... (Q-622), XIX ს.

741. მეფემან ნახა ვაზირი დაღრეჯით დაყმუნვებული უბრძანა რა გჭირს რა იცი რად მოხვე შეჭირვებული მან ჰკადრა არა არ ვიცი მართ ვარ თავისა ვებული მართალ ხართ მამკლათ რა გესმას ამბავი ჩემგან ცნებული

742. ჩემი ჭმუნვა ჭირსა ჩემსა არცა მატს და არცა სდიდობს მეშინიან თუცა შიშსა მოციქული ვერ დარიდობს აწ ავთანდილ გეთხოვების მოაჯეობს არ წამკიდობს უმის ყმისოდ სოფელსა და საწუთროსა მისთვის ფლიდობს

743. რაცა იცოდა ყველაი ჰკადრა მოშიშრად ენითა კულავ მოახსენა რამცა სცნა სიტყვითა ესოდენითა თუ რაგავარ მყოფი მინახავს თუ რაგვარ ცრემლთა დენითა მართალ ხართ ჩემთვის რისხვანი თუმცა იანაზდენითა

744. რა მეფემან მოისმინა გაგულისდა გაუცნობდა ფერი ჰკრთა და გასაშიშრდა შემხედველთა შეაშთობდა შეუზახნა რასთვის შმაგობ მაგას სხვამცა ვინ მითხრობდა ავსა კაცსა ურჩევნია ავსამცა რას ადრე სცნობდა

745. ვითამც რამე სიხარული საქმე მითხარ ვითა ღადრად მაგის მეტი რა ვინ მიყოს თუ არ მამკლას მუხთლად ღადრად შმაგო ენა ვით იხმარე აწ მაგისად ჩემად კადრად აგრე შმაგი არ ვეზირად არად ვარგხარ არცა სხვად რად

746. ხამსცა კაცმან პატრონისა საწყინარსა არ დარიდნეს ოდენ სიტყუა უმეცრული უმეცრულად დაიყბედნეს მე მაგისად მოსმენამდის რად არ ყურნი შემებეჭდნეს შენ თუ მოგკლა სისხლნი შენნი ჩემმან ქედმან მიიქედნეს

747. კულავ უბრძანა თუცა მისგან აწ არ იყავ მოგზავნილი თავმან ჩემმან აწვე მოგკვეთ არად უნდა ამას ცილი წა უკუდეგ ავი შმაგი უმეცარი შლეგი წბილი შაბაშ სიტყუა შაბაშ კაცი შაბაშ საქმე მისგან ქნილი

748. დადრკა სკამნი შემოსტყორცა ჰკრა კედელსა შეალეწნა დააცდუნვა მაგრა მისთვის აალმასნა არ აძეწნა ვით მიანბე წასლვა მისი ვინ ალვისა მორჩი ხე წნა ვაზირიცა ცრემლმან ცხელმან ღაწვნი თეთრნი აახეწნა

749. ვეზირმან გლახ გამორიდნა მართ ვეღარას ვერ იძრწინვებს გამოძრწა და გამომელდა გულსა წყლულსა მოიმტკივნებს შეის ხასობს გაის ქუშობს ენა ასრე მოაყივნებს მტერი მტერსა ვერას ავნებს რომე კაცი თავსა ივნებს

750. თქვა ცოდვათა ჩემთა მსგავსი ღ~თნ მეტი რა მიჩვენოს რად მოვღორდი რად დავბნელდი ნეტარ ვინღა გამითენოს ვინცა სხვა რა კადნიერად პატრონსა რა მოახსენოს ჩემი დღენი მასმცა ადგან რაძინ ვითა გაისვენოს

751. ვაზირი გაწბილებული მივა ბედითა შავითა ავთანდილს უთხრა დაღრეჯით პირითა გამქუშავითა მადლი რა გკადრო აწ თქვენგან გავხასდი მე მაშა ვითა ვაი კარგი თავი უებრო დავკარგე დავაშავითა

752. ქრთამსა სთხოვს და ამხანაგობს თუცა ცრემლსა არ იწყურვებს მიკვირს რად სცალს საწყლიანოდ რად არ გულსა შეიურვებს ვინ არ მისცეს ქადებული მოურავსა მოიმდურვებს თქმულა ქრთამი საურავსა ჯოჯოხეთსცა დაიურვებს

753. ვით გამხადა რა მიბრძანა არ ეგების ჩემგან თხრობა რა სიავე რა სირეგვნე რა შლუობა რა შმაგობა მე თვით კაცად აღარ ვარგ ვარ აღარა მიც თავსა ცნობა ესე მიკვირს რად არ მამკლა მისცა თურე ღ~თნ თმობა

754. მეცა ვიცოდი რაცა ვქენ ცთომით არ წამკიდებია ვიაზრე გამიწყრებოდა ჭმუნვა მით გამდიდებია განგებით ქნილსა რისხვასა ვერავინ დარიდებია შენთვის სიკუდილი ლხინად მჩანს ჭირი არ გამცუდებია

755. ყმამან უთხრა აღარ წასულა არ ეგების ჩემგან აროს იადონი მაშინ მოუკვდეს ოდეს ვარდმან იდამჭნაროს ხამს უძებნოს ცვარი წყლისა მისთვის თავი ყოვლგნით აროს ვერ უპოოს რა ქნას ანუ გული რითა დაიწყნაროს

756. უმისოდ მყოფი ვერ გავძლებ ჯდომასა, ვერცა წოლასა მართ ნადირთაებრ გაჭრასა ვირჩევ მათთანა რბოლასა ასრე გასრულსა რად მნუკევს მისთა მებრძოლთა ბრძოლასა სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა

757. მოვახსენებ ერთხელ კულაცა აწ რაზომცა მეფე წყრების ნუთუ გაბრჭოს გული ჩემი ვით იწვის და ვით ენთების არ გამიშვებს გავიპარვი რა იმედი გარდასწყდების მე თუ მოვჰკუდე ჩემი კერძი სოფელიცა გაქარდების

758. მოიუბნეს ვაზირმან ქნა ჭამა სმანი მათნი ფერნი უმასპინძლა ძღვენი უძღვნა მისივედა შვენიერნი მისნი მყოლნი ავეავსნა მოყმენი თუნდა ბერნი გაიყარნეს ყმა წავიდა სახლად ჩადგეს მზისა წვერნი

759. შეკრა წითელი ასი ათასი პირად მზემან და ტანად სარომან სამასი თავი სტავრა ატლასი უხვმან და მიუმცდარომან სამოცი თვალი ლალ იაგუნდი ფერად მათმან საურაომან კაცი გაგზავნა ვეზირისასა ესე ყველაი მისთვის არო მან

760. შესთვალა თუ რაცა გმართებს ვით მოგცე და ვით გაქონო ვალთა შენთა გარდასახდელი რა ნაცუალი მოვიგონო თუღა დავრჩე შენთვის მოვჰკუდე თავი ჩემი დაგამონო სიყვარული სიყვარულსა შეგიცალო შეგიწონო