... (A-855), XIX ს.

1043. აქა მოსლვითა გაყმდების, კაციცა იყო ბერები სმა გახარება თამაში, ნიადაგ სიმღერაები ზამთარ და ზაფხულ სწორად გვაქვს, ყვავილი ფერადფერები ვინცა გვიცნობენ გვნატრიან, იგიცა ვინა მტერები

1044. დიდვაჭარნი სარგებელსა, ამისებრსა ვერ ჰპოებენ იყიდიან გაჰყიდიან, მოიგებენ წააგებენ გლახა თვე ერთ გამდიდრდების, სავაჭროსა ყოვლგნით ჰკრებენ უქონელნი წელიწადსა, საქონელსა დაიდებენ

1045. მე ვარ მებაღე უსენის, ვაჭართა უხუცესისა ესეცა გკადრო ამბავი, საქმე მისისა წესისა თვით ესე ბაღი მისია, სადგომი თქვენი დღესისა პირველ მას ჰმართებს ჩვენება, ყოვლისა უტურფესისა

1046. რა შემოვლენ დიდვაჭარნი, მას ნახვენ და ძღვენსა სძღვნიან უჩვენებენ რაცა ჰქონდეს, სხვაგან ლარსა ვერ გახსნიან უტურფესსა სეფედ დასხმენ, ფასსა მუნვე დაუთვლიან მათ მაშინვე ააზატებს, ვითა სწადდეს დაჰყიდიან

1047. თქვენებრთა საბატიოთა, მას ჰმართებს გამოსვენება დამყენებელთა უბრძანებს, მართებდეს ვის დაყენება აწ იგი აქა არ არის, რას მარგებს მისი ხსენება გამოგება და წაყვანა, მას ჰმართებს თქვენი ქენება

1048. ფატმან ხათუნ შინა არის, ხათუნი და ცოლი მისი პურად კარგი მასპინძელი, საყვარელი არ თუ მქისი მას ვაცნობო მოსლვა თქვენი, წაგიყვანოს ვითა თვისი წინა კაცსა მოგაგებებს, ქალაქს შეხვალ ნათლივ დღისი

1049. ავთანდილ უთხრა წადიო, აგრე ქმენ რაცა გწადიან მებაღე მირბის იხარებს, ოფლი ქვე მკერდამდის ჩასდიან ხათუნსა უთხრა ამბავი, მე ესე დამიქადიან ყმა მოვა მისთა მჭვრეტელთა, შუქნი მზედ გაიცადიან

1050. ვაჭარი ვინმე პატრონი, არს ქარავნისა დიდისა საროსა მსგავსი ნაზარდი, და მთვარე დღისა შვიდისა შვენის ჯუბა და მოხვევა, ძოწეულისა რიდისა მე მიხმო მკითხა ამბავი, და ნირი ლართა სყიდისა

1051. ფატმან ხათუნს გაეხარნეს, გააგება მონა ათი მოუკაზმეს ქარვანსრანი, დააყენა ბარგი მათი შემოვიდა ღაწვი ვარდი, ბროლ ბადახში მინა სათი მისთა მჭვრეტთა დაასახეს, ვეფხსა ტოტი ლომსა თათი

1052. ზარი განჰჴდა შემოაკრბეს, ქალაქისა ერნი სრულად იქით აქათ იჯარვოდეს, უჭვრიტოთო ამას რულად ზოგნი ნდომით შეჰფრფინვიდეს, ზოგნი იყვნეს სულწასრულად მათთა ცოლთა მოიძულვეს, ქმარნი დარჩეს გაბასრულად

ავთანდილისაგან ფატმანის ალაგში მისვლა ფატმანის მიგებება და სიხარული

1053. ფატმან ცოლი უსენისი, გაეგება კართა წინა მხიარულად უსალამა, სიხარული დაიჩინა ერთმანერთი მოიკითხეს, შევიდეს და დასხდეს შინა ფატმან ხათუნს მოსლვა მისი, შევითვატყე არ ეწყინა

1054. ფატმან ხათუნ თვალად მარჯვე, არ ყმაწვილი მაგრა მზმელი ნაკვთად კარგი შავგრემანი, პირმსუქანი არპირხმელი მუტრიბთა და მომღერალთა, მოყვარული ღვინისმსმელი დია ედვა სასალუქო, დასაბურავ ჩასაცმელი

1055. მას ღამესა ფატმან ხათუნ, უმასპინძლა მეტად კარგა ყმამან უძღვნა ძღვენი ტურფა, მიმღებელთა თქვეს თუ ვარგა ფატმანს მისი მასპინძლობა, უღირს ღმერთო არ დაჰკარგა სვეს და ჭამეს დასაწოლად, ყმა გავიდა ღამით გარ გა

1056. დილასა ლარი ყველაი, უჩვენა გაახსნევინა ტურფანი სეფედ გარდასხნა, ფასიცა დაათვლევინა ვაჭართა უთხრა წაიღეთ, აჰკიდა გააწევინა თქვა ვითა გინდა ვაჭრობდით, ნუ გამაცხადებთ მე ვინა

1057. ყმა ვაჭრულად იმოსების, არ ჩაიცვამს არას მისსა ზოგჯერ უხმის ფატმან მისსა, ზოგჯერ იყვის ფატმანისსა ერთგან სხდიან უბნობდიან, საუბარსა არა მქისსა ფატმანს ჰკლვიდა უმისობა, რამინისა ვითა ვისსა ფატმანისან ავთანდილის გამიჯნურება წიგნის მიწერა და გაგზავნა

1058. სჯობს სიშორე დიაცისა, ვისგან ვითა დაითმობის გილიზღებს და შეგიკვეთებს, მიგინდობს და მოგენდობის მართ ანასდად გიღალატებს, გაჰკვეთეს რაცა დაესობის მით დიაცსა სამალავი, არასთანა არ ეთხრობის

1059. ფატმან ხათუნს ავთანდილის, გულსა ნდომა შეუვიდა სიყვარული მეტის მეტი, მოემატა ცეცხლებრ სწვიდა დამალვასა ეცდებოდა, მაგრა ჭირთა ვერ მალვიდა იტყვის რა ვქნა რა მერგების, აწვიმებდა ცრემლთა ღვრიდა

1060. მიღმა ვუთხრა ვა თუ გაწყრეს, შეხედვაცა დამიძვირდეს თუ არა ვთქვა ვეღარ გავსძლებ, ცეცხლი უფრო გამიხშირდეს ვთქვა და მოვკვდე ანუ დავრჩე, ერთი რამე გამიპირდეს მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას რაცა სჭირდეს

1061. დაწერა წიგნი საბრალო, მის ყმისა მისართმეველი მისისა მიჯნურობისა, მისთა პატიჟთა მცნეველი მისთა მსმენელთა გულისა, შემძრველი შემარყეველი უსტარი შესანახავი, არ ცუდად დასახეველი