.... (H-1759), XIX ს.

1251. არ დია გინდა დამაგდო, წახვიდე ჩემად მზრახებით ცოლი უყუარსო გასწირა, იყო ამისად მსახავად მე დავრჩე შენი გაყრილი, თავისა მე ვაგლახ ავად კაცსა მოყვრისა გაწირვა, ახ მოუხდების ახ ავად

1252. ტარიელს უგავს სიცილი, ბროლსა ვარდითა ფრქვევასა უბრძანა ვიტყვი უშენოდ, შენისა უფრო მე ვასა რადგან გწადიან წამომყევ, დამწამებ ნურას თნევასა ავთანდილ ბრძანებს ლაშქართა, ყოვლგნით მისთანა წვევსა

1253. შეყარნა სპანი არაბეთს, აღარა ხანსა ზმულია კაცი ოთხმოცი ათასი, ყუელაი დაკაზმულია კაცსა და ცხენსა ემოსა, აბჯარი ხვარაზმულია მეფე არაბთა მათითა, გაყრითა ნაღველ ჭმულია

1254. ერთმანერთისა გაყრილნი, ქალნი ორნივე დობილნი ერთმანერთისა დად ფიცნი, სიტყვითა გამონდობილი მკერდითა მკერდსა შეკრულნი, ყელისა გარდაჭდობილნი სტიროდეს მათთა მჭვრეტელთა, გულნიცა ესხნეს წდობილნი

1255. მთვარე ცისკრისა ნიავსა, რა თანა შეესწოროსა ორნივე სწორად ნათობენ, მოშორდეს მოეშოროსა არა თუ იგი მოშორდეს, მართ ცამან მოაშოროსა მათად საჭვრეტლად მჭვრეტელმან, ხამს თავი იქედგოროსა

1256. მათდავე სახედ რომელსა, ესენი დაუბადიან იგივე გაჰყრის სიშორე, არა თუ ნებით სწადიან ვარდსა სწებვენ და აპობენ, ტირან და ცრემლნი ჩადიან მათთა გამყრელთა ყუელთა, სიცოცხლე არ იქადიან

1257. ნესტან დარეჯან თქვა ნეტამც, ყოლე არ შემოგცნებოდი მზისა გამყრელი გაყრითა, აწ ასრე არ დავდნებოდი ამბავსა სცნევდი მაცნევდი, წიგნითა მეუბნებოდი ვითა მე შენთვის დამწვარვარ, აგრე შენ ჩემთვის დნებოდი

1258. თინათინ ჰკადრა ჱე მზეო, შენთა მჭვრეტელთა ლხინებო რამცა გაგწირე თუ ვითა, გაყრასა მოვითმინებო ღ~თისაგან დღეთა თხოვისა, ნაცვლად სიკუდილი ვინებო აგრემცა მივი რაზომსა, ცრემლსა მე დავიდინებო

1259. კვლავ აკოცეს ერთმანერთსა, გაიყარნეს იგი ქალნი ქვე დამდგომმან წამავალსა, ვერ მოსწყვიტნა ყოლე თვალნი იგი იჭვრეტს უკუღმავე, ედებოდა ამით ალნი რომე მწადდეს ვერ დავსწერენ, მე სიტყვანი ნაათალნი

1260. როსტან მათითა გაყრითა, ხელთაგან უფრო ხელდების ათასჯერ იტყვის ვაგლახსა, არ სულთქმა უერთხელდების ცხელი სდის წყარო ცრემლისა, მართ ვითა ქვაბი ცხელდების ტარიელ არის დაღრეჯით, ფიფქი ნასდების თხელდების

1261. ტარიელს ვარდსა დაუტყლეჟს, მეფე ხვევნით და კოცებით იტყვის თუ თქვენი სიახლე, მიჩნს აქამდისცა ოცებით რადგან მოგშორდი დავრჩები, პატიჟთა გაასოცებით შენგან მოგვეცა სიცოცხლე, შენგანვე დავიხოცებით

1262. ტარიელ შეჯდა მეფისა, გამყრელი გამომსალამე სრულად ლაშქართა სდიოდა, ცრემლი მინდორთა სალამე მზე შენ გელმისო საომრად, და თავი შენ მას ალამე უბრძანა თქვენთვის მტირალსა, ყოლა არ მიჩნდეს სალა მე

1263. გაემართნეს და წავიდეს, დია სპითა და ბარგითა ტარიელ ფრიდონ ავთანდილ, თავითა მეტად კარგითა კაცი ორმოცი ათასი, ჰყვა ცხენებითა ვარგითა მივლენ სამნივე გულითა, ერთმანერთისა მარგითა

1264. სამთავე ვლეს ღ~თნ მათებრ სხვა, ნურა ნუ დაბადოსა მოეგებნიან მტერობა, ვერავინ დაიქადოსა მინდორსა შიგან სადილად, გარდახდეს უდილადოსა ვითა მართებდათ პურობდეს, ღვინოსა სვემდეს არ დოსა

1265. ტარიელს და ცოლსა მისსა, მიხუდა მათი საწადელი შვიდი ტახტი სახელმწიფო, საშვებელი გაუცდელი მათ პატიჟთა დაავიწყებს, ლხინი ესე აწინდელი ყოლა ლხინთა ვერ იამებს, კაცი ჭირთა გარდუხდელი

1266. თვით ორნივე ერთგან მსხდომნი, ნახნეთ მზეცა ვერა სჯობდეს ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასვეს, ქოსნი ხმასა დაატკბობდეს მისცეს კლიტე საჭურჭლეთა, თავთა მათთა მიანდობდეს ესეაო მეფე ჩვენი, იზახდეს და ამას ხმობდეს

1267. ავთანდილ და ფრიდონისთვის, ორნი ტახტნი დაამზადნეს ზედან დასხდეს ჴელმწიფურად, დიდებანი უდიადნეს ღ~თნ სხვანი ჴორციელნი, მათებრნიღა რად დაბადნეს ამბობდიან ჭირთა მათთა, ყუელაკასა გაუცხადნეს

1268. სმა პურობა გახარება, ჰქნეს ჯალაბი გაადიდეს ვითარიცა ქორწილობა, ჴამს ეგეთსა გარდიხდიდეს მათ ოთხთავე თავის თავის, ძღვენსა სწორად მიართმიდეს გლახაკთათვის საბოძვარსა, საჭურჭლესა ერთგან ჰყრიდეს

1269. სრულნი ინდონი ავთანდილს, და ფრიდონს მწედ ხადიან თქვენგან გვჭირს კარგი ყველაი, მართ იმას მოიტყოდიან ვითა პატრონსა სჭვრეტდიან, რაც სწადდის მას იქმოდიან სადარბაზობლად ნიადაგ, მათ წინა მოვიდოდიან

1270. ჰინდოთ მეფე უბრძანებდა, ასმათს მისსა შეკდომილსა რაცა შენ ჰქენ არ უქმნია, არ გამზრდელსა არცა ზრდილსა აწ ინდოეთს სამეფოსა, მეშვიდესა ერთსა წილსა ზედან დაგსვამ შენი იყოს, გვმსახურებდი ტკბილი ტკბილსა