... (Q-622), XIX ს.

854. მივიდოდა მიუბნობდა ყმა მტირალი ფერ შეცვლილი ქედსა რასმე გარდაადგა ველი აჩნდა მზიან ჩრდილი ნახა შავი შამბთა პირსა დგა სადავე უკუყრილი თქვა უცილოდ იგიაო არა უნდა ამას ცილი

855. რა მოხედა ყმასა გულმან გაუფეთქნა გაუნათდა აქა ლხინი დაღრეჯილსა უათასდა არ უათდა ვარდმან ფერი გაანათლა ბროლი ბროლდა სათი სათდა ვით გრიგალმან ჩაირბინა არ მოსცალდა ჭურეტად მათდა

856. რა ტარიელ დაინახა გაღანამცა დაეღრიჯა ახლოს მყოფი სიკუდილსაღა ჯდა და პირი დაებღნიჯა საყელონი გარდეხივნეს თავი სრულად გაეგლიჯა მას აღარა შეესმოდა სოფლით გაღმა გაებიჯა

857. ერთკენ უც ლომი მოკლული და ჴრმალი სისხლ მოცხებული კულავ სხვაგან ვეფხი უსულო მკუდარი ქუე დანარცხებული მას წყაროსაებრ თვალთაგან ცრემლი სდის გაფიცხებული მუნ ეგრე გულსა უნთებდა ცეცხლი მცხინვარე ცხებული

858. თვალთა ახმადცა ზარ ედვა სრულად მიხდოდა ცნობასა მიახლებოდა სიკუდილსა მოშორვებოდა ნობასა ყმა სახელდებით უყივის ლამის სიტყვითა კრთობასა ვეღარ ასმინა გარდიჭრა ძმა გამოაჩენს ძმობასა

859. ჴელითა ცრემლსა უწურავს თვალთა ავლებდა სახელსა ახლოს უზის და უყივის მართ სახელდობით სახელსა ეტყვის ვერ მიცნობ ავთანდილს შენთვის გაჭრილსა და ხელსა მას არა დია შეესმის რეტსა თვალ დაუფახველსა

860. ესე ყველაი ასრეა რაცა აწ ჩემგან თხრობილა ცრემლნი მოსწურნა თვალთაგან ცოტადრე მოაცნობილა მაშინღა იცნა აკოცა მოეჭდო მოეძმობილა ვიმოწმებ ღ~თსა ცხოველსა მათებრივ არვინ შობილა

861. უთხრა ძმაო არ გიტყუვე გიყავ რაცა შემოგფიცე გნახე სულთა გაუყრელმან ფიცი ასრე დავამტკიცე აწ დამეხსენ სიკუდილამდის ვიტირო და თავსა ვიცე მაგრა გვედრებ დამარხვასა მხეცთ საჭემლად არა მიმცე

862. ყმამან უთხრა რაშიგან ხარ შენ საქმესა რად იქ ავსა ვინ მიჯნური არ ყოფილა ვის სახმილი არა სწვავსა ვის უქნია შენი მსგავსი სხვათა კაცთა ნათესავსა რად სატანას წაუღიხარ რად მოიკლავ ნებით თავსა

863. თუ ბრძენი ხარ ყოვლნი ბრძენნი აპირებენ ამა პირსა ხამს მამაცი მამაცური სჯობს რაზომცა ნელად ტირსა ჭირსა შიგან გამაგრება ისე უნდა ვით ქვიტკირსა თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა

864. ბრძენი ხარ და გამორჩევა არა იცი ბრძენთა თქმულებ მინდორს სტირ და მჴეცთა ახლავ რას წადილსა აისრულებ ვისთვის კვდები ვერ მიხუდები თუ სოფელსა მოიმდურვებ თავსა მრთელსა რად შეიკრავ წყლულსა ახლად რად იწყლულებ

865. ვინ არ ყოფილა მიჯნური ვის არ სახმილნი სდებიან ვის არ უნახვან პატიჟნი ვისთვის ვინ არა ბნდებიან მითხარ უსახო რა ქნილა სულნი რად ამოგხდებიან არ იცი ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან

866. ვარდსა ჰკითხეს ეგზომ ტურფა რამან შეგქმნა ტანად პირად მიკვირს რად ხარ ეკლიანი პოვნა შენი რადგან ჭირად მან თქვა ტკბილსა მწარე პოებს სჯობს იქნების რაცა ძვირად ოდეს ტურფა გაიეფდეს არღარა ღირს არცა ჩირად

867. რადგან ვარდი ამას იტყვის უსულო და უასაკო მაშა ლხინსა ვინ მოიმკის პირველ ჭირთა უმუშაკო უბოროტო ვის ასმია რაცა კარგი საეშმაკო რად ემდურვი საწუთროსა რა უქნია უარაკო

868. ისმინე ჩემი თხრობილი შეჯე წავიდეთ ნებასა ნუ მიყოლიხარ თავისა თათბირსა გაგონებასა რაცა არ გწადდეს იგი ქენ ნუ სდევ წადილთა ნებასა ასრე არ სჯობდეს არ გეტყვი რად მეჭუ რასაცა თნებასა

869. მან უთხრა ძმაო რა გითხრა ძურაცა არ ძალმიც ენისა ძალი არა მაქუს ხელქმნილსა შენთა სიტყვათა სმენისა რად ადვილად გჩანს მოთმენა ჩემთა სასჯელთა თმენისა აწ მივსწურვილვარ სიკუდილსა დრო მომეახლა ლხენისა

870. ამას მოკუდავი ვილოცავ აროდეს ვითხოვ არ ენით აქა გაყრილნი მიჯნურნი მუნამცა შევიყარენით მუნ ერთმანერთი კულავ ვნახეთ კულავ რამე გავიხარენით მოი მოყვრეთა დამმარხეთ მიწანი მომაყარენით

871. საყვარელმან საყვარელი ვით არ ნახოს ვით გაწიროს მისკენ მივალ მხიარული მერმე იგი ჩემ კერძ იროს მივეგებვი მამეგებოს ამიტირდეს ამატიროს ჰკითხე ასთა ქენ გულისა რა გინდ რა ვინ გივაზიროს

872. მართ გარდაწყვეტით იცოდი გეტყვი მართალსა პირასა სიკუდილი მახლავს დამეხსენ ხანსაღა დავყოფ მცირასა არ ცოცხალ ვიყო რას ვაქნევ რა დავრჩე ხელსა მხდი რასა დამშლიან ჩემი კავშირნი შევრთვიან სულთა სირასა

873. რა სთქვი რას იტყვი არ მესმის არცა მცალს სმენად მაგისად სიკუდილი მახლავს ჴელქნილსა სიცოცხლე არის წამისად აწ გამიარმდა სიცოცხლე მეტად ყოვლისა ჟამისად მუნ მეცა მივალ ცრემლისა მიწად სად გამდის ღამი სად