, მამხვდეს მის მზისა ხლებანი ოდისცა სწადდეს დამივსნეს ამა ცეცხლისა დებანი სხვა თქვენგან არა არ მინდა მძულან რასაცა თნებანი

1167. რა ფრიდონ ჰკადრა ტარიელს ესე სიტყვანი ყმისანი მან ბრძანა მაგას არა ვიქ, ამას არ უნდა მისანი ვითა მან ჰპოა მიზეზი, ჩემისა სულთა დგმისანი ეგრევე მანცა სამისოდ, ნახნეს ძალ გულნი ძმისანი

1168. მიდი უთხარ ჩემაგიერ, სიტყვა ჩემგან არ სათნები მე შენისა გამზრდელისა, უნახავად არ დავდგები ვეჭვ მრავალი დამეხოცოს, მონა მისგან საყვარლები ვითხოვ ხოლო შენდობასა, ეგეთიღა მოვბრუნდები

1169. ესე უთხარ ამის მეტსა, მოციქულობ ნურას ნუო ხვალე წასულა არ დავშალო, არცა სიტყვა გავათუო მე არ მიზამს არაბთ მეფე, რომე სიტყვა გავიცრუო ამოდ ვსთხოვო ქალი მისი, შევეხვეწო შევაგუო

1170. უამბო ფრიდონ ავთანდილს, ტარიას მოციქულობა არ დადგებისო ცუდია, შენგან ცდისაღა თქმულობა მას დაუმძიმდა მოედვა, გულსა კვამლ ალმულობა ასრე ჴამს რიდი მეფეთა, ყმათაგან მოკრძალულობა

1171. ავთანდილ მივა მუხლ მოყრით, ტარიას შესახვეწელად ფერხთა ეხვევის აკოცებს, აღარ შეხედავს ზე წელად ეტყვის კმა რაცა შევსცოდე, როსტანს წლეულად მე წელად კულავ ნუ მიქ ერთგულობისა, გამტეხლად დაცამლეწელად

1172. რასაცა ლამი არ მოგცემს, მას ღ~თისა სამართალია გამზრდელსა ჩემსა ვით ვჰკადრო, მე საქმე სამუხთალია მე მისთვის ჴელი ვით გავძრა, ვინ ჩემთვის ფერ ნამკრთალია ვით მოიხმაროს მონამან, პატრონსა ზედა ხრმალია