... (Q-622), XIX ს.

1062. ფატმან ხათუნს გაეხარნეს გააგება მონა ათი მოუკაზმეს ქარვანსრანი დააყენა ბარგი მათი შემოვიდა ღაწვი ვარდი ბროლ ბალახში მინა სათი მისთა მჭურეტთა დაუსახეს ვეფხსა ტოტი ლომსა თათი

1063. ზარი გახდა შემოაკრფეს ქალაქისა ერნი სრულად იქით აქათ იჯრებოდეს უჭურიტოთო ამას სრულად ზოგნი ნდომით შეჰფრფინვიდეს ზოგნი იყუნეს სულ წასულად მათთა ცოლთა მოიძულვეს ქმარნი დარჩეს გაბასრულად

ავთანდილისაგან ფატმანის ალაგში მისვლა ფატმანის მიგებება და სიხარული

1064. ფატმან ცოლი უსენისა გაეგება კართა წინა მხიარულად უსალამა სიხარული დაიჩინა ერთმანერთი მოიკითხეს შევიდეს და დასხდეს შინა ფატმან ხათუნს მოსულა მისი შევითვატყე არ ეწყინა

1065. ფატმან ხათუნ თვალად მარჯვე არ ყმაწვილი მაგრამ მზმელი ნაკვთად კარგი შავ გრემანი პირ მსუქანი არ პირხმელი მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარული ღვინის მსმელი დია ედვა სასალუქო დასაბურავ ჩასაცმელი

1066. მას ღამესა ფატმან ხათუნ უმასპინძლა მეტად კარგა ყმამან უძღუნა ძღვენი ტურფა მიმღებელთა თქვეს თუ ვარგა ფატმანს მისი მასპინძლობა უღირს ღ~თო არ დაკარგა სვეს და ჭამეს დასაწოლად ყმა გავიდა ღამით გარ გა

1067. დილასა ლარი ყველაი უჩვენა გაახსნევინა ტურფანი სეფედ გარდასხეს ფასიცა დაათულევინა ვაჭართა უთხრეს წაიღეთ აჰკიდა გააწევინა თქვა ვითა გინდა ვაჭრობდით ნუ გაამჟღავნებთ მე ვინა

1068. ყმა ვაჭრულად იმოსების არ ჩაიცვამს არას მისსა ზოგჯერ უხმის ფატმან მისსა ზოგჯერ იყვის ფატმანისსა ერგან სხდიან უბნობდიან საუბარსა არა მქისსა ფატმანს ჰკულიდა უმისობა რამინისა ვითა ვისსა

ფათმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება წიგნის მიწერა და გაგზავნა

1069. სჯობს სიშორე დიაცისა ვისგან ვითა დაითმობის გილიზღებს და შეგიკვეთებს მიგინდობს და მოგენდობის მართ ანაზდად გიღალატებს გაჰკვეთეს რაცა დაესობის მით დიაცსა სამალავი არასთანა არ ეთხრობის

1070. ფატმან ხათუნს ავთანდილის გულსა ნდომა შეუვიდა სიყვარული მეტის მეტი მაემატა ცეცხლებრ სწვიდა დამალვასა ეცდებოდა მაგრა ჭირთა ვერ მალვიდა იტყვის რა ვქნა რა მერგების აწვიმებდა ცრემლთა ღვრიდა

1071. მიღმა უთხრა ვაი თუ გასწყრეს შეხედვაცა დამიძვირდეს თუ არა ვსთქვა გავსძლებ ცეცხლი არა უფრო გამიხშირდეს ვსთქვა და მოვკუდე ანუ დავრჩე ერთი რამე გამიპირდეს მას მკურნალმან როგორ ჰკურნოს თუ არ უთხრას რაცა სჭირდეს

1072. დაწერა წიგნი საბრალო მის ყმისა მისართმეველი მისისა მიჯნურობისა მისთა პატიჟთა მცნეველი მისთა მსმენელთა გულისა შემძრველი შემარხეველი უსტარი შესანახავი არ ცუდად დასახეველი

წიგნი ფატმანისა ავთანდილთანა სამიჯნუროდ მიწერილი

1073. ჱე მზეო ღ~თსა ვინადგან მზედ სწადდი დასაბადებლად მით შენგან მოშორვებულთა ლხინად არ ჭირთა მწადებლად ახლოს შემყრელთა დამწველად მათგან ცეცხლისა მადებლად მნათობთა შენი შეხედვა ტკბილად უჩანს დასაქადებლად

1074. შენ გტრფიალობენ მჭვრეტელნი შენთვის საბრალოდ ბნდებიან ვარდი ხარ მიკვირს ბულბულნი რად არა შენზედ კრფებიან შენი შვენება ყოველთა აჭკნობს და ჩემნიც ჭკნებიან სრულად დამწვარვარ თუ მზისა შუქნი არ მომესწრებიან

1075. ღ~თი მყავს მოწმად ვიშიშვი თქვენსა ამისა თხრობასა მაგრა რა ვირგო დღე კრულმან სრულად გავჰყრილვარ თმობასა გული ვერ გასძლებს ნიადაგ შავთა წამწამთა სობასა თუ რას მეწევი მეწივე თვარა მივხვდები ცნობასა

1076. მე ვირე ამა წიგნისა პასუხი მამივიდოდეს ვსცნობდე გინდოდე საკლავად ან ჩემი რა გაგივიდოდეს მუნამდის გავსძლო სულთა დგმა გული რაზომცა მტკიოდეს სიცოცხლე ანუ სიკუდილი გარდმიწყდეს ნეტარძი ოდეს

1077. ფატმან ხათუნ დასწერა და გაუგზავნა წიგნი ყმისა ყმამან ასრე წაიკითხა და ვინმეა ანუ თვისი თქვა არ იცის გული ჩემი ვინ მაშიკობს ვისსა ვისი რომე მიმიჩნს სამიჯნურო რად ვამსგავსო მე მას ისი

1078. თქვა ყვავი ვარდსა რას აქნევს ანუ რა მისი ფერია მაგრა მას ზედა ბულბულსა ჯერთ ტკბილად არ უმღერია უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა მით ოჴერია რა უთქვამს რა მოუჩმახავს რა წიგნი მოუწერია