... (Q-622), XIX ს.

836. გული ცნობა და გონება ერთმანერთზედან ჰკიდიან რა გული წავა იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან უგულო კაცი ვერ კაცობს კაცთაგან განაკიდიან შენ არ გინახავნ არ იცი მას რომე ცეცხლნი სწვიდიან

837. შენ უმართლე ხარ ემდურვი შენ გაეყარე ძმობილსა მაგრა ვით ითქმის ვით გახდა ვითა გიამბობ ცნობილსა ენა დაშურების გაცუდების გულსა შეელმის ლმობილსა ამას მით ვაზრობ მინახავს მე უბედურსა შობილსა

838. ჯერთ მისი მსგავსი სასჯელი არცა ვის ამბად სმენია თუ არა კაცთა სასჯელი ქვათაცა შენაძრწენია დიჯლადცა კმარის მას რომე თვალთაგან ცრემლი სდენია თვით რაცა ბრძანოთ მართალ ხართ სხვა სხვისა ომსა ბრძენია

839. მას წამავალსა ვკითხევდი დამწვარსა ცეცხლ მოდებულსა მოვიდეს რა ქმნას ავთანდილ მისსა დამვედრე დებულსა მიბრძანა მოღმა მნახვიდეს მე მისთვის გაცუდებულს ამათ არ დავჰყრი არეთა არ გავსტეხ მის ქადებულსა

840. მას ზენაარსა არ გაუტეხ მას ფიცსა არ ვერცუები მად პაემნამდის მოვიცდი რაზომცა გამდის რუები თუ მკუდარი მნახოს დამმარხოს თქვას ვაგლახი და უები ცოცხალი დავხვდე უკვირდეს სიცოცხლე არს სათუები

841. ჩემთვის გარდახდა მას აქათ გაყრა მზისა და ქედისა ოდენ მოდენა ცრემლისა მჭირს ველთა მოსალბედისა მსჯის გამრავლება ხელქმნისა სულთქმისა ზედა ზედისა დავვიწყებივარ სიკუდილსა ნახე ნაქმარი ბედისა

842. ესე აარაკი მართალი ჩინს ქუასა ზედა სწერია ვინ მოყვარესა არ ეძებს იგი თავისა მტერია აწ ზაფრანია ვის წინა ვერ ვარდი გვანდის ვერ ია თუღა მონახავ მონახე ქენ რაცა შენი ფერია

843. ყმამან უთხრა უმართლე ხარ არ მამართლო მდურვად მისად მაგრამ გაბჭევ რა მიქნია სამსახური ტყუესა ტყვისად გამოჭრილ ვარ სახლით ჩემით ვით ირემი ძებნად წყლისად მას ვეძებ და მას ვიგონებ ვიარები ველთა ვლისად

844. ბროლ სადაფნი მარგალიტსა ლალის ფერსა სცვენ და ბურვენ მას მოვშორდი ვერ ვიახელ ვერ ვისურვენ ვერ ვასურვენ გამოპარვით წამოსვლითა ღ~თისა სწორნი მოვიმდურვენ ნაცულად მათად წყალობათა მათნი გულნი შევაურვენ

845. პატრონი ჩემი გამზრდელი ღ~თსაგან დიდად ცხოველი მშობლური ტკბილი მოწყალე ცა წყალობისა მთოველი მას უორგულე წამოველ მართ დავივიწყე ყოველი მისი შემცოდე ღ~თისაგან კარგსა არაღას მოველი

846. ესე ყველაი ასრე მჭირს დაო ბედითა მისითა არ უტყუვე და მოვსულვარ მგზავრი ღამით და დღისითა აწ იგი სადმე წასულა ვიწვი ცეცხლითა ვისითა ცუდ მაშურალი და მტირალი ქვე ვზი პირითა მქისითა

847. დაო მეტსა საუბარსა აღარ მამცემს ჟამი და დრო არ ვინანი გარდასრულსა ბრძენთა სიტყვა გავაადრო წავალ ვძებე ანუ ვპოვებ ან სიკუდილი მოვიადრო თვარამ ბედი აზომ თურმე მიკვეთს ღ~თსა რაღა ვკადრო

848. ამის მეტი აღარა თქვა ატირდა და წამოვიდა ქვაბი ჩავლო წყალსა გახდა შამბი გავლო ველს გავიდა ქარი ველთა მონაქროლი ლალის ფერსა ვარდსა ზრვიდა რად მიმეცო ამა ჭირსა ბედსა ამას უზრახვიდა

849. იტყვის ღ~თო რა შეგცოდე შენ უფალსა არსთა მხედსა რად გამყარე მოყვარეთა რად შემასწარ ამა ბედსა ერთი ორთა მგონებელი ვარ საქმესა წარსაწყმედსა მოვჰკუდე თავი არ მეწყალვის სისხლი ჩემი ჩემსა ქედსა

ავთანდილისაგან ტარიელის ძებნა მოთქმა და ტირილი

850. მოყვარემან ვარდის კონა გულსა მკრა და დამიწყლულა იგი ფიცი ჩემგან სრული მან აღარა გამისრულა მას თუ გამყრი საწუთროვო ჩემი ლხინი გარდასრულა სხვა მოყვარე თვალსა ჩემსა გაკიცხულა გაბასრულა

851. კულავ იტყვის მიკვირს ნაღველი კაცისა მე ჭკუიანისა რა ჭმუნვარებდეს რას არგებს ნაკადი ცრემლთა ბანისა სჯობს გამორჩევა აზრობა საქმისა დასაგვანისა აწ მეცა მიჯობს მონახვა მის მზისა ლერწამ-ტანისა

852. ყმა გაემართა საძებრად მტირალი ცრემლთა მფქვეველი ეძებს უძახის უყივის დღეებრ ღამეთა მთეველი სამ დღემდი მოვლო მრავალი ხევი შამბნარი ტყე ველი ვერ ჰპოვა მივა მჭმუნვარე ვერას ამბისა მცნეველი

853. იტყვის ღ~თო რა შეგცოდე ეგზომ დიდი რა გაწყინე რად შემასწარ ამა ბედსა ჩემსა რა სასჯელი მამივლინე გამკითხველო გამიკითხე აჯა ჩემი შეისმინე დაამოკლე დღენი ჩემნი ჭირნი ჩემი გამილხინე

პოვნა ავთანდილისაგან ტარიელისა ლომ ვეფხვი რომ დახოცა