... (Q-622), XIX ს.

912. ამოა რომე კაცი კაცს ამოსა ეუბნებოდეს მან გაუგონოს რაცა თქუას არ ცუდად წაუხდებოდეს ცოტად ეგრეცა დაგვავსებს ცეცხლი რაზომცა ზდებოდეს დიდი ლხინია ჭირთა თქმა თუ კაცსა მოუჴდებოდეს

913. მას ღამესა ერთგან იყუნეს იგი ლომნი იგი გმირნი იუბნეს და გააცხადეს თავისთავის მათნი ჭირნი რა გათენდა კულავ დაიწყეს საუბარნი სიტყუა ხშირნი ერთმანეთსა გაუგონეს ფიცი პირველ დანაპირნი

914. ტარიელ ეტყვის რად უნდა სიტყვისა თქმა მრავალისა რაცა შენ ჩემთვის გიქნია ღ~თია მზღველი ვალისა კმა ზენაარი ზენარად არ ნაქმარია მთურალისა არ დავიწყება მოყვრობა მოყურისა წამავალისა

915. აწ შემიწყალე ნუ დამწვავ კულავ წვითა უცხელესითა მე რომე ცეცხლი მედების არ ნაგზებია კვესითა ვერ დამშრეტ შენცა დაიწვი სოფლისა ქნისა წესითა წადი დაბრუნდი შეიქეც მუნითვე შენი მზე სითა

916. ვინ დამბადა განკურნება ჩემი უჩანს მასცა ძნელად ვისცა გესმის გაიგონეთ მით გაჭრილვარ ჴელი ველად რაცა მართებს გონიერთა ერთხელ ვიყავ მეცა მქნელად აწ ნობათი ხელობისა მამხვდომია მით ვარ ხელად

917. ავთანდილ ეტყვის რა გითხრა პასუხი მაგა თქმულისა შენვე სთქვი ეგე სიტყვავო კაცისა ბრძნად სწავლულისა ღ~თსამცა ვით არ შეეძლო კულავ განკურნება წყლულისა იგია მზრდელი ყოვლისა დანერგულ დათესულისა

918. ღ~თსამცა ესე რად ექმნა ეგეთნი დაებადენით აღარ შეგყარნა გაგყარნა ხელი გქმნა ცრემლთა დადენით სდევს ფათერაკი მიჯნურსა გასჭვრიტეთ გაიცადენით თქუენ ერთმანერთი არ მოგხუდეს მე სულნი ამომხადენით

919. ნეტარ მამაცი სხვა რაა არ გასძლოს რაცა ჭირია ჭირსა გადრეკა რად უნდა რა სასაუბრო პირია ნუ გეშის ღ~თი უხვია თუცა სოფელი ძვირია რაცა მიწვრთიხარ იწუართე გკადრო უწვრთელი ვირია

920. თუ რა გესმის გაიგონე ესე კმაა სწავლა სწავლად ჩემსა მზესა დავეთხოვე თქვენს წინაშე წამოსავლად მოვახსენე რადგან ჩემი შეუქმნია გული ავლად არას ვარგებ არ დავდგები სხვა ვიუბნა რაღა მრავლად

921. მან მიბრძანა მადლიერ ვარ კარგად ხარ და მამაცურად შენგან მისსა გავლენასა მე დავიჩენ სამსახურად მისის კითხვით წამოსრულვარ არ მთვრალ ვარ და არ მახმურად აწ შევიქცე რა უანბო რად მოხველო ჯაბან ჴდლურად

922. მაგ საუბარსა ესე სჯობს ისმინე ჩემი თხრობილი მქნელი საქმისა ძნელისა კაციმცა იყოს ცნობილი ვერას ვერ შეიქს ნაყოფსა ვარდი უმზეოდ ჭკნობილი შენ ვერას ირგებ მე მარგებ ძმა ძმისა უნდა ძმობილი

923. სადაცა გწადდეს მუნ იყავ მითვე წესითა მაგითა გწადდეს გულითა ბრძენითა გწადდეს ცნობითა შმაგითა მაგა ქცევითა ტურფითა ანაგებითა ნაგითა ოდენ გამაგრდი არ მოკუდე არ დასდნე ცეცხლთა დაგითა

924. ამის მეტსა არას გნუკევ წელიწადსა ერთსა მსგეფსა აქავ ქვაბსა მამნახვიდი მე ამბავსაა ყოვლგნით მკრეფსა ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ დროსა ამას ვარდ იეფსა ვარდთა ნახვა გაგაკრთობდეს მართ ვითამცა ძაღლი ჰეფსა

925. ამა დროსა გარდავსცილდე აქა ქვაბსა არ მოვიდე ცან ცოცხალი არ თურე ვარ უღონიოდ მოვჰკუდე კიდე ესე მისად ნიშნად კმარის შენ თუ ჩემთვის ცრემლსა ღვრიდე მაშინ გწადდეს იხარებდი გწადდეს ჭმუნვა გაადიდე

926. აწ რაცა გკადრე ამისთვის ნუთუ შენ იყო მჭმუნავი მოგშორდები და არ ვიცი თუ ცხენი დამცემს თუ ნავი არ უთქმელობა არ ვარგა არ პირუტყვი ვარ მჩმუნავი არ ვიცი ღმერთი რას მიზამს ანუ ცა მიწყივ მბუნავი

927. მან უბრძანა აღარ გაწყენ არცა სიტყვა გამიმეტდეს არ მამისმენ რაზომიცა საუბარი მიდიადდეს თუ არ მოგყვეს საყვარელი შენ მას მიყევ რაცა სწადდეს ბოლოდ ყოვლი დამალული საქმე ცხადად გამოცხადდეს

928. არ დაიჯერო მაშინ სცნა ჩემთა საქმეთა ძნელობა ჩემთვის ყველაი სწორია გაჭრა და გაუჭრელობა შენ რაცა გითქვამს მაგას ვიქ მრჯის რაზომ გინდა ხელობა უშენოდ მამხუდეს რაღა ვქნა არ დია დღეთა გრძელობა

929. საუბარი გარდასწყვიტეს დააპირეს ესე პირი ცხენსა შესხდეს მოიარეს თვითო მოკლეს ველს ნადირი შემოიქცეს აატირეს გული კულაცა ანატირი ხვალ გაყრისა გონებამან სხვა უმატა ჭირსა ჭირი

930. ლექსთა მკითხველნო თქვენიცა თვალი ცრემლისა მღვრელია გულმან გლახ რა ქნას უგულოდ თუ გული გულსა ელია მოშორვება და მოყვრისა გაყრა კაცისა მკვლელია ვინცა არ იცის არ ესმის ესე დღე როგორ ძნელია

931. დილა გათენდა შესხდეს და მას ქალსა გაესალამნეს ტარიელ ასმათ ავთანდილ თვალთაგან ცრემლნი ალამნეს სამთავე ღაწუთა ალამნი არღავნის ფერად ალამნეს მათ ლომთა მიწყივ მხეცქმნილთა თავნი მხეცთანა ალამნეს