... (A-855), XIX ს.

894. ასმათ თქვა ღმერთო რომელი, არ ითქმი კაცთა ენითა შენ ხარ სავსება ყოველთა, აღგვავსებ მზეებრ ფენითა გაქო ვით გაქო რა გაქო, არსაქებელო სმენითა დიდება შენდა არ მომკალ, ამათთვის ცრემლთა დენითა

895. ტარიელ იტყჳს აჰ დაო, მით ცრემლი აქა მდენია საწურთო ნაცვლად გვატირებს, რაც ოდენ გაგვიცინია ძველი წესია სოფლისა, არ ახლად მოსასმინია ვა შენი ბრალი თვარა და, სიკვდილი ჩემი ლხინია

896. ჰსწყუროდეს წყალსა ვინ დაღვრის, კაცი უშმაგო ცნობილი მე თვალთა ჩემთა მით მიკვირს, რად ვარ ცრემლითა ლტობილი უწყლოობა ჰკლავს და წყალი სდის, არ ოდეს არ გახმობილი ვა წარხდა ვარდი ჰპობილი, ვა მარგალიტი წყობილი

897. ავთანდილსცა მოეგონა, მისი მზე და საყვარელი იტყვის ჩემო ვით ვეგები, მე უშენოდ სულთა მდგმელი შენ არ გახლავ ჩემი ჩემთვის, სიცოცხლეა სანანელი გითხრამცა ვინ რა მჭირს ანუ, რა ცეცხლი მწვავს რაგვარ ცხელი

898. ვარდი ამას ვით იაზრებს, მზე მომშორდეს არ დავძრეო ანუ ჩვენ გლახ რა გვერგების, რა ჩასვენდეს გორსა მზეო გულო გიჯობს გაუმაგრდე, თავი სრულად გაიკლდეო ნუთუ მოგხვდეს ნახვა მისი, სულთა სრულად ნუ დალეო

899. სული დაიღეს დადუმდეს, ორთავე ცეცხლი სდებოდა ასმათი შეჰყვა შევიდა, მათებრ სახმილი გზებოდა დაუგო ტყავი ვეფხისა, რომელ კვლა მიწყივ ჰგებოდა ორნივე დასხდეს უბნობდეს, რაცა მათ ეამებოდა

900. მწვადი შეიწვეს შეიქმნა, პურობა მსგავსი ჟამისა მუნ უპურობა პურობა, არსიდიადე ჯამისა მას შეეხვეწნეს ჭამეო, ძალი არ ჰქონდა ჭამისა გაცოხნის ლუკმა გატყორცის, წონა ძლივ ჩანთქის დრამისა

901. ამოა რომე კაცი კაცს, ამოსა ეუბნებოდეს მან გაუგონოს რაცა თქვას, არ ცუდად წაუხდებოდეს ცოტად ეგრეცა დაუვსებს, ცეცხლი რაზომცა სდებოდეს დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს

902. მას ღამესა ერთგან იყვნეს, იგი ლომნი იგი გმირნი იუბნეს და გააცხადნეს, თავთავისად მათნი ჭირნი რა გათენდა კვლა დაიწყეს, საუბარნი სიტყვახშირნი ერთმანეთსა გაუგონნეს, ფიცნი პირველ დანაპირნი

903. ტარიელ ეტყვის რად უნდა, სიტყვისა თქმა მრავალისა რაცა შენ ჩემთვის გიქნია, ღმერთი მზღველია ვალისა კმა ზენაარი ზენარად, არ ნაქმარია მთრვალისა არ დავიწყება მოყვრობა, მოყვრისა წარმავალისა

904. აწ შემიხვეწე ნუ დამწვავ, კვლა წვითა უცხელესითა მე რომე ცეცხლი მედების, არ ნაგზებია კვესითა ვერ დაშრეტ შენცა დაიწვი, სოფლისა ქნისა წესითა წადი დაბრუნდი შეიქეც, მუნითვე შენი მზე სითა

905. ვინ დამბადა განკურნება, ჩემი უჩანს მასცა ძნელად ვისცა გესმის გაიგონეთ, მით გაჭრილვარ ხელი ველად რაცა ჰმართებს გონიერთა, ერთხელ ვიყავ მეცა მქმნელად აწ ნობათი ხელობისა, მომხვდომია მით ვარ ხელად

906. ავთანდილ ეტყვის რა გითხრა, პასუხი მაგა თქმულისა შენვე სთქვი ეგეა სიტყვა, კაცისა ბრძნად სწავლულისა ღმერთსამცა ვით არ შეეძლო, კვლა განკურნება წყლულისა იგია მზრდელი ყოვლისა, დანერგულ დათესულისა

907. ღმერთსამცა ესე რად ექნა, ეგეთნი დაებადენით არღა შეგყარნა გაგყარნა, თვალნი ცრემლთა დადენით სდევს ფათერაკი მიჯნურსა, გაჭვრიტეთ გაიცადენით თქვენ ერთმანერთი არ მოგხვდეთ, მე სულნი ამომხადენით

908. ნეტარ მამაცი სხვა რაა, არ გასძლოს რაცა ჭირია ჭირსა გადრეკა რად უნდა, რა სასაუბრო პირია ნუ გეშის ღმერთი უხვია, თუცა სოფელი ძვირია რასცა მიწვრთიხარ იწვართე, გკადრო უწვრთელი ვირია

909. თუ არ გესმის გაიგონე, ესე კმარის სწავლა სწავლად ჩემსა მზესა დავეთხოვე, თქვენს წინაშე წამოსავლად მოვახსენე რათგან ჩემი, შეუქმნია გული ავლად არას ვარგებ არ დავდგები, სხვა ვიუბნო რაღა მრავლად

910. მან მიბრძანა მადლიერ ვარ, კარგად ხარ და მამაცურად შენგან მისსა გავლენასა, მე დავიჩენ სამსახურად მისის კითხვით წამოსრულვარ, არ მთრვალურად არ მახმურად აწ შევიქცე რა უამბო, რად მოველო ჯაბანხრდლურად

911. მაგ საუბარსა ესე სჯობს, ისმინე ჩემი თხრობილი მქნელი საქმისა ძნელისა, კაციმცა იყო ცნობილი ვერას ვერ იქს ნაყოფსა, ვარდი უმზეოდ ჭკნობილი შენ ვერას ირგებ მე გარგებ, ძმა ძმისა უნდა ძმობილი

912. სადაცა გწადდეს მუნ იყავ, მითვე წესითა მაგითა გწადდეს გულითა ბრძენითა, გწადდეს ცნობითა შმაგითა მაგა ქცევითა ტურფითა, ანაგებითა ნაგითა ოდენ გამაგრდიარ მოჰკვდე, არ დასდნე ცეცხლთა დაგითა

913. ამის მეტსა არას გნუკევ, წელიწადსა ერთსა მსგეფსა აქა ქვაბსავ მომნახვიდე, მე ამბავთა ყოვლგნით მკრეფსა ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ, დროსა ამას ვარდიეფსა ვარდთა ნახვა გაგაკრთობდეს, მართ ვითამცა ძაღლი ყეფსა