... (Q-622), XIX ს.

932. ქვაბნი ჩავლნეს და წავიდეს ტირილით ცრემლთა მდენანი ასმათ ტირს მოთქვამს ჰე ლომნო ვისნი ვით მოგთქმენ ენანი მზემან დაგუწვა და დაგდაგნა ცისა მნათობნი ზენანი ვაი ჭირნი ჩემნი ეზომნი ვაი სიცოცხლისა თმენანი

933. მათ ყმათა მუნით წასულთა იგი დღე ერთად იარეს ზღვის პირს მივიდეს მუნ დადგეს არ ხმელთა არე იარეს არ გაიყარნეს მას ღამით კვლავ ცეცხლი გაიზიარეს ერთმანერთისა შორს ყოფა იტირეს იმგლოვიარეს

934. ტარიელს ეტყვის ავთანდილ რუ გახმა ცრემლთა დენისა რად მოიშორე შენ ფრიდონ მამცემი ამა ცხენისა მუნით იცნობის ანბავი ღონე მის მზისა მშვენისა აწ მე მუნ მივალ მასწავლე გზა ძმად ფიცისა შენისა

935. ტარიელ სიტყვით ასწავლის მხარსა ფრიდონის გზასასა მართ გააგონა რაც ოდენ შეეძლო ძალსა თქმისასა აღმოსავლითკენ წადიო პირსა იარე ზღვისასა თუ ნახო ჩემი უანბე გკითხავს ამბავსა ძმისასა

936. თხა მოკლეს და მიითრიეს ცეცხლი შექნეს ზღვისა პირსა სვეს და ჭამეს რაცა ჭამა შეფერობდა მათსა ჭირსა მას ღამესა ერთად იყუნეს ერთგან მიწვეს ხეთა ძირსა ვგმობ მუხთალსა საწუთროსა ზოგჯერ უხვსა ზოგჯერ ძვირსა

937. ცისკრად ადგეს გასაყრელად ერთმანერთსა მოეხვივნეს მაშინ მათგან ნაუბარნი დადნეს ვინცა მოისმინეს თვალთა ვითა წყაროს თვალნი ცრემლი ველთა მოადინეს დიდხანს დგანან შეჭედილნი მკერდი მკერდსა შეარკინეს

938. გაიყარნეს ტირილით და პირსა ხოკით თმათა გლეჯით ერთი აღმა ერთი დაღმა უგზო მივლენ შამბთა ეჯით ვირემ უჩნდა ერთმანერთი იძახდიან პირსა ბღნეჯით იგი ნახოს დაღრეჯილი მზე დაიღრეჯს მისის ღრეჯით

წასვლა ავთანდილისაგან ფრიდონისას მულღაზანზარს რომ შეეყარა

939. ვაი სოფელო რაშიგან ხარ რას გვაბრუნვებ რა ზნე გჭირსა ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა სად წაიყვან სადაურსა სად აღუფხვრი სადათ ძირსა მაგრამ ღმერთი არ გასწირავს კაცსა შენგან განაწირსა

940. ავთანდილ მისი გაყრილი ტირს ხმა მისცუდების ცათამდის იტყვის თუ ღვარი სისხლისა კულაცა მდენია კულაცა მდის აწ აგრე გაყრა ძნელია ვით მაშინ შეყრა ცათამდის კაცი არ ყუელა სწორია დიდი ძეს კაცით კაცამდის

941. ველს მაშინ მხეცი ძღებოდეს ცრემლითა მუნ ნატირითა ვერ დაივსებდა სახმილსა იწვის ცეცხლითა ჴშირითა კულავ თინათინის გონება ავსებს უფროვე ჭირითა ბაგეთა ვარდი ანათობს ბროლი ძოწისა ძირითა

942. ვარდი ჭკნებოდა ღურებოდა ალვისა შტო ირხეოდა ბროლი და ლალი გათლილი ლაჟვარდად გარდიქცეოდა გამაგრებოდა სიკუდილსა ამისთვის არ იმხნეოდა იტყვის თუ ბნელი რას მიკვირს რადგან დამაგდე მზეო და

943. მზესა ეტყვის მზეო გიტყვი თინათინის ღაწვთა დარად შენ მას გავ და იგი შენ გავს თქვენ ანათებთ მთა და ბარად ხელსა მალხენს ნახვა შენი ამად გიჭურეტ არ დამცდარად მაგრამ ჩემი რად დააგდეთ გული ცივად გაუმთბარად

944. თვე ერთისა მოშორება მზისა ზამთრის გაგვამცივებს მე გლახ ორნი დამიყრიან გული ამად რად არ ივნებს მაგრა კლდესა არა შესწონს არაოდეს არ ატკივნებს წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს გაკვეთს ანუ გაასივნებს

აქა ავთანდილ ვარსკულავთა ეუბნების თავის ბუნებასა

945. მიმავალი ცასა შესტირს ეუბნების ეტყვის მზესა აჰა მზეო გიაჯები შენ უმძლევთა მძლეთა მძლესა ვინ მდაბალთა გაამაღლებ მეფობასა მისცემ სვესა მე ნუ გამყრი საყვარელსა ნუ შემიცვლი ღამედ დღესა

ამას სევდიანთა ეტლად იტყვიან

946. მო ზუალო მამიმატე ცრემლი ცრემლსა ჭირი ჭირსა გული შავად შემიღებე სიბნელესა მიმეც ხშირსა შემოჰყარე კაეშანი ტვირთი მძიმე ვითა ვირსა მას უთხარ თუ ნუ გასწირავ შენია და შენთვის ტირსა

ამას მოსამართლეთა ეტლად იტყვიან

947. ჱე მუშთარო გიაჯები შენ მართალსა ბრჭესა სრულსა მო და უყავ სამართალი გაებჭობის გული გულსა ნუ ამრუდებ უმართლესა ნუ წაიწყმედ ამით სულსა მართალი ვარ გამიკითხე რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა