ვეფხისტყაოსანი, 1841 წ.

1118. “ღმერთი მყავს მოწმად, ვიშიშვი თქვენსა ამისა თხრობასა, მაგრა რა ვირგო, დღე-კრულმან, სრულად გავყრივარ თმობასა, გული ვერ გასძლებს ნიადაგ შავთა წამწამთა სობასა, და თუ რას მეწევი, მეწივე, თვარა მივჰხდები ცნობასა!

1119. “მე ვირე ამა წიგნისა პასუხი მომივიდოდეს, ვცნობდე, გინდოდე საკლავად, ან ჩემი რა გგავიდოდეს, მუნამდის გავსძლო სულთა დგმა, გული რაზომცა მტჰკიოდეს, და სიცოცხლე ანუ სიკვდილი გარდმიწყდეს ნეტარძი ოდეს!”

1120. ფატმან ხათუნ დაჰსწერა და გაუგზავნა წიგნი მისი; ყმამან ასრე წაიკითხა, და ვინმეა, ანუ თვისი! სთქვა: “არ იცის გული ჩემი, ვინ მაშიკობს ვისსა ვისი, და რომე მიმიჩნს სამიჯნურო, რად ვამსგავსო მე მას მისი!”

1121. ჰსთქვა: “ყვავი ვარდსა რას აქნევს, ანუ რა მისი ფერია! მაგრა მას ზედა ბულბულსა ჯერთ ტკბილად არ უმღერია. უმზგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია, და რა უსთქვამს, რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია!”

1122. ესე გვარი საზრახავი დაუზრახავს გულსა შინა; მერმე იტყვის: “ჩემი შემწე ჩემგან კიდე არავინა; რასათვისცა გამოჭრილვარ, მისი ძებნა რადგან მინა, და რათამცა ვით ვჰპოებ, მას ვიქმ, გულმან სხვამცა რა ისმინა.

1123. “ისი დიაცი აქა ჰზის, მნახავი კაცთა მრავალთა; მოსადგურე და მოყვარე მგზავრთა, ყოველგნით მავალთა; მივჰყვე, მიამბობს ყველასა, რაზომცა ცეცხლი მწვავს ალთა, და ნუ თუ რა მარგოს, მე მისი გარდახდა ჩემგან ვცნა ვალთა”.

1124. სთქვა: “დიაცსა ვინცა უყვარს, გაექსვის და მისცემს გულსა, აუგი და მოყივნება არად შესწონს ყოლა კრულსა; რაცა იცის, გაუცხადებს, ხვაშიადსა უთხრობს სრულსა, და მიჯობს, მივჰყვე, განღა სადმე ვსცნობ საქმესა დამალულსა”.

1125. კვლავ იტყვის: “ვერვინ ვერას იქმს, თუ ეტლი არ მოსთმინდების, მით რაცა მინდა, არა მაქვს, რაცა მაქვს, არ მომინდების; ბინდის გვარია სოფელი, ეს თურე ამად ბინდდების, და კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების!”

წიგნი ავთანდილისაგან ფატმანისადმი პასუხად მიწერილი

1126. მოგეწერა, “წავიკითხე შენი წიგნი, ჩემი ქება, შენ მომასწარ, თვარა შენგან მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება; შენცა გინდა, მეცა მინდა გაუწყვედლად შენი ხლება, და შეყრა არის პირიანი, ორთავეა რადგან ნება”.

1127. ფატმანისა ვერ გიამბობ, მოემატა რა სიამე; მიუწერა: “კმარის, რაცა უშენომან ცრემლი ვლამე, აწ ვიქმნები თავისწინა, აქა მპოვებ მარტოსა მე, და მომისწრაფე შეყრა შენი, რა შეღამდეს, მოდი ღამე”.

1128. მას ღამითვე საწვეველი რა მიართვეს წიგნი ყმასა, შეღამდა და წაცავიდა, სხვა ემთხვია მონა გზასა: “ამას ღამე ნუ მოხვალო, ვერა მპოვებ შენთვის მზასა”. და მას ეწყინა, არ დაბრუნდა, სთქვა თუ: “ჰგავსო ეგე რასა!”

1129. წვეული აღარ დაბრუნდა, კვლავ ზევე უკუწვევითა. ფატმან ჰზის წყენით, შევიდა ავთანდილ მარტო ხე ვითა, დიაცსა წყენა შეატყო, ნახა შესლვითა, შევითა, და ვერ დაიჩინა შიშითა და მისითავე თნევითა.

1130. ერდგან დაჰსხდეს და დაიწყეს კოცნა, ლაღობა წყლიანი; შემოსდგა კარსა ყმა ვინმე კეკლუცი, ტან-ნაკვთიანი, შემოვლო ახლოს, შემოჰყვა მონა ჴმალ დარაკიანი, და დაჰკრთა, რა ჰნახა ავთანდილ, ჰგავსო თუ გზაა კლდიანი.

1131. ფატმან რა ნახა, შეშინდა, ძრწის და მიეცა ძრწოლასა. მან გაჰკვირვებით უჭვრიტა მათსა ლაღობა-წოლასა; უთხრა: “არ გიშლი, დიაცო, ფერთა მიდამო კრთოლასა. და გამითენდების, განანებ მაგა მოყმისა ყოლასა.

1132. “გამკიცხე, ბოზო დიაცო, და დამდევ გასათრეველად, მაგრა სცნობ ხვალე პასუხსა მაგა საქმისა მზღვეველად: ვარ შენთა შვილთა შენითა კბილითა დამაჭმეველად, და დავშალო, წვერთა ფუ მიყავ, ხელი-ღა ვრბოდე მე ველად!”

1133. ესე სთქვა და კაცმან წვერთა მოიზიდნა, გავლნა კარნი, ფატმან შეჰქმნა თავის-ცემა, ღაწვნი ესხნეს ნახოკარნი; ცრემლთა, მისთა მონადენთა, წყაროსებრნი ისმნეს წკარნი; და სთქვა: “დამქოლეთ, მოდით, ქვითა, მომადეგით მომაყარნი!”

1134. მოსთქვამს: “მოვკალ, ჰაი ქმარი, ამოვწყვიდენ წვრილნი შვილნი, იავარ ვყავ საქონელი, უსახონი თვალნი თლილნი, გავეყარე საყვარელთა, ვა, გამზრდელნი, ვა გაზრდილნი; და ბოლოდ ვექმენ სახლსა ჩემსა, სიტყვანია ჩემნი წბილნი”.

1135. ამას ყველასა ავთანდილ ისმენდა გაცბუნვებული; უბრძანა: “რა გჭირს, რას იტყვი, რასთვის ხარ აგრე ვებული? რას დაგექადა იგი ყმა, რა ჰნახა შენგან კლებული? და დადუმდი, მითხარ, ვინ იყო, ანუ რად საქმედ რებული?”

1136. დიაცმან უთხრა: ”ჰე, ლომო, ხელი ვარ ცრემლთა დენითა, ნურას ნუ მკითხავ ამბავსა, ვერცა რას გითხრობ ენითა; დავჴოცენ შვილნიჴელითა, მით ვარ აღარას ლხენითა. და თავი მოვიკალ უთმინოდ სიყვარულითა შენითა.