... (A-855), XIX ს.

1004. ავთანდილ მარტო ზღვის პირსა, მივა ოთხითა მონითა წამალსა ტარიელისსა ეძებს, ყოვლითა ღონითა დღისით და ღამით მტირალი, იღვრების ცრემლთა ფონითა ჩალად უჩს ყოვლი ქვეყანა, მისვე ჩალისა წონითა

1005. სადაცა ნახნის ეუბნის, მგზავრნი ზღვის პირსა რებულნი ჰკითხის მის მზისა ამბავი, დღენი ვლნა გაასებულნი ქედსა გარდადგეს აქლემნი, აუჩნდეს ლარკიდებულნი მოქარავნენი ზღვის პირსა, დაყრით დგეს შეჭირვებულნი

1006. მუნ ქარავანი ურიცხვი, მოსდგმოდა ზღვისა კიდესა შეიჭირვებდეს ჭმუნვიდეს, ვერცა დგეს ვერცა ვლიდესა ყმამან სალამი უბრძანა, ქებასა შეასხმიდესა ჰკითხეს თუ ვაჭარნო ვინ ხართ, მათ საუბარი ჰკიდესა

1007. უსამ იყო ქარავნისა, უხუცესი კაცი ბრძენი მოახსენა ხოტბა სრული, დალოცა და უქნა ზნენი ჰკადრეს ხმელთა სიცოცხლეო, შენ ამოჰხვე ჩვენი მლხენი ჩამოჰხე და მოგახსენოთ, ამბავი და საქმე ჩვენი

1008. გარდაჴდა ჰკადრეს ჩვენ ვართო, მობაღდადენი ვაჭარნი მაჰმადის სჯულის მჭირავნი, აროდეს გვისმან მაჭარნი ზღვათა მეფისა ქალაქსა, სავაჭროდ გარდმონაჭარნი საქონელ სრულნი მდიდარნი, არ ლარნი გვაქვან ნაჭარნი

1009. ჩვენ აქა ვპოვეთ ზღვის პირსა, კაცი უსულოდ მდებარე ვუშველეთ ენა მოეცა, სიტყვისა გამომგებარე ვჰკითხეთ თუ ვინ ხარ ღარიბო, რასა საქმისა მძებარე გვითხრა თუ შეხვალთ დაგხოცენ, კიდე ცოცხალვარ მე ბარე

1010. თქვა ქარავანი ეგვიპტით, გამოვემართეთ ერითა ზღვასა შევედით ტვირთულნი, ლარითა მრავალფერითა მუნ მეკობრეთა დაგვხოცეს, ძელით სახნისის წვერითა ყველაი წახდა არ ვიცი, აქა მოსრულვარ მე რითა

1011. ლომო და მზეო ესეა, მიზეზი აქა დგომისა დაბრუნვებითა გვეცემის, ზიანი არსაზომისა შევიდეთ ვა თუ დაგვხოცნენ, ძალი არა გვაქვს ომისა ვერცა ვდგათ ვერცა წასრულვართ, ღონე წაგვსლვია რჩომისა

1012. ყმამან უთხრა ვინცა ჭმუნავს, ცუდია და ცუდად სცთების რაცა მოვა საქმე ზენა, მომავალი არ აგვცთების მე მივინდობ სისხლთა თქვენთა, შემოვისხამ დაცამწვთების ვინცა გებრძვის ხრმალი ჩემი, მბრძოლთა თქვენთა დააცვთების

1013. მოქარავნენი აივსნეს, სიხარულითა დიდითა თქვეს ყმა ვინმეა ჭაბუკი, არა ჩვენებრვე რიდითა აქვს თავისაგან იმედი, ვიყვნეთ გულითა მშვიდითა შევიდეს ჩასხდეს ხომალდსა, გამართეს ზღვისა კიდითა

1014. სიამოვნისა დარითა, იარეს არ სიძნელითა მათი ბადრაგა ავთანდილ, უძღვის გულითა ქველითა გამოჩნდა ნავი მეკობრე, დროშითა მეტად გრძელითა მას ნავსა ნავთა სალეწლად, სახნისი ჰგია ძელითა

1015. კიოდეს და მოდიოდეს, იზახდეს და ბუკსა ჰკრესა შეუშინდა ქარავანი, მათ ლაშქართა სიდიდესა ყმამან უთხრა ნუ იშიშვით, თქვენ იმათსა სიალფესა ანუ დავჰხოც იმ ყველასა, ან სიკვდილი ჩემი დღესა

1016. უგანგებოდ ვერას მიზმენ, შეცამებნენ ხმელთა სპანი განგებაა არ დავრჩები, ლახვარნია ჩემთვის მზანი ვერ დამხსნიან ვერ ციხენი, ვერ მოყვასნი ვერცა ძმანი ვინცა იცის ესე ასრე, ჩემებრვეა გულოვანი

1017. თქვენ ვაჭარნი ჯაბანნი, ხართ ომისაცა უმეცარნი შორს ისრითა არ დაგხოცნენ, ჩაიხშენით თანა კარნი მარტო მნახეთ ვით შევიბა, ვით ვიხმარნე ლომნი მკლავნი მეკობრისა ნავისანი, სისხლნი ნახნეთ მონაღვარნი

1018. ჩაიცვა ტანსა აბჯარი, ქცევითა ვეფხებრ მკრჩხალითა მას ხელთა კეტი რკინისა, ჰქონდა ხელითა ცალითა ნავისა თავსა გულითა, წადგა შიშშეუვალითა ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა, მტერნი დახოცნა ხრმალითა

1019. კიოდეს იგი ლაშქარნი, ხმა მათი არ გაწყდებოდა აძგერეს ძელი რომელსა, ზედა სახნისი ჰგებოდა ყმა ნავის თავსა უშიშრად, ქვე დგა არ თურე ჰკრთებოდა კეტი ჰკრა ძელი მოსტეხა, სხვით არათ არ მოსტყდებოდა

1020. ძელი მოსტეხა ავთანდილ, დარჩა ნავდაულეწელი შეშინდეს იგი ლაშქარნი, გზა ძებნეს გარდსახვეწელი ვეღარ გაესწრნეს გარდუხდა, მტერთა მი და მო მლეწელი არ დარჩა კაცი ცოცხალი, მუნ მისგან დაუფრეწელი

1021. მათ ლაშქართა გულუშიშრად, ასრე ჰხოცდა ვითა თხასა ზოგი ნავსა შეანარცხის, ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა ერთმანერთსა შემოსტყორცის, რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა დაკოდილნი მკვდართა შუა, იმალვიან მალვენ ხმასა

1022. გაუმარჯვდა ომი მათი, ვითა სწადდა მისსა გულსა ზოგთა ჰკადრეს ზენაარი, ნუ დაგვხოცო შენსა სჯულსა არ დახოცნა დაიმონნა, დარჩომოდა რაცა წყლულსა მართლად იტყვის მოციქული, შიში შეიქს სიყვარულსა

1023. კაცო ძალსა ნუ იქადი, ნუცა მოჰკვეხ ვითა მთრვალი არას გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ღრმთისა ძალი დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დასწვავს ნაბერწკალი ღმერთი გფარავს სწორად გაჰკვეთს, შეშა ვის ჰკრა თუნდა ხრმალი