.... (H-1759), XIX ს.

1212. მე სიძესა ავთანდილის, უკეთესა ვჰპოებ ვერა თვით მეფობა ქალსა ჩემსა, მივეც აქუს და მას ეფერა ვარდი ახლად იფურჩნების, მე ყუავილი დამებერა რამცა ვჰკადრე შეცილება, რასაც ოდენ იგი ჯერა

1213. თუ შეგერთო ერთი მონა, თქვენთვის არცა მაშინ მშურდა ვინმცა გკადრა შეცილება, უშმაგომცა ვით მოგმდურდა თუ ავთანდილ არ მიყუარდა, აგრე მისთვის რად მამსურდა დია ღ~თო წინაშე ვარ, ესე ჩემგან დადასტურდა

1214. რა ტარიელ მეფისაგან, ესე სიტყუა მოისმინა დადრკა მდაბლად ეთაყვანა, პირსა ზედან დაეფინა კვლავ მეფემან თაყვანისცა, წამორევლო წადგა წინა ერთმანერთი მოემადლეს, მათ ერთსაცა არ ეწყინა

1215. ფრიდონ შეჯდა ავთანდილის, მახარობლად გაექანა ესდენ დიდი სიხარული, გაეხარნეს მასცა განა წავიდა და წამოუძღვა, მოიყუანა მოჰყუა თანა მაგრა ირცხვის მეფისაგან, შუქი ბნელად მოევანა

1216. მეფე ადგა მოეგება, ყმა გარდახდა რა მივიდა ხელთა ჰქონდა ხელმანდილი, პირსა იმით იფარვიდა მზე ღრუბელსა მოჰფარვოდა, ქუშდებოდა ვარდსა ზრვიდა მაგრა მისსა შვენებასა, რამცა ვითა დაჰფარვიდა

1217. მეფე კოცნასა ჰლამობდა, აღარა ცრემლნი სდენიან ავთანდილ ფერხთა ეხვევის, შუქნი ქვე დაუფენიან უბრძანა ადეგ ნუ ირცხვი, შენ ზნენი გამოგჩენიან რადგან მერჩიო ნუ მერცხვი, გაე რასაღა გრცხვენიან

1218. მოეხვია გარდაკოცნა, მან პირისა არე მარე დამივსეო ცეცხლი ცხელი, მაგრა წყალი არე მარე ვინ გიშერი დააჯოგა, და წამწმისა არემარე გვალე შეგყრი ლომო მზესა, თავი მისკენ არე მარე

1219. მეფე ყელსა ეხვეოდა, მას ლომსა და ვითა გმირსა ახლოს უზის ეუბნების, აკოცებს და უჭვრეტს პირსა იგი მზე და ჴელმწიფობა, ასრე მივა ვითა ღირსა მაშინღაა ლხინი ამო, რა გარდიხდის კაცი ჭირსა

1220. ყმა მეფესა მოახსენებს, მიკვირს სხვასა რად არ ბრძანებ რად არ გინდა ნახვა მზისა, ანუ რადღა აგვიანებ მიეგებვი მხიარული, სახლსა თქვენსა მოიყვანებ შემოიმოს შუქთა მისთა, ნათლად გარე მოივანებ

1221. ტარიელსცა მოახსენა, შესხდეს ქალსა მიეგებნეს მათ სამთავე გოლიათთა, მზისა ფერად ღაწვნი ღებნეს მიხვდეს მათსა საწადელსა, იგი პოეს რაცა ძებნეს ჴელი ჴადეს ჴმალთა მათთა, არა ცუდად წელთა ებნეს

1222. მეფემან ქალს უსალამა, მან შორით გარდახდომილმან დაუყუნა თვალნი ელვამან, მისთა ღაწვთაგან კრთომილმან გამოეგება აკოცა, კუბოსა შიგან ჯდომილმან დაუწყო ქება მეფემან, თვით ვერას ვერ მიხდომილმან

1223. ეტყვის მზეო ვითა გაქო, ნათელო და დარიანო შენთვის ხელნი გონებანი, არა ცუდათ არიანო მზიანო და მთვარიანო, ეტლად რაო და რიანო თქვენ საჭვრეტლად აღარ მინდით, არ ვარდნო და არ იანო

1224. განჰკვირდეს ყოვლნი მხედველნი, მისთა ელვათა ფენასა ვით მზემან დაჰყვნა მჭვრეტელთა, თვალნი ნათლისა ჩენასა მისგან დამწვარნი მისცნიან, გულნი ჭვრეტითა ლხენასა სითაც გამოჩნდის იქმოდეს, ჯარნი მუნითკენ რბენასა

1225. შინა წავიდეს ყოველნი, შესხდეს თავისა დარებად ჰქონდეს შვიდნივე მნათობნი, მის მზისა დასადარებად არ მიიხდომის სიტურფე, არს მათგან მიუმხვდარებად ადრე მივიდეს მეფისა, სახლად სამყოფად არებად

1226. შევიდეს ნახეს თინათინ, მჭვრეტთა მამცემი ჭირისა სკიპტროსან გვირგვინოსანსა, შვენოდა ცმა პორფირისა მისრულთა პირსა შეადგა, ელვა მისისა პირისა შევიდა მეფე ინდოთა, იგი მზე მსგავსი გმირისა

1227. ტარიელ და ცოლმან მისმან, ქალსა მდაბლად უსალამეს მოეგებნეს აკოცეს და, საუბარი დააამეს იგი სახლი გაანათლეს, არ ნათელი შეაღამეს ბროლ ბალახში გააღაწვეს, და გიშერი აწამწამეს

1228. თინათინ ზედა აწვივა, ტახტსა მეფეთა ზეთასა ტარიელ უთხრა შენ დაჯე, სწადიან ბრჭესა ბრჭეთასა დღეს ტახტი შენი შენ გმართებს, მეტად ყოველთა დღეთასა მე ლომი ლომთა დაგისვა, გვერდსა შენ მზეთა მზეთასა

1229. ორთავე ჴელნი მოჰკიდეს, და დასვეს ტახტსა თავისსა გვერდსა დაუსვეს ავთანდილ, სურვილსა მოეკლა ვისსა უნახავსა და ნახულსა, სჯობს ყოვლსა სანახავისსა ნუ ეჭვ მიჯნურად მათებრსა, ნუცა თუ რამინს და ვისსა

1230. ქალსა შესწბა გაუკჳრდა, ავთანდილის გვერცა ჯდომა ფერი ჰკრთა და გაუფიცხდა, შე და გამო გულმან კრთომა მეფე ეტყჳს შვილო ჩემგან, გაქვს სირცხვილი ნუ რა ზომა ბრძენთა უთქვამს სიყვარული, ბოლოდ მისი არ წახდომა

1231. აწ შვილნო ღ~თნ თქვენ მოგცეს, ათას წელ დღეთა გრძელობა სვე სვიანობა დიდობა, კვლავ ჭირთა გარდუხდელობა ცამცა ნუ შეგცვლის მოგხვდების, თვით მისებრ შეუცვლელობა თქვენთა ჴელითა მეღირსოს, მიწათა შემომყრელობა