... (A-855), XIX ს.

965. მოეხვივნეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დარიდონ თვით უსახოდ ფრიდონს ყმა, და მოეწონა ყმასა ფრიდონ რა მჭვრეტელთა იგი ნახონ, მზე მათთანა გააფლიდონ მომკალ ბაზარს სხვა მათებრი, ივაჭრონ რა ანუ ჰყიდიან

966. ფრიდონისებრნი მოყმენი, ვინმცა ვით ვინ ეგებიან მაგრა მას ახლვან ქებანი, მართ მეტნი არ მიხვდებიან მზე უჩინო იქს მნათობთა, რა ახლოს შეიყრებიან დღისით ვერ ნათობს სანთელი, და ღამით შუქნი ჰკრთებიან

967. ცხენთა შესხდეს გაემართნეს, ფრიდონისსა მივლენ სრასა დაიშალა ნადირობა, მოეშალნეს მხეცთა სრვასა ავთანდილის ჭვრეტად სპანი, იქი აქათ იქმან ჯრასა თქვეს ასეთი ხორიცელი, შეუქმნია ნეტარ რასა

968. ყმა ფრიდონს ეტყვის ისწრაფი, ვიცი ამბისა თხრობასა გიამბო ვინ ვარ სით მოვალ, ვინათგან ჰლამი ცნობასა ანუ სით ვიცნობ ტარიელს, ანუ რად ვიტყვი ძმობასა იგი ძმად მიხმობს ძმა ხარო, თუცა ძლივ ღირს ვარ ყმობასა

969. მე ვარ ყმა როსტან მეფისა, მოყმე არაბეთს ზრდილობით დიდი სპასპეტი სახელად, მიხმობენ ავთანდილობით ძე დიდებულთა დიდგვართა, ზრდილი მეფეთა შვილობით საკრძალავი და უკადრი, მყოფი არვისგან ცილობით

970. დღესა ერთსა მეფე შეჯდა, ნადირობას გამოვიდა მინდორს ვნახეთ ტარიელ, ცრემლთა ღვრიდა ველთა რწყვიდა გაგვიკვირდა გვეუცხოვა, ვაწვიეთ და არ მოვიდა ჩვენ გვეწყინა არ ვიცოდით, მას თუ ცეცხლი რაგვარ სწვიდა

971. მეფემან სპანი შეპყრობად, შეუზახნა და წყრებოდა მან უჭირველად დახოცნა, ომი არ მისჭირდებოდა ზოგსა მხართეძო დალეწა, და ზოგსა სული ჰხდებოდა მუნღა ცნეს ეტლი მთვარისა, რომე არ დაბრუნდებოდა

972. რა სპათაგან ვერ შეპყრობა, ცნეს მეფეთა მეტად მწყრალთა თვით შესხდეს და შეუტიეს, ამაყთა და არას მკრთალთა რა ტარიელ მეფე იცნა, მუნღა დაჰკრთა მათთა ხრმალთა ცხენსა მისცნა სადავენი, დაგვეკარგა წინა თვალთა

973. ვჰსძებნეთ და კვალი ვერ ვპოვეთ, დავჰწამეთ ეშმაურობა მეფე დაჭმუნდა დაშალა, სმა ნადიმობა პურობა მე ვეღარ გავსძელ მისისა, ამბისა არდასტურობა გამოვიპარე საძებრად, მწვიდა ცეცხლი და მურობა

974. იგი ვჰსძებნე წელსა სამსა, არ ვიამე არცა ძილი მათ მასწავლეს ხატაელნი, ვნახენ მისგან დაკოდილი ვჰპოვე ვარდი მოყვითანე, შუქმკრთალი და ფერმიხდილი შემიტკბო და შემიყვარა, ვითა ძმა და ვითა შვილი

975. ქვაბნი წაუხვამნ დევთათვის, სრულად გამესისხლებია მუნ ასმათ ახლავს მარტოსა, სხვა არვინ უახლებია მას მუდამ ძველი ცეცხლი სწვავს, არახალ არახლებია ვა ჰმართებს მისსა გაყრილსა, შავი ხლა თავსა ხლებია

976. ქალი მარტო ქვაბსა შიგან, ზის მტირალი ცრემლნაწთომი ყმა ნადირსა უნადირებს, ლომის ლეკვსა ვითა ლომი მიართვამს და იმით არჩენს, იგი ერთგან ვერდამდგომი მისგან კიდე სანახავად, არა უნდა კაცთა ტომი

977. მე უცხოს უცხო მანატრა, მოსმენა სანატრელისა მითხრა ამბავი მისი და, მისისა სასურველისა რა ჭირნი დასთმნა ვერ იტყვის, აწ ენა ესე ხელისა ჰკლავს სურვილი და ვერჭვრეტა, მისისა დამმარხველისა

978. ვითა მთვარე დაუდგრომლად, იარების არ დადგების მასვე ცხენსა შენეულსა, ზის აროდეს გარდახდების არას ნახავს პირმეტყველსა, ვით ნადირი კაცთა ჰკრთების ვა მე მისსა მგონებელსა, ვა მას ვინცა მისთვის კვდების

979. მის ყმისა ცეცხლი მედების, ვტირი ცეხლითა მისითა შემებრალნეს და გავშმაგდი, გავხე ცნობითა ვისითა მომინდა მისთა წამალთა, ძებნა ზღვითა და ქვიშითა შევიქეც ვნახენ მეფენი, მყოფნი გულითა მქისითა

980. დავეთხოვე და გამიწყრეს, მეფე მიეცა ჭმუნვასა დავყარენ ჩემნი ლაშქარნი, მით იზახიან მუნ ვასა გამოვეპარე დავეხსენ, სისხლისა ცრემლთა წურვასა აწ ვეძებ მისთა წამალთა, ვიქ იქითაქათ ბრუნვასა

981. შენი მან მითხრა ამაბავი, მისგან ძმობისა შენისა აწ მიპოვნიხარ უებრო, შენ საქებელი ენისა გამომირჩიე სით მიჯობს, ძებნა მის მზისა ზენისა მისთა მჭვრეტელთა ლხინისა, ვერმჭვრეტთა ამაზრზენისა

982. აწ ფრიდონ იტყვის სიტყვითა, მის ყმისა ნაუბარითა ორნივე სწორად მოსთქმიდეს, მოთქმითა საქებარითა გულ ამოსკვნილნი გულითა, ტირან ვერ დამთმობარითა მუნ ვარდსა წყლითა ცხელითა, რწყვენ ტევრთა საგუბარითა

983. ლაშქართა შიგან შეიქმნა, ხმა ტირილისა დიდისა ზოგთაგან ხოკა პირისა, ზოგთაგან სრევა რიდისა ფრიდონ ტირს მოთქვამს ხმა მაღლად, გაყრილი წლისა შვიდისა უხანობა და სიცრუვე, ვა საწუთროსა ფლიდისა

984. ფრიდონ მოსთქვამს რა შეგასხათ, ვერსაქებო ვერსათქმელო ხმელთა მზეო სამყაროსა, მზისა ეტლთა გარდამსხმელო მოახლეთა სალხინოო, სიცოცხლეო სულთა მდგმელო ცისა ეტლთა სინათლეო, დამწველო და დამანთქმელო