... (Q-622), XIX ს.

მბობა ტარიელისაგან ავთანდილისაგან ლომ ვეფხვის დაჴოცვისა

894. რა წამეკიდა ყუელაი წურილად გიანბო ენითა მერმეღა გაბრჭევ მართალი მაგა გულითა ბრძენითა შენ მოგელოდი მიმჭირდა მოლოდინითა შენითა ქვაბს ვეღარ გავსძელ მინდორად მოვლა მამინდა ცხენითა

895. იმა ქედსა გარდავადეგ იგი შამბნი მამეარნეს ერთი ლომი ერთი ვეფხი შეკრბეს ერთად შეიყარნეს გვანდეს რათმე მოყვარულთა მათი ნახვა გამეხარნეს მათ რა უყუეს ერთმანერთსა გამიკვირდეს შემეზარნეს

896. ქედსა გარდავდეგ ლომ ვეფხი მოვიდეს ერთგან რებულნი სახედ ვამსგავსე მიჯნურთა ცეცხლნი დამევსნეს დებულნი შეიყარნეს და შეიბნეს იბრძოდეს გამწარებულნი ლომი სდევს ვეფხი მიურბის იყუნეს არ ჩემგან ქებულნი

897. პირველ ამოდ ილაღობეს მერმე მედგრად წაიკიდნეს თვითო ტოტი ერთმანეთსა ჰკრეს სიკუდილსა არ დარიდნეს გამოჰრიდა ვეფხმან გული დედათამცა გამორიდნეს ლომი მედგრად გაეკიდა იგი ვერვინ დაამშვიდნეს

898. ლომსა დაუგმე ნაქმარი ვარქვი არა ხარ ცნობასა შენ საყუარელსა რად აწყენ ფუ მაგა მამაცობასა ხრმალ გამოწუდილი გაუხე მივეც ლახვართა სობასა თავსა გარდავკარ მოცავკალ დავხსენ სოფლისა თმობასა

899. ხრმალი გავჰტყორცე გარდვიჭერ ვეფხი შევიპყარ ხელითა მის გამო კოცნა მამინდა ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა მიღრინვიდა და მაწყენდა ბრჭალითა სისხლთა მღვრელითა ვეღარ გაუძელ იგიცა მოვკალ გულითა ხელითა

900. რაზომსაცა ვამშვიდებდი ვეფხი ვერა დავამშვიდე გავგულისდი მოვიქნივე ჰკარ მიწასა დავაწყვიდე მამეგონა ოდეს ჩემსა საყვარელსა წავეკიდე სული სრულად არ ამომჴდეს რას გიკვირს რომ ცრემლსა ვღვრიდე

901. აჰა ძმაო მითხრობია ჭირი ჩემი რაცა მჭირდეს სულთა დგმაცა არა მართებს ასრე გასლვა რას გიკვირდეს სიცოცხლესა გავეყარე სიკუდილიცა დამიძვირდეს ესე სიტყვა დაასრულა ყმამან სულთქნა აცატირდეს

აქა ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს მისულა და ასმათის ნახვა

902. ავთანდილცა მასთანავე ტიროდა და ცრემლსა ღვრიდა უთხრა დასთმე ნუ მოჰკუდები გულსა სრულად ნუ დასჭრი და ღ~თი მაგას მოწყალეობს თუცა ჭირმან არ გაგრიდა თუმც უნდოდით გასაყრელად პირველ ერთად არ შეგყრიდა

903. სდევს მიჯნურსა ფათერაკი საწუთროსა დაანაღვლებს მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს მიჯნურობა საჭიროა მით სიკუდილსა მიგაახლებს გასწავლულსა გააშმაგებს უსწავლელსა გაასწავლებს

904. იტირეს და გაემართნეს ქვაბისაკენ თავნი არნეს რა ასმათმან დაინახა განაღამცა გაეხარნეს მოეგება მოტიროდა ცრემლმან მისმან კლდენი ღარნეს აკოცეს და აცატირდეს კულავ ცნობანი ააჩქარნეს

905. ასმათ თქვა ღ~თო რომელი არ ითქმი კაცთა ენითა შენ ხარ სავსება ყოველთა აღგვავსებ მზეებრ ფენითა გაქო ვით გაქო რა გაქო არ საქებელო სმენითა დიდება შენდა არ მამკალ ამათთვის ცრემლთა დენითა

906. ტარიელ იტყვის ჱე დაო მით ცრემლი აქა მდენია საწურთო ნაცულად გვატირებს რაც ოდენ გაგვიცინია ძველი წესია სოფლისა არ ახლად მოსასმინია ვაი შენი ბრალი დავ თვარე სიკვდილი ჩემი ლხინია

907. სწყუროდეს წყალსა ვინ დაღვრის კაცი უშმაგო ცნობილი მე თვალთა ჩემთა მით მიკვირს რად ვარ ცრემლითა ლტობილი უწყლობა კლავს წყალი სდის არ ოდეს არ გახმობილი ვაი წარხდა ვარდი პობილი ვაი მარგალიტი წყობილი

908. ავთანდილსაც მოეგონა მისი მზე და საყვარელი იტყვის ჩემო ვით ვეგები მე უშენოდ სულთა მდგმელი შენ არ გახლავ ჩემი ჩემთვის სიცოცხლია სანანელი გითხრამცა ვით რა მჭირს რა ცეცხლი მწვავს როგორ ძნელი

909. ვარდი ამას ვით იაზრებს მზე მოშორდეს, არ დავჭკნეო ანუ ჩვენ გლახ რა გვერგების რა ჩასვენდეს გორსა მზეო გულო გიჯობს გაუმაგრდე თავი სრულად გააკლდეო ნუთუ მოგხუდეს ნახვა მისი სულთა სრულად ნუ დალეო

910. სული დაიღეს დადუმდეს ორთავე ცეცხლი სდებოდა ასმათი შეყვა შევიდა მათებრვე ცეცხლი გზნებოდა დაუგო ტყავი ვეფხისა რომე კვლა მიწყივ ჰგებოდა ორნივე დასხდეს უბნობდეს რაცა მათ იამებოდა

911. მწვადი შეწვეს შეიქმნა პურობა მსგავსი ჟამისა მუნ უპურობა პურობა არს სიდიადე ჯამისა მას შეეხვეწნეს ჭამეო ძალი არ ქონდა ჭამისა დაცოხნის ლუკმა გასტყორცის წონა ძლივ ჩანთქის დრამისა