ვეფხისტყაოსანი, 1888 წ.

1068. ფატმან ხათუნ დასწერა და გაუგზავნა წიგნი მისი; ყმამან ასრე წაიკითხა, და ვინმეა, ანუ თვისი! სთქვა: ,,არ იცის გული ჩემი, ვინ მაშიკობს ვისსა ვისი, რომე მიმიჩნს სამიჯნურო, რად ვამზგავსო მე მას მისი!,,

1069. სთქვა: ,,ყვავი ვარდსა რას აქნევს, ანუ რა მისი ფერია! მაგრა მას ზედა ბულბულსა ჯერდ ტკბილად არ უმღერია. უმზგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია,– რა უთქვამს, რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია!,,

1070. ესე გვარი საზრახავი დაუზრახავს გულსა შინა; მერმე იტყვის: ,,შენგან კიდე ჩემი შემწე არავინა; რასათვისცა გამოვჭრილვარ, მისი ძებნა რადგან მინა, რათაცა ვით ვპოვებ, მას ვიქმ, გულმან სხვამცა რა ისმინა.

1071. ,,ისი დიაცი აქა ზის, მნახავი კაცთა მრავალთა; მოსადგურე და მოყვარე მგზავრთა, ყოველგნით მავალთა; მივყვე, მიამბობს ყველასა, რაზომცა ცეცხლი მწვავს ალთა, ნუთუ რა მარგოს, მე მისი გარდახდა ჩემგან ვცნო ვალთა,,.

1072. სთქვა: ,,დიაცსა ვინცა უყვარს, გაექსვის და მისცემს გულსა, აუგი და მოყივნება არად შესწონს ყოლად კრულსა; რაცა იცის, გაუცხადებს, ხვაშიადსა უთხრობს სრულსა,– მიჯობს, მივყვე, განღა სადმე ვცნობ საქმესა დამალულსა,,.

1073. კვლავ იტყვის: ,,ვერვინ ვერას იქმს, თუ ეტლი არ მოსთმინდების, მით რაცა მინდა, არა მაქვს, რაცა მაქვს, არ მომინდების; ბინდის გვარია სოფელი, ეს თურე ამად ბინდების,– კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების!,,

წიგნი ავთანდილისაგან ფატმანისადმი პასუხად მიწერილი

1074. მოგეწერა, ,,წავიკითხე შენი წიგნი, ჩემი ქება, შენ მომასწარ, თვარა შენგან მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება; შენცა გინდა, მეცა მინდა გაუწყვედლად შენი ხლება, შეყრა არის პირიანი, ორთავეა რადგან ნება,,.

1075. ფატმანისა ვერ გიამბობ, მოემატა რა სიამე; მიუწერა: ,,კმარის, რაცა უშენომან ცრემლი ვლამე, აწ ვიქმნები თავისწინა, აქა მპოვე მარტო სამე, მომისწრაფე შეყრა შენი, რა შეღამდეს, მოდი ღამე,,.

1076. მას ღამითვე საწვეველი რა მიართვეს წიგნი ყმასა, შეღამდა და წაცავიდა, სხვა ემთხვია მონა გზასა: ,,ამას ღამე ნუ მოხვალო, ვერა მპოვებ შენთვის მზასა,,. მას ეწყინა, არ დაბრუნდა, სთქვა თუ: ,,ჰგავსო ეგე რასა!,,

1077. წვეული აღარ დაბრუნდა, კვლავ ზევე უკუწვევითა. ფატმან ზის წყენით, შევიდა ავთანდილ მარტო ხე ვითა, დიაცსა წყენა შეატყო, ჰნახა შესლვითა, შევითა, ვერ დაიჩინა შიშითა და მისითავე თნევითა.

1078. ერთგან დასხდეს და დაიწყეს კოცნა, ლაღობა წყლიანი; შემოდგა კარსა ყმა ვინმე კეკლუცი, ტან-ნაკვთიანი, შემოვლო ახლოს, შემოჰყვა მონა ხრმალ დარაკიანი, დაჰკრთა, რა ჰნახა ავთანდილ, ჰგავსო თუ გზაა კლდიანი.

1079. ფატმან რა ნახა, შეშინდა, ძრწის და მიეცა ძრწოლასა. მან გაკვირვებით უჭვრიტა მათსა ლაღობა-წოლასა; უთხრა: ,,არ გიშლი, დიაცო, ფერთა მიდამო კრთოლასა. გამითენდების, განანებ მაგა მოყმისა ყოლასა.

1080. ,,გამკიცხე, ბოზო დიაცო, და დამდევ გასათრეველად, მაგრა სცნობ ხვალე პასუხსა მაგა საქმისა მზღვეველად: ვარ შენთა შვილთა შენითა კბილითა დამაჭმეველად, დავშალო, წვერთა ფუ მიყავ, ხელი-ღა ვრბოდე მე ველად!,,

1081. ესე სთქვა და კაცმან წვერთა მოიზიდნა, გავლნა კარნი, ფატმან შეჰქმნა თავის-ცემა, ღაწვნი ესხნეს ნახოკარნი; ცრემლთა, მისთა მონადენთა, წყაროსებრნი ისმნეს წკარნი; სთქვა: ,,დამქოლეთ, მოდით, ქვითა, მომადეგით მომაყარნი!,,

1082. მოსთქვამს: ,,მოვკალ, ჰაი ქმარი, ამოვწყვიდენ წვრილნი შვილნი, იავარ ვყავ საქონელი, უსახონი თვალნი თლილნი, გავეყარე საყვარელთა, ვაჲ, გამზრდელნი, ვაჲ გაზრდილნი; ბოლოდ ვექმენ სახლსა ჩემსა, სიტყვანია ჩემნი წბილნი,,.

1083. ამას ყველასა ავთანდილ ისმენდა გაცბუნვებული; უბრძანა: ,,რა გჭირს, რას იტყვი, რასთვის ხარ აგრე ვებული? რას დაგექადა იგი ყმა, რა ჰნახა შენგან კლებული? დადუმდი, მითხარ, ვინ იყო, ანუ რად საქმედ რებული?,,

1084. დიაცმან უთხრა: ,,ჰე, ლომო, ხელი ვარ ცრემლთა დენითა, ნურას ნუ მკითხავ ამბავსა, ვერცა რას გითხრობ ენითა; დავხოცენ შვილნი ხელითა, მით ვარ აღარას ლხენითა. თავი მოვიკალ უთმინოდ სიყვარულითა შენითა.

1085. ,,ესე გვარი დია მიჰხვდეს სიტყვა მცდარსა, ენა-მეტსა, – ხვაშიადის ვერ დაჰმალავს უჭკუოსა, შმაგსა, რეტსა; ვაგლახითა მეწივენით, გეტყვი ყოვლსა ჩემსა მჭვრეტსა, მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლის მხვრეტსა.

1086. ,,ორისაგან ერთი ჰქმენით, ამის მეტსა ნურას ჰლამით: მოვითაჰკლავ იმა კაცსა, წადი, მოჰკალ მალვით ღამით, მე და სრულად სახლი ჩემი დახოცასა დაგვხსენ ამით; მოხვალ, გითხრობ ყველაკასა, მე ვითა ვარ ცრემლთალამით.